30 დეკემბერი, 2015
შეუყვარდათ თუ არა მურატ ილდირიმს და მერიემ უზერლის ერთმანეთი - სერიალი, რომელმაც ორი ყველაზე პოპულარული თურქი მსახიობი შეახვედრა
ცოტა ხნის წინ ახალი თურქული სერიალის "„Gecenin kralicesi“" –"ღამის დედოფლის" გადაღებები დასრულდა და პრემიერაც ახლახანს იყო. სერიალში მონაწილეობენ ცნობილი და ქართველი მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელი თურქი მსახიობები - მერიემ უზერლი და მურატ ილდირიმი. თურქული სერიალების მოყვარულები ამ სერიალით აღტაცებულები დარჩებიან. მონატრებულ და საყვარელ მსახიობებს ერთად, ერთ სერიალში იხილავენ. მერიემი და მურატი თავად საუბრობენ სერიალის მოსალოდნელ ღირსეულ და დიდ წარმატებაზე. გარდა ამისა სერიალს მხოლოდ ერთი სახელი - მერიემ უზერლი აქცევს მეგაჰიტად.
Rating
ყურება მარტო იმისთვის ღირს, რომ მთავარი
გმირების შეცდომები ცხოვრებაში არ გაიმეოროთ.

რაც შეეხება სერიალის სიუჟეტს:

ცნობილი სასიყვარულო სამკუთხედი. მოქმედება თანამედროვე ცხოვრებაში, საფრანგეთის ცნობილ კურორტ ნიცაზე ხდება (მერიემის თაყვანისმცემლები ნამდვილად გაოცდებიან).

"ღამის დედოფალი" გვიამბობს პატარა პარფიუმერიის მაღაზიის პარფიუმერის - შირინის (მერიემ უზერლი) ისტორიას. ის, ეგრეთწოდებულ ეგზოტიკურ ოჯახში დაიბადა - დედა ფრანგი ჰყავს, მამა კი - თურქი.

შირინი აზიზის მიმართ ნაზ გრძნობებს განიცდის. მამაკაცი სოლიდურ ასაკშია, წარმატებული ბიზნესმენია და მისი საქმიანობა ხმელთაშუა ზღვის რეგიონებს უკავშირდება.

ბოლო ინფორმაციით აზიზის როლს მეჰმეთ ასლანგუტას ნაცვლად უგურ პოლატი შეასრულებს. აღმოჩნდა, რომ მეჰმეტი ზედმეტად მკაცრი და დაუნდობელი აღმოჩნდა როლისთვის, ამიტომ მას ადეკვატური შემცვლელი უპოვეს.

აზიზი გარდაცვილი მეგობრის 3 წლის ბავშვს იშვილებს, მანამდე კი ორ შვილს, გოგონასა და ვაჟს ზრდის. ცოლი მშობიარობას გადაჰყვა. გარდაცვილი მეუღლის პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად აზიზი მის ცხოვრებაში არცერთ ქალს არ უშვებს. მაგრამ მერიემ უზერლის გმირი ყველაფერს შეცვლის.
Rating
მალე სასიყვარულო სამკუთხედი შეიკვრება. ახალგაზრდა ბიჭი (მურატ ილდირიმის გმირი), რომელიც აზიზის ცხოვრებაში, მეგობრის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა, ქუჩაში შემთხვევით შეხვდება ლამაზმან შირინს. ამ ახალგაზრდა, ჭკვიან და სიმპათიურ მამაკაცსაც შირინი შეუყვარდება. "ღამის დედოფლის" გულის მოგებას ორი მამაკაცი ცდილობს.

ვის აირჩევს შირინი?

ამას ახალი სერიალი " ღამის დედოფალი" გვიამბობს, რომელსაც სულმოუთქმელად დაველოდებით.

რაც შეეხება მურატ ილდირიმსა და მერიემ უზერლის შორის სასიყვარულო რომანს, ეს ურთიერთობა ჯერჯერობით არც ერთი ინფორმაციით არ დასტურდება. ის თუ რა მოხდება მომავალში, ამას უკვე დრო გვიჩვენებს. ამ კითხვას თურქი ჟურნალისტებიც აქტიურად სვამენ, თუმცა „ხელჩასაჭიდი“ ჯერჯერობით ვერაფერი ათქმევინეს სერიალის გმირებს.

პენი ლეინი

RatingRating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ლამარა
ეს ფილმი ვნახე და მეც მგონია რომ შეუფერებელი წყვილია, ორივე კარგი მსახიობია რათქმა უნდა, მაგრამ ერთმანეთს არ უხდებიან
22:07 / 31-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ნი-ნია
შეუფერებელი წყვილია ,ფილმშიც კი არ უხდებიან ერთმანეთს!ამიტომ ფილმი წარუმატებელი გამოვიდა და ამის გამო შეკვეცეს და 15 სერიაში ჩაეტევიან.. თანაც,მერიემს ყავს ბოიფრენდი. ამ ორმა, წარმატებულმა და ნიჭიერმა მსახიობმა ,სამწუხაროდ , გააუფერულეს ერთმანეთი,რეჟისორის რეიტინგზე ნადირობის გამო!
18:11 / 14-04-2016
გამოხმაურება / 0 /
კეკე
ძალიან შეეფერებიან ერთმანეთს.მერიემი ულამაზესია.
11:50 / 31-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS