25 მარტი, 2016
ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სოფია როტარუს სევდიანი ცხოვრება
როტარუს პირადი ცხოვრებისთვის დრო თითქმის არ რჩებოდა
1968 წელს სოფია როტარუ ცოლად გაჰყვა ანატოლი ევდოკიმენკოს. მათ მთელი ცხოვრება ერთმანეთის დახმარებასა და მხარდაჭერაში გალიეს. სოფიასთვის ქმარი არამარტო მისი მხარდამჭერი იყო, არამედ ადამიანი, რომელიც წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

გაუთავებელი გასტროლებისა და კონცერტების გამო, როტარუს პირადი ცხოვრებისთვის დრო თითქმის არ რჩებოდა, თუმცა ქმარი გამუდმებით გვერდში ჰყავდა და სწორედ ამის წყალობით ოჯახისგან მოწყვეტილად თავს არ გრძნობდა. ერთად 13 წელზე მეტხანს იცხოვრეს - ანატოლი ევდოკიმენკოს სიკვდილამდე.

მომღერალმა ეს დანაკარგი ძალიან განიცადა,
კონცერტებზე აღარ გამოდიოდა და არც სადღესასწაულო წვეულებებზე ჩნდებოდა. ამ სამწუხარო მოვლენიდან, სოფია სცენაზე მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა და მისი პირველი გამოსვლა სწორედ გარდაცვლილ მეუღლეს, ანატოლის მიუძღვნა.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული სევდიანი ისტორიისა, უცნაურია, რომ როტარუს ქმრის მკვლელობაში სდებდნენ ბრალს.

სოფია როტარუს ქმრის სიკვდილში, გარდაცვლილი მეუღლის ძმა ადანაშაულებდა. ვალერის თქმით: "სოფია მიხაილოვნამ ჩვენს ოჯახში მხოლოდ ნეგატივი შემოიტანა. პოპულარობის ზრდასთან ერთად სულ უფრო ნაკლებად თვლიდა გარშემომყოფებს ადამიანებად".
პოპულარობა, მოგზაურობა განუწყვეტლივ და დაუსრულებელმა დღესასწაულებმა, ანატოლის ჯანმრთელობას ბოლო მოუღო. 4 ინსულტის გადატანის მიუხედავად ის მაინც დაჰყვებოდა სოფიას გასტროლებზე.

ვალერის მტკიცებით, სწორედ სოფიაა მისი ძმის მკვლელობის მიზეზი.
ამიტომაც როტარუს მასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

დღეს სოფია შეუდარებლად გამოიყურება და მისი სილამაზის საიდუმლო ხშირადაა განხილვის თემა.

მომღერალი გულახდილად ყვება: " დაახლოებით 10 წლის წინ სახის დაჭიმვა გავიკეთე. პირველმა მცდელობამ გაამართლა და არავითარი უკუჩვენება არ მოჰყოლია, მაგრამ როცა პროცედურის განმეორების დრო დადგა - შემეშინდა. კოლეგებისა და მეგობრებისგან დიდი გაკვეთილი მივიღე. პლასტიკითა და სილამაზის ინექციებით, სამუდამოდ გაანადგურეს საკუთარი გარეგნობა".

საბოლოოდ სოფიას მაინც მოუხდა სასწრაფო ზომები მიეღო. დღეს ის საუკეთესო კოსმეტოლოგების რჩევებითა და კონსულტაციებით ინარჩუნებს განუმეორებელ სილამაზეს და თავის 68 წლის ასაკში, გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება.

სოფიას ჰყავს ვაჟი რუსლანი და შვილიშვილები : 22 წლის ანატოლი და 15 წლის სოფია.


სოფიას თქმით ტოლია დედას დაემსგავსა - მშვიდი და გაწონასწორებული ბიჭია. გოგონა კი ძალიან ჰგავს ვარსკვლავ ბებიას - მოქნილი და ძალიან აქტიურია.

ნახეთ, როგორ გამოიყურებიან სოფია როტარუს შვილიშვილები. 

Rating
RatingRatingRating


ბეჭდვა