13 აპრილი, 2016
ივან ურგანტის მრავალცოლიანობა და ტელეწამყვანის ქართველი მეუღლე
ივან ანდრეევიჩ ურგანტი - მომხიბვლელი შავგრემანი, პოპულარული შოუმენი, წამყვანი, კინოსა და თეატრის მსახიობი, ТЭФИ-ის პრემიის მრავალგზის ლაურეატი, რადიოწამყვანი, მუსიკოსი და მოგზაურია.

ურგანტი მესამე თაობის მსახიობია. ბებია - ნინა ურგანტი, რამდენიმე ათეულ მხატვრულ ფილმში თამაშობს. მისი მეუღლე ლევ მილინდერი "რუსეთის დამსახურებული არტისტის" სტატუსს ატარებდა.

ივანის მშობლები, ანდრეი ურგანტი და ვალერია კისელევა, ტელეეკრანებზე ასევე ხშირად ჩნდებოდნენ. ვანიას დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ, მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ.
С отцом Иван Ургант сохранил хорошие отношения
ბიჭს დედასთან და მის ახალ თანამგზავრთან, მსახიობ დიმიტრი ლადიგინთან ერთად მოუხდა ცხოვრება.
Иван Ургант с бабушкой Ниной Ургант
წინაპარი
ურგანტებისგან, ივანს გარეგნული მომხიბვლელობა და ხელოვნებისკენ სწრაფვა მემკვიდრეობით ხვდა წილად.
Маленький Иван Ургант (справа) с подружкой
1993 წელს ივანი სკოლის გაცვლით პროგრამაში მოხვდა და რამდენიმე წელი აშშ-ში გაატარა, სადაც ინგლისური ენა სრულყოფილად შეისწავლა.
Даже на школьном фото Ивана Урганта видна харизма
დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ ივან ურგანტი რუსეთის ახალი სახეა. ამ დროის განმავლობაში ტელეწამყვანი სხვადასხვა არხებზე მუშაობდა და სხვადასხვა გასართობი გადაცემები მიჰყავდა.
Студенческие годы Ивана Урганта
2012 წლიდან საკუთარი შოუს "საღამოს ურგანტი" წამყვანია. პროგრამა რამდენიმე სხვადასხვა თემატიკის რუბრიკისგან შედგება. შოუ საზღვრებს გასცდა და საერთაშორისო ხასიათი მიიღო. გადაცემაში ხშირად იწვევს ჰოლივუდის ვარსკვლავებს.

ივან ურგანტის პირადი ცხოვრება

Ургант променял сцену на ночные клубы – и не пожалел
პირველად ივანმა 18 წლის ასაკში იქორწინა. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, 22 წლის კარინა ავდეევა ცოლად მოიყვანა. რამდენიმე წლის შემდეგ, წყვილი მიხვდა, რომ მსგავსი სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ იყვნენ და ერთმანეთს გაეყარნენ. კარინამ ურგანტის გვარი სამახსოვროდ დაიტოვა.

ივან ურგანტის მეორე კანონიერი მეუღლე ტატიანა გევორკიანი გახლდათ. ახალგაზრდებმა ერთმანეთი  MTV-ის ოფისში გაიცნეს. ერთმანეთს თითქმის 5 წელი ხვდებოდნენ. ერთად ცხოვრობდნენ, სამომავლო გეგმებს აწყობდნენ, მაგრამ ივანის რუსულ პირველ არხზე გადასვლისთანავე დაშორდნენ.
Гриша Ургант собственной персоной
ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ დაშორების მიზეზი ტატიანას პროფესიული შური იყო, თუმცა თავად ტატიანა მსგავს ჭორებს უარყოფდა და ამბობდა, რომ ერთადერთი მიზეზი, სერიოზული ურთიერთობების მიმართ მისი შიში და პირადი ხასიათი იყო, რაც სამსახურში გამუდმებული სტრესით იყო გამოწვეული.
Иван Ургант и Таня Геворкян
გევორკიანთან ურთიერთობა ჯერ დასრულებული არ ჰქონდა, როცა ურგანტმა, მსახიობი ემილია სპივაკი, გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ფილმის სიუჟეტის მიხედვით წყვილს შორის ვნებიანი რომანი უნდა გაჩაღებულიყო. გადამღები ჯგუფი აღნიშნავდა, რომ ემილია ივანს კადრს მიღმაც ეფლირტავებოდა.

თუმცა, ერთ საღამოს ურგანტი არა ემილიასთან, არამედ ნატალია კიკნაძესთან ერთად ვახშმობდა, ვისზეც წამყვანი ჯერ კიდევ გიმნაზიაში იყო შეყვარებული.

Иван Ургант и Наталья Кикнадзе были одноклассниками
მეათე კლასში მოზარდებს შორის ორმხრივი სიმპათიაც გაჩნდა, თუმცა სკოლის შემდეგ მათი გზები გაიყო.

ურგანტი პეტერბურგში საქმიანი ვიზიტით ჩავიდა და ყოფილ შეყვარებულს შემთხვევით შეხვდა. სპონტანური შეხვედრა დიდ გრძნობებში გადაიზარდა და ივანმა ნატალიას ცოლობა მალევე სთხოვა.
Иван Ургант с женой Натальей Кикнадзе
2015 წელს წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა. ერიკა, ნატალიას ერთ-ერთი ქალიშვილი, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს, დედასთან და ახალ მამასთან ერთად ცხოვრობს.
Старшая дочь Урганта похожа на отца как две капли воды
2008 წლის 15 მაის, წყვილს საერთო ქალიშვილი, ნინა შეეძინა. გოგონას სახელი ივანის ბებიის საპატივცემულოდ დაარქვეს. 7 წლის შემდეგ, 2015 წლის 21 სექტემბერს, ქვეყანას ვალერია ურგანტი მოევლინა.
Фото из личного аккаунта Ивана Урганта в Instagram
ივან ურგანტი დღეს

2016 წელს ურგანტი კვლავ რჩება გადაცემების "გემო" და "საღამოს ურგანტი" წამყვანი. ასევე ვლადიმირ პოზნერთან თანამშრომლობით, გამოუშვა ახალი დოკუმენტური სერიალი "ებრაული ბედნიერება" , რომელიც აღთქმულ მიწაზე მოგზაურობას ეხება.
Rating
ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარი
ივან ურგანტი ერთ ერთია ვის შოუსაც დიდი სიამოვნებით და აღტაცებითაც კი ვუსმენ ხოლმე როცა დრო მაქვს. ილო ბეროშვილი და შალვა რამიშვილი შეეცადნენ წამსგავსებოდნენ და მარგო და ტასო ბარნოვა ზუსტადაც რომ ვანიას შოუს მაშაა მაგრამ ნეტავ არ წამსგავსებოდნენ. ახლა ყველანი ტკბილად და ბედნიერად იცხოვრებდნენ.. პლაგიატობა დასჯადია, თქვენს შემტხვევაში პირდაპირი მნიშვნელობით.. :-(
10:57 / 14-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS