18 მარტი, 2016
როგორ გამოიყურება ''დაკარგულების'' ექიმი წლების შემდეგ - მსახიობ მეთიუ ფოქსის მრავალფეროვანი ბიოგრაფია
მეთიუს მშობლები ფერმერები იყვნენ, მას შეეძლო ფინანსისტი ყოფილიყო, თუმცა იღბლიანი შემთხვევის წყალობით ფოქსის ბიოგრაფია უკეთესობისკენ შეიცვალა.

დღეს მეთიუ ფოქსი 49 წლისაა. მისი სამსახიობო კარიერა საკმაოდ გვიან დაიწყო. ფერმერი მშობლები ფიქრობდნენ, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მეთიუ დაბრუნდებოდა, ამ ოჯახურ საქმეს სათავეში ჩაუდგებოდა და საქმიანობას განაგრძნობდა. თუმცა ასე არ მოხდა.
Артист Мэттью Фокс
მეთიუს "მოზრდილი" ბიოგრაფია კოლუმბიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე გაგრძელდა. კარგი აღნაგობის, სპორტული ბიჭი, სტუდენტურ საფეხბურთო გუნდში თამაშობდა. მეთიუს ერთ-ერთი მეგობრის დედამ, რომელმაც შენიშნა როგორი ფაქტურა იკარგებოდა, ახალგაზრდას კეთილი
რჩევა მისცა და შანსის გამოყენება არც მეთიუს შეუფერხებია.

მეთიუ ნიუ-იორკის სამსახიობო სკოლაში მივიდა. თავდაპირველად ფოტომოდელად დაიწო მუშაობა. მხოლოდ 26 წლის ასაკში მიიღო მცირე როლი სერიალში "ფრთები". ორი წლის შემდეგ კი გადაიღეს შოუში "ჩვენ ხუთნი ვართ", რამაც მეტი პოპულარობა მოუტანა.
Мэттью Фокс в роли Шепарда
თუმცა მოგვიანებით, მსახიობი უმუშევარი დარჩა. ქასთინგების ხშირი სტუმარი გახდა და როგორც იქნა გაუმართლა. ეს ყველასთვის კარგად ნაცნობი, მისტიკითა და საიდუმლოებებით მოცული, სერიალი "დაკარგულებია".
Мэттью Фокс в сериале «Говорящий с призраками»
სერიალი 2004 წლის შემოდგომაზე გამოვიდა და ტელეჰიტების რიცხვშიც ძალიან მალე აღმოჩნდა. 6 სეზონის განმავლობაში, დაუჯერებელი გამოცანებითა და მისტიკით, მაყურებელის დიდ ინტერესს ყოველთვის იწვევდა.

მეთიუ ფოქსის ყველაზე დიდი წარმატება სწორედ ეს სერიალი გახდა და მაყურებელს დღემდე დასამახსოვრებელი პერსონაჟი დაუტოვა.
Постер сериала «Остаться в живых»
მეთიუ ფოქსის პირადი ცხოვრება

ფოქსს საკმაოდ მშფოთვარე ცხოვრება აქვს.

2011 წელს ის ნასვამ მდგომარეობაში ჩხუბის გამო დააპატიმრეს. ასევე ბრიტანული "არსენალის" დიდი თაყვანისმცემელია, ამერიკულ ფეხმბურთში კი მისი კერპები "ფილადელფიის არწივები" არიან.

მეთიუს პირადი ცხოვრება პოპულარობამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა მოგვარებული - 25 წლის ასაკში იქორწინა. მისი მეუღლე მარგარიტა რონჩია - არც მსახიობია და არც მოდელი.
Мэттью Фокс с женой
ის ორ შვილს ზრდის. 17 წლის ქალიშვილს, კაილ ელისონს და ბაირონს, რომელიც უფროს დაზე 3 წლის უმცროსია.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS