10 თებერვალი, 2016
უკანასკნელი ცნობები თურქ მსახიობ ჰალიტ ერგენჩზე - მსახიობს ახალ სერიალში ჯანსუ დერესთად ერთად ვიხილავთ
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თურქი მსახიობი, ჰალიტ ერგენჩი, ცნობილი სერიალებიდან "1001 ღამე" და "დიდებული საუკუნე", ტელეეკრანებს უბრუნდება.

სერიალზე "დიდებული საუკუნე" ოთხ წლიანი მუშაობის შემდეგ, სადაც ჰალიტმა მთავარი -სულთან სულეიმანის დასამახსოვრებელი როლი მოირგო, ხანგრძლივი შვებულება აიღო.

მალე მისი შვებულება დასრულდება. უამრავი შემოთავაზებიდან, მსახიობმა ერთ-ერთ სცენარზე შეაჩერა არჩევანი. მომავალ სეზონზე ჰალიტს ახალ სერიალში ვიხილავთ. მსახიობმა კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კონტრაქტის მიხედვით, სცენარისტები ჰალიტის აზრს გაითვალისწინებენ და მისი სურვილისამებრ შესწორებებსაც შეიტანენ.

გაინტერესებთ ვინ გაუწევს პარტნიორობას
ამ მომხიბვლელ და ძალიან ნიჭიერ მსახიობს?

აღმოჩნდა, რომ ის ყველასთვის კარგად ცნობილი ჯანსუ დერეა, რომელიც ტელემაყურებელს ასევე "დიდებული საუკუნიდან" დაამახსოვრდა. ამ სერიალში მან შესანიშნავად გაართვა თავი ირანელი პრინცესას როლს, ახლა კი კვლავ შეხვდება ჰალიტს გადასაღებ მოედანზე.
Rating
ეს მსახიობების მესამე თანამშრომლობა იქნება.
პირველად ჰალიტი და ჯანსუ სერიალში "მწარე სიყვარული" გაერთიანდნენ, რომელიც 2009 წელს გამოვიდა. შემდეგ იყო სერიალი "დიდებული საუკუნე".

მსახიობების თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან ახალი სერიალის ტრანსლაციას. ჯანსუ და ჰალიტი ძალიან ლამაზი წყვილია და ეს ნამდვილად იმსახურებს ღირსეულ ყურადღებას.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS