18 თებერვალი, 2016
ქალების გულთამპყრობელი თურქი მსახიობი მამაკაცების ხუთეული - გაიგეთ ყველაფერი მათ პირად ცხოვრებაზე
მოგვწონს ეს თუ არა, ფაქტია, რომ თურქული სერიალების ქართულ ტელეეკრანებზე გამოჩენამ, ქართველ მაყურებელს ახალი "კუმირები" შესძინა. თანამედროვე თურქული სერიალების სიმპათიურმა მთავარმა გმირებმა, ადვილად მოახერხეს მაყურებლის გულების დამონება და გარკვეული ეპოქა შექმნეს. უკვე დიდი ხნის წინ დასრულებული სერიალების გმირები, დღემდე რჩება განხილვის თემად. დავა - ქერა უფრო სიმპათიურია თუ შავგრემანი.

შევადგინეთ 5 ყველაზე პოპულარული, ქალების გულთამპყრობელი, თურქი მსახიობების სია. გთავაზობთ მათი ცხოვრების მოკლე მიმოხილვას:

1. ბურაქ ოზჩივიტი - თურქი მსახიობი და მოდელი. დაიბადა 1984 წლის 24 დეკემბერს,
ქალაქ სტამბოლში. აქვე დაამთავრა მარმატას უნივერსიტეტი - კინოს, ვიზუალური ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის ფაკულტეტი. 2003-2007 წწ. ჩართული იყო სამოდელო ბიზნესში. 2003 წელს "თურქეთის საუკეთესო მოდელი" გახდა, 2005 წელს კი "მსოფლიოში საუკეთესო მოდელის" წოდება მიიღო.
Rating
ყველაზე დიდი პოპულარობა მას ტელესერიალ "დიდებულ საუკუნეში", მალკოჩოღლუ ბალი ბეის განსახიერებულმა როლმა და სერიალმა "ნარჩიტა" მოუტანა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, დიდხანს ხვდებოდა ჯეილან ჩაპას. 2015 წლიდან კი ფაჰრიე ევჯენს ხვდება.
მსახიობის სიმაღლე - 184 სმ.
2. ჩაგატაი ულუსოი
- მსახიობი და მოდელი, დაიბადა სტამბოლში, 1990 წლის 23 სექტემბერს. მამა წარმოშობით ბულგარელი ჰყავს, დედა კი ბოსნიელი.
Rating
თურქულ სამსახიობო ოლიმპზე სულ ცოტახნის წინ გამოჩნდა, თუმცა მიმზიდველი გარეგნობის წყალობით, პოპულარობა მალე მოიპოვა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ მსახიობად ითვლება.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაგატაი სამოდელო ბიზნესში მოხვდა, შემდეგ კინოინდუსტრიაშიც. 2010 წელს
"საუკეთესო თურქი მოდელი-მამაკაცის" წოდება ერგო. მალე ფილმებსა და სერიალებშიც გადაიღეს.
ქართველმა მაყურებელმა ის სერიალით "გზაჯვარედინი" გაიცნო.Rating

2014 წელს ულუსოი გარკვეული დროით მსახიობ სერენა სარიკაიასთან ჰქონდა ურთიერთობა, ასევე ხვდებოდა დერე შენსოის.

3. მურატ ილდირიმი - თურქი მსახიობი, მოდელი. დაიბადა 1979 წლის 13 აპრილს, ქალაქ კონიაში. ის ყველაზე სიმპათიური თურქი მსახიობების ათეულში შედის.
Rating
დაამთავრა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი. პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია. სამსახიობო კარიერა სტუდენტურ არაფროფესიონალთა თეატრში დაიწო. დრამატულ სკოლაში სიმღერასა და სამსახიობო უნარებს ეუფლებოდა.
ცნობილი გახდა სერიალებით "სიყვარული და სასჯელი" და "ასი".
დედა - დიასახლისი.
მამა - მასწავლებელი.
ცოლი - ბურჩინ თერზიოღლუ ( გაეყარა 2014 წლის 30 ივლისს).

4. კივანჩ ტატლიტუგი
- დაიბადა 1983 წლის 27 ოქტომბერს, თურქეთში, ქალაქ ადანაში. გაიზარდა მრავალშვილიან ოჯახში - ჰყავს 4 და და ძმა.

Rating






















მამა - კოსოვოელი ალბანელია. ბავშვობაში გატაცებული იყო კალათბურთით. ტრავმის გამო სპორტი მიატოვა და სამსახიობო უნარებს დაეუფლა.

საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის 2009-2012 წლებში, ოქროს პეპლის ჯილდო მიიღო. 2002 წელს მონაწილეობა მიიღო კონკურსში - "მსოფლიოს საუკეთესო მოდელი".

მთავარი როლი შეასრულა სერიალში "ქურთ სეიდი და ალექსანდრა". საქართველოში პოპულარობა კი სერიალმა "ქუზეი და გუნეიმ" მოუტანა.
მას თურქეთში ხშირად თურქ ბრედ პიტად მოიხსენიებენ.

5. ენგინ აქიურექი - თურქი მსახიობი, დაიბადა 1981 წლის 12 ოქტომბერს, ანკარაში.
Rating






























ენგინმა უნივერსიტეტი 2002 წელს დაამთავრა, ლინგვისტიკისა და ისტორიის ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ის, სამსახიობო კარიერამ გაიტაცა. 2004 წელს "საუკეთესო მსახიობის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 2010-2011 წწ. გადაიღეს სერიალში "უდანაშაულო", სადაც ბერენ საათთან ერთად ითამაშა და სწორედ ამ სერიალით გაითქვა საქართველოში სახელი. 2014 წელს კი სერიალით "შავი ფული და სიყვარული" - კომისარი ომერ დემირის გმირი, ქართველმა ტელემაყურებელმა თავიდან შეიყვარა. ამ სერიალით 2015 წელს, მან "საუკეთესო მამაკაცი მსახიობის" ტიტული კვლავ მოიპოვა და აშშ-ში ემის დაჯილდოვებაზეც მიიწვიეს.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ირმა
ენგინ აქიურექია N1 მისი პროფესიონალიზმით და მერე სხვა დანარჩენი....
23:12 / 22-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ირმა
აქიურექია N1 და მერე სხვა დანარჩენი....
23:10 / 22-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ნი-ნია
კივანჩზე ვგიჟდები ,მაგრამ ცოლი ძალიან შეუფერებელი მოიყვანა:)))
23:24 / 11-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS