04 მარტი, 2016
''მეამბოხე სულების'' ლამაზმანი მია მეორე ბავშვს ელოდება, ნახეთ როგორ გამოიყურება ლუისანა ლოპილატო წლების შემდეგ
სამშობლოში ლუისანა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგონად ითვლება
დღეს გავიხსენებთ, ერთ დროს ყველასთვის ცნობილი სერიალის "მეამბოხე სულების" ლამაზმან მიას, იგივე ლუისანა ლოპილატოს. გაიგეთ როგორ ცხოვრობს ის დღეს და როგორია მისი პირადი ცხოვრება.

ლუისანა 1987 წლის 18 მაისს, არგენტინაში დაიბადა.

ის, არგენტინელი მომღერალი, მსახიობი და მოდელია. საქართველოში ცნობილი გახდა სერიალით "მეამბოხე სულები".

სამშობლოში ლუისანა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგონად ითვლება. ცნობილია, როგორც მოდელი.

ბავშვობაში ლუისანა მშვიდი, წყნარი ბავშვი იყო. თანატოლებისგან მხოლოდ გარეგნობით გამოირჩეოდა. რეჟისორების ყურადღებაც, სწორედ მისმა მომხიბვლელმა
გარეგნობამ მიიპყრო.

2001 წელს სერიალ "მეამბოხე სულებში" მდიდარი ბიზნესმენის გათამამებული შვილის როლი შესთავაზეს.

ამ როლმა მსახიობს, დიდი წარმატება მოუტანა, ხოლო სცენამ კიდევ უფრო პოპულარული გახადა. ჯგუფ Erreway-ში მონაწილეობამ ლოპილატო ლათინო ამერიკის ყველაზე ცნობილ გოგონად აქცია.
Rating
"მეამბოხე სულების" შემდეგ, ლუ კიდევ 14 ფილმსა და სერიალში გადაიღეს.

პირადი ცხოვრება

სერიალ "მეამბოხე სულების" გადაღებებისას, ლუისანას მანუელის როლის შემსრულებელთან, ფელიპე აგირესთან ჰქონდა რომანი. ისინი ორ წელზე მეტ ხანს იყვნენ ერთად, რის შემდეგაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

2010 წელს მსახიობმა მუსიკოსი მაიკლ ბუბლე გაიცნო. სამი წლის შემდეგ იქორწინეს.
Rating


















დღეს მათ 2 წლის ვაჟი, ნოე ჰყავთ. რამდენიმე თვის წინ კი, ასევე ცნობილი გახდა, ლუს მეორე ფეხმძიმობის შესახებ.
Rating






























პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
თამო
აგირესი სერიალში იყო მაგ ბიჭის გვარი, რეალურ ცხოვრებაში კოლომბოა :დდ
15:24 / 06-03-2016
გამოხმაურება / 0 /
იქედან
ხო მაგრამ ლოპიალტოც მაგარი ქალია
07:06 / 06-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ამ ქალის გამო მაიკლ ბუბლეიმ,უარი თქვა უკვე დანიშნულ-გამოჩენილი მაესტროს,დავით Fოსტერის ქალიშვილზე, დევიდ Fოსტერი კონცერტზე უკვე სიძეს ეძახდა,მაგრამ ბოლო მომენტში მაიკლმა შეცვალა თავისი არჩევანი!
18:08 / 04-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS