06 აპრილი, 2016
ქრისტინა ორბაკაიტე ალა პუგაჩოვასთან უთანხმოებაზე ალაპარაკდა, რატომ არ ცხოვრობს მომღერალი ქმართან
პოპულარული რუსი მომღერალი ქრისტინა ორბაკაიტე 25 მაისს 45 წლის ხდება. პირად ცხოვრებაზე საუბრისას, მომღერალი გამოტყდა, რომ ის ერთ-ერთია იმ მცირე ჩამონათვალს შორის, ვისაც პუგაჩოვასთან შეწინააღმდეგება შეუძლია.

"მე ერთ-ერთი ადამიანი ვარ, იმ მცირე ჩამონათვალიდან, ვისაც შეუძლია არამარტო არ დაეთანხმოს, არამედ შეეკამათოს ალა პუგაჩოვას. მის რჩევებს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ, მაგრამ ვცდილობ, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღო. იყო პრიმადონას ქალიშვილი, ერთდროულად რთულიცაა და ადვილიც. თუმცა ჩემთვის, პირველ რიგში დედაა, რომელიც მიყვარს" - აღნიშნავს ორბაკაიტე.
Rating
ქრისტინა არც იმას მალავს, რომ
ქმრისგან შორს ცხოვრობს.

მომღერლის ქმარი და ქალიშვილის მამა, ბიზნესმენი მიხაილ ზემცოვი გახლავთ.

მიუხედავად რუსული წარმოშობისა, მიხაილი ამერიკაში ცხოვრობს და აშშ-ს მოქალაქეა.
წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ წვეულებაზე შემთხვევით გაიცნო. როგორც მიხაილი ამბობს, პირველად ქრისტინა ვერ იცნო, რადგან რუსული შოუ-ბიზნესით დაინტერესებული არასდროს ყოფილა.

შეხვედრა მალევე დაიწყეს, 2005 წელს კი ოფიციალურად იქორწინეს.

ჟურნალ Hello-სთან ინტერვიუში ორბაკაიტე ამხელს: "ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. მიშამ ცოლობა ძალიან მალე მთხოვა. მანამდე ჩემთვის ცოლობა არავის უთხოვია.

გაოცებული ვიყავი და დავთანხმდი. ჩვენს ურთიერთობაში ჯერ არავითარი კრიზისი არ ყოფილა და ვიმედოვნებ, ასე გაგრძელდება.."

მიხაილი დროის უმეტეს ნაწილს ამერიკაში ატარებს, ქრისტინა კი რუსეთში. მომღერლის თქმით ასე ცხოვრება ადვილი არ არის - "მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ისეთ წყვილს, როგორიც ჩვენ ვართ, ურთიერთობაში საზღვრები არ აქვთ. ტელეფონითა და სკაიპით, ერთმანეთს ხშირად ვეკონტაქტებით. როცა მიშას დრო აქვს, გასტროლებზე ჩემთან ერთად მოდის".
Rating
ორბაკაიტე ასევე საუბრობს, როგორ ახერხებს ფორმის შენარჩუნებას: "გენების მიუხედავად, ფორმაში ყოფნაზე ზრუნვა მაინც მიწევს.

დაკავებული ვარ ფიტნესით. გასტროლების დროს სპორტისთვის დრო არ მრჩება, მაგრამ კონცერტზე დიდ ენერგიას ვხარჯავ. დასვენებისას ვცდილობ ჯანსაღი ცხოვრების წესს მივყვე. დიეტას არ ვიცავ, უბრალოდ სწორად ვიკვებები".
Rating
ქრისტინა გამოტყდა, რომ იმიჯის შეცვლის სურვილი არასდროს ჰქონია. "დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუს მაყურებელს კონსერვატული გემოვნება აქვს. თუ მიეჩვია და მსახიობი ერთი იმიჯით შეიყვარა, მას აღარ სურს მასში რაიმე შეიცვალოს.

ამიტომ მაქსიმუმ რის შეცვლასაც მოვისურვებდი - თმის ცოტა უფრო დამოკლება და ''ჩოლკაზე'' ექსპერიმენტია. თავი შავგრემნად ვერ წამომიდგენია, დაბადებიდან ქერა ვარ. რატომ შევიცვალო ფერი? სანაცვლოდ ფილმში შემიძლია ნებისმიერი სახე მივიღო".

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ქართველი
სათაური ზუსტად შეგირჩევიატ!!!
00:09 / 07-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS