18 აგვისტო, 2013
ყველაზე სასურველი მამაკაცები
სწორედ მან დაიკავა პირველი ადგილი იმ მსახიობი მამაკაცების სიაში, რომელთა საჭვრეტადაც ქალების დიდი ნაწილი სიამოვნებით უყურებდა პორნოფილმს ჰოლივუდურ ფილმებსა და მაცდუნებელ ფოტოსესიებში, რომლებშიც ეს სიმპათიური მამაკაცები მონაწილეობენ, ბლომად არის მგრძნობიარე სცენები. თუმცა, როგორც ჩანს, მათ თაყვანისმცემლებს ეს არ აკმაყოფილებთ.

ამასწინანდელი გამოკითხვის თანახმად, რომელიც მოზრდილთათვის განკუთვნილი ფილმების მსოფლიოში უდიდესმა მწარმოებელმა Vivid Enter­tainment and XCritic-მა ჩაატარა, ქალებს ასეთი სახის ფილმებში ყველაზე მეტად თურმე რაიან გოსლინგის ხილვა სურთ.

სწორედ მან დაიკავა პირველი ადგილი იმ მსახიობი მამაკაცების სიაში, რომელთა საჭვრეტადაც
ქალების დიდი ნაწილი სიამოვნებით უყურებდა პორნოფილმს. გოსლინგმა რესპონდენტთა ხმების თითქმის 22 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა ბრედ პიტი - 17 პროცენტით, „ბრინჯაო“ კი ყოფილ სტრიპტიზიორ ჩანინგ ტატუმს ერგო - 15,6 პროცენტით.
პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ მეთიუ მაკკონაჰი და ჯონი დეპი - ორივე 12 პროცენტით.

საინტერესოა, ამ გამოკითხვის შედეგების მიხედვით რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ზემოაღნიშნული კინოკომპანია. ეს ვარსკვლავები ისეთი მაღალანაზღაურებადები და პოპულარები არიან, ალბათ რამდენიმე მილიონი დოლარი არ ეყოფათ ჰონორარის სახით, რომ მოზრდილთათვის განკუთვნილ ფილმში მონაწილეობაზე დათანხმდნენ. თუმცა თავიანთი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის იქნებ ასეთ გადაწყვეტილებამდეც კი მივიდნენ.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS