25 დეკემბერი, 2015
თანამედროვეობის 5 ყველაზე არაცივილიზებული და უცნაური ტომი
ჩვენს საუკუნეში, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ეპოქაში, კვლავ არიან ადამიანები, რომელთაც ეს ყველაფერი თვალით არ უნახავთ. იქ დრო თითქოს გაჩერებულია, მათ არ სურთ გარე სამყაროსთან კონტაქტი და მათი ჩვევები ათასწლეულების განმავლობაში არ შეცვლილა. წარმოგიდგენთ ყველაზე არაცივილიზებულ ტომებს მსოფლიოში და კიდევ ერთ ტომს, სადაც საოცარი კონკურსი იმართება.

სენტინელებიამ

Rating
კუნძულზე მოხვედრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. სენტინელები ინდოეთსა და ტაილანდს შორის მდებარე კუნძულზე ცხოვრობენ და ნებისმიერს, ვინც მათთან მიახლოებას ან კონტაქტში შესვლას გაბედავს, ისრებით და აგრესიით ხვდებიან, ნადირობენ, თევზს იჭერენ და ერთმანეთზე ქორწინდებიან. ტომში
დაახლოებით 300 ადამიანია. ისინი მეცნიერებსაც ისეთივე აგრესიით ხვდებიან, როგორითაც მოგზაურებს. რამდენჯერაც სცადეს  მათთან დაკონტაქტება, იმდენჯერ შებრძოლებით დასრულდა. არც საჩუქრებს
იღებენ - წყალში ყრიან ან მიწაში მარხავენ. ამ ტომის სულ რამდენიმე ფოტო არსებობს, ისიც ზემოდან, თვითმფრინავიდან გადაღებული.

ნიკობარისა და ანდამანის ტომები
Rating
ანდამანისა და ნიკობარის კუნძულებზე მცხოვრები ეს ტომები ძირითადად კანიბალები არიან და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ერთმანეთს ჭამენ, თუმცა ერთმანეთში მებრძოლი ტომები იმდენს კი ხვდებიან, რომ ''ადამიანების'' მარაგი არც ისე სწრაფად ივსება, ამიტომ ბოლო დროს იშვიათად ნადირობენ ადამიანებზე. ზოგიერთი
ტომი მხოლოდ დღესასწაულებისთვის ინახავს დატყვევებულ უცხოტომელს. ეგ კი არა, თუ
მეზობელ ტომებზე თავდასხმა წარუმატებლად დასრულდა, შეუძლიათ, თავიანთივე ტომში ბავშვები ან მოხუცები ''დააგემოვნონ''.

პირაჰა
Rating
ბრაზილიის ჯუნგლებში კიდევ ცხოვრობს მცირერიცხოვანი ტომი - დაახლოებით 200 კაცამდე. მათ ყველაზე პრიმიტიული ენა აქვთ პლანეტაზე და თვლის არავითარი სისტემა არ მოეპოვებათ. მათ არც მითოლოგია აქვთ, არც ღმერთებს ეთაყვანებიან. არ აქვთ წელიწადის დროების, ამინდის აღმნიშვნელი სიტყვები, არც - მცენარეებისა და ცხოველების. პატარა ქოხებში ცხოვრობენ, ცივილიზებული სამყაროსთვის დამახასიათებელი ნივთების გამოყენებაზე უარს ამბობენ და არც აგრესიით გამოირჩევიან.

კარავაი

Rating
ეს ტომი პაპუა-ახალ გვინეაში ბინადრობს, ორ მთას შორის და ისინი გასული საუკუნის 90-იან წლებში აღმოაჩინეს. პაწაწინა ქოხებში ცხოვრობენ, ქვის დანებსა და ცულებს იყენებენ, ცხვირსა და ყურებს მოკლული ცხოველების კბილებით იხვრეტენ. უყვართ ველური ტახები, რომლებსაც არ ჭამენ, მხოლოდ ათვინიერებენ. კარავაი მებრძოლი ტომია, ადრე კანიბალებიც იყვნენ, თუმცა ახლა ამ ტრადიციას აღარ მისდევენ.
ქალები ტომში ყველასია - კონკრეტულად განაწილებული არ ჰყავთ.

სილამაზის კონკურსი ვოდააბში
Rating
ნიგერიის ტერიტორიაზე ცხოვრობს ვოდააბის ტომი, რომელშიც ასევე არაცივილიზებული ხალხი ბინადრობს. ეს ტომი ცნობილია იმით, რომ საკმაოდ ლამაზი ქალები ჰყავთ და ასევე სილამაზის კონკურსით, რომელსაც მამაკაცებს შორის ატარებენ. კონკურსანტ მამაკაცებს ქალები აფასებენ და სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ, ნებისმიერი კონკურსანტი ქმრად აირჩიონ. მამაკაცები კონკურსისთვის დიდი მონდომებით ემზადებიან - სახეს იღებავენ, მკვეთრ აქსესუარებს იკეთებენ, ცეკვავენ და ყველანაირად ცდილობენ, ჟიურიზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ. კრიტერიუმებს შორის, რითაც კონკურსანტები ფასდებიან, ძირითადად არის სახის სილამაზე, გრაციოზულობა, ორიგინალური ჩაცმულობა და ლამაზი კბილები.

ლელა ზურებიანი 
ჟურნალი "top რეიტინგი"

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ედო
აუ რა მაგარია ბანკი რომარიციან რა საშინელებაა :)))
01:33 / 02-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ვითხოვთ უვიზო რეჟიმს
იმედია,მივაღწევთ უვიზო რეჟიმის დაკანონებას ამ ერთან....ამათთან უნდა ვიამხანაგოთ და ვიმეგობროთ,თორე ევროპის დ.....ნ
13:50 / 16-01-2016
გამოხმაურება / 0 /
შაკო
ის პირაჰელი ქალი რა კაი ნაშაა
17:23 / 27-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS