15 მარტი, 2016
5 ყველაზე გახმაურებული სექს-სკანდალი პოლიტიკაში
ჯონ პროფიუმო, ბრიტანეთი, 1963 წელი
Джон Профьюмо, Британия, 1963
დიდი ბრიტანეთის სამხედრო მინისტრის, ჯონ პროფიუმის ურთიერთობა მსუბუქი ყოფაქცევის გოგონასთან, ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი გახდა. 1963 წელს მას არაკანონიერი ურთიერთობა ჰქონდა კრისტინ კილერთან, რომელიც 2 წელს გაგრძელდა. სკანდალი გამოწვეული იყო იქედან, რომ კილერი პარალელურად ხვდებოდა საბჭოთა საზღვაო ატაშეს და ჯაშუშს ევგენი ივანოვს. ჯონ პროფიუმი დანაშაულს არ აღიარებდა, თუმცა იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა.

გარი ჰარტი, აშშ, 1987 წელი
Гари Харт, США, 1987
1987 წელს კოლორადოს შტატის სენატორი გარი ჰარტი, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის,
ფავორიტი იყო. 1987 წლის მაისში, როცა ჰანტმა პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობაზე სურვილი გამოთქვა, ერთ-ერთ გაზეთში წერდნენ, რომ მას რომანი ჰქონდა მოდელ დონა რაისთან. ჰანტის ცოლმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი ქმრის კავშირი სხვა ქალთან სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად ამისა მისი რეიტინგი 32%-დან 17%-მდე დაეცა. რამდენიმე კვირაში ფოტოგრაფებმა ჰანტის საყვარელთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნეს. სკანდალის შემდეგ გარი ჰანტი პოლიტიკიდან წავიდა.

ბილ კლინტონი, აშშ, 1995-1997
Билл Клинтон, США, 1995-1997
ბილ კლინტონის, თეთრი სახლის სტაჟიორთან მონიკა ლევინსკისთან რომანმა, მას კინაღამ საპრეზიდენტო პოსტი დაატოვებინა. კლინტონს სექსუალურ ძალადობაშიც სდებდნენ ბრალს. ლევინსკის ამბავს სასამართლოშიც განიხილავდნენ და კლინტონი მასთან სექსუალურ კავშირს უარყოფდა. ლევინსკიმ მოსამართლეს წარუდგინა, კოლეგასთან, ლინდა ტრიპთან ჩაწერილი საუბარიც მოასმენინა, სადაც ის პრეზიდენტთან მის ურთიერთობაზე საუბრობს, ასევე ის ცნობილი ლურჯი კაბა, რომელზეც კლინტონის სპერმის კვალი აჩნდა. კლინტონი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ლევინსკისთან ორალური სექსი ჰქონდა. მას ბრალი ედებოდა ოთხი მუხლით - ორ შემთხვევაში ტყუილის გამო, სამართლის დარღვევისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის. საბოლოოდ ამერიკის მოსახლეობამ და ცოლმა, ჰილარი კლინტონმა, რომელიც სკანდალისას ქმარს ოფიციალურად უჭერდა მხარს, ბილს აპატია.

იური სკურატოვი, რუსეთი, 1999
Юрий Скуратов, Россия, 1999
1999 წლის მარტში რუსეთის პირველ არხზე გადაიცა ფილმი "სამნი საწოლში". ჩანაწერში, საკმაოდ უხარისხო ვიდეოში, ჩანდა, როგორ იყო დაკავებული სექსით ორ გოგონასთან, კაცი, რომელიც ძალიან ჰგავდა გენერალურ პროკურორ, იური სკურატოვს. 1999 წლის 2 აპრილს სკურატოვს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი წაუყენეს. ის დანაშაულს არ აღიარებდა. 2000 წლის 19 აპრილს თანამდებობიდან საბოლოოდ გაანთავისუფლეს.

სილვიო ბერლუსკონი, იტალია, 2011
Сильвио Берлускони, Италия, 2011
2011 წლის იანვრიდან მილანის პროკურატურა იტალიელი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ პროცესს უძღვება. მას არასრულწლოვან მსუბუქი ყოფაქცევის გოგონასთან კარიმა ელ-მარუგთან სექსუალურ ურთიერთობაში ადანაშაულებენ. ბერლუსკონი გამოტყდა, რომ გოგონას 45 000 ევრო აჩუქა, რადგან მისმა ისტორიამ შეძრა. იტალიის პრემიერ-მისიტრი არაერთხელ მომხდარა სექსუალური სკანდალების ეპიცენტრში. 2009 წელს სილვიოს მეორე ცოლმა განქორწინება მოითხოვა მას შემდეგ, რაც 18 წლის მოდელთან, ნაუმი ლეტიციასთან გადაღებული ფოტოები გაასაჯაროვეს. გარდა ამისა მან ღია წერილი დაწერა, სადაც განმარტავდა, რომ ბერლუსკონიმ მისი პარტიის კანდიდატებს შორის, 2009 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში "ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ლამაზი ქალი" ჩართო, ყოველგვარი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე. სკანდალების შედეგად, ბერლუსკონის რეიტინგი 2011 წელს, რეკორდულ მინიმუმადე 31%-მდე დაეცა.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანუ არის ქვეყნები, სადაც ეს (ქორწინების გარეშე სექსუალური კავშირი) დანაშაულად ითვლება. ნეტავ ისინი რას ამბობდნენ თავიანთ მდიდარ სექსუალურ გამოცდილებაზე!
20:13 / 15-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS