23 აგვისტო, 2013
სოსო პავლიაშვილი - ამ ზაფხულის ყველაზე წარმატებული ვარსკვლავი
მას რომ აიძულო გაკვეთილების მომზადება, ძალიან მკაცრი უნდა იყო. ეს ვალდებულება მე მაკისრია, იმიტომ, რომ სოსოს არ უნდა მათთან ურთიერთობის გაფუჭება სწორედ ასეთ შეფასებას აკეთებენ რუსი ექსპერტები, რომლებმაც ამ ზაფხულის განმავლობაში რუსული ესტრადის ვარსკვლავების გამოსვლების სიხშირესა და ჰონორარებს გადახედეს.

ყოველ წელს რუსი ვარსკვლავები საზაფხულო ტურებზე გადიან შავი და ბალტიის ზღვების კურორტებზე. სწორედ იქ აქვთ მათ ზაფხულობით ყველაზე მაღალი ჰონორარები, თუმცა ეს ზაფხული ისეთი კარგი არ აღმოჩნდა მომღერლებისთვის, როგორსაც ელოდნენ.

ზაფხულს ამინდების გამო დამსვენებლებიც უჩივიან. სოჭში
თურმე იმდენად ცოტა დამსვენებელი ყოფილა, რომ გასტროლიორებს სულაც არ ჰქონიათ კონცერტებზე ანშლაგები.

მხოლოდ რამდენიმე მომღერალია, რომლის ანშლაგზეც არც ამინდი მოქმედებს, არც ბილეთის ფასი და არც სკანდალები. ასეთთა შორის არიან ყველაზე შემოსავლიანი და პოპულარული მომღერლები - გრიგორი ლეპსი, ვალერი მელაძე და ლუბა უსპენსკაია.

მათ ყოველთვის ბევრი შეკვეთა, კონცერტები და კორპორატიული საღამოები აქვთ. წელს მათ გასული წლების ლიდერ ფილიპ კირკოროვსაც ბევრად გადაუსწრეს.

წელს ერთ-ერთი მოულოდნელობა იყო სოსო პავლიაშვილის გაზრდილი რეიტინგი. საკურორტო საღამოებისა და კონცერტების აშკარა ლიდერი სწორედ ის აღმოჩნდა. ყველაზე მოთხოვნად და წარმატებულ ''საზაფხულო ვარსკვლავადაც'' სავარაუდოდ მას აღიარებენ.

ბოლო პერიოდში, მიუხედავად გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებული უსიამოვნო სკანდალისა, სოსოს საქმიან სფეროშიც დიდი წარმატებები აქვს და პირად ცხოვრებაშიც ბედნიერია.

იურმალაში ''ახალ ტალღაზე'' სოსო თავის საყვარელ ცოლთან - მოცეკვავე ირინა პატლახთან ერთად ჩავიდა, თან ახლდნენ ქალიშვილები - 8 წლის ლიზა და 5 წლის სანდრა. ოჯახი ბედნიერებას ასხივებდა.

სოსოს უფროსი ვაჟი ლევანი, რომელიც ქართველ მეუღლესთან ქორწინებიდან ჰყავს, უკვე დიდია და ცალკე ცხოვრობს, ამიტომ მსგავსი მოგზაურობებისას იშვიათად ახლავს მამას. სოსო კი არ იღლება იმაზე ლაპარაკით, რომ მეორე ცოლთან დიდი ბედნიერება იპოვა და მათ იდეალური ოჯახი აქვთ:

''ირა ყველაფერში გვერდით მიდგას. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ერთმანეთზე ვზრუნავთ, - ამბობს სოსო თავის ცოლზე, - ის ისეთი ნორჩია, ნაზი, მაგრამ ყველაფერი შეუძლია. ვამაყობ ჩემი ცოლით. ყველაფერს ასწრებს - გოგონების გაზრდას, შინ მომზადებას, ჩვენს რესტორანსაც კარგად აკონტროლებს და სცენაზე ჩემთან ერთადაც კი გამოდის ხოლმე. ერთად თავს კარგად ვგრძნობთ'' .

ირაც არ იშურებს ქმრისთვის საქებარ სიტყვებს: ''სოსო გიჟი მამაა. მზად არის, ჩემგანაც კი დაიცვას ბავშვები, თუ მეტისმეტად მკაცრი ვარ. მე კი ასეთი ვხდები, როცა აღზრდას ეხება საქმე, მაგალითად, სასკოლო დავალებებს. ლიზა ძალიან ჯიუტია.

მას რომ აიძულო გაკვეთილების მომზადება, ძალიან მკაცრი უნდა იყო. ეს ვალდებულება მე მაკისრია, იმიტომ, რომ სოსოს არ უნდა მათთან ურთიერთობის გაფუჭება.

სიმართლე გითხრათ, მესმის მისი და ვფიქრობ, პროფესიონალი პედაგოგი ავიყვანო, რომელიც ჩემს ქალიშვილს მიხედავს. მინდა, დედა ვიყო და არა მასწავლებელი'' .

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS