23 მარტი, 2016
თინა კანდელაკი ყოფილ დედამთილთან ერთად ცხოვრობს - ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ჟურნალისტის შვილები
წყვილი ერთად 11 წელი ცხოვრობდა
ვიდრე თინა კანდელაკი რუსეთის დედაქალაქს "დაიპყრობდა", მან ბიზნესმენი და მხატვარი ანდრეი კონდრახინი გაიცნო და რომანტიკული ურთიერთობაც მაშინვე დაიწყო.

ორი წლის შემდეგ წყვილი ოფიციალურად შეუღლდა. კონდრახინთან ქორწინებაში კანდელაკს ორი შვილი - გოგონა მელანია და ვაჟი ლეონტი შეეძინა. წყვილი ერთად 11 წელი ცხოვრობდა. საბოლოოდ უამრავი კონფლიქტისა და ჩხუბის გადატანის შემდეგ, თინა ქმარს დაშორდა.
Rating
ბავშვები თინასთან ცხოვრობენ, თუმცა მამას რეგულარულად ნახულობენ. ჟურნალისტი წინააღმდეგი არასდროს ყოფილა, რომ კონდრახინს
ბავშვების აღზრდაში მონაწილეობა მიეღო, ამიტომ სასამართლოში ბავშვების მიმართ განსაზღვრული ურთიერთობა არ განიხილეს, არც ოჯახური ქონება გამხდარა სადავო.

განქორწინების მიზეზებზე, არც თინა და არც კონდრახინი არ საუბრობენ. ზოგი ამბობს, რომ ამის მიზეზი ფინანსური უთანხმოება გახდა, მეორე ვერსიით წყვილი ერთმანეთისგან დაიღალა.

დღეს თინა ყოფილ დედამთილთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.

ნახეთ როგორ გამოიყურებიან თინა კანდელაკის შვილები.
Rating
Rating


Ratingპენი ლეინი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS