24 დეკემბერი, 2015
თურქი ვარსკვლავის დიეტა, რომლითაც მან 13 კილო დაიკლო
სერიალ "დიდებული საუკუნის" ერთ-ერთი მთავარი გმირი, ჰიურემ სულთნის როლის შემსრულებელი მერიემ უზერლი, ტელეეკრანებს უბრუნდება. ის ჟურლან ELLE-ს 2015 წლის ოქტომბრის ნომრისთვის გადაიღეს.

ბოლო დროს მერიემი სულ უფრო ხშირად გვხდება სხვადასხვა ჟურნალების გარეკანზე და ეს სავსებით გასაგებიცაა. მშობიარობის შემდეგ მან ძალები აღიდგინა, კვლავ იდეალურ ფორმაშია და აღარც მშვენიერი სხეულის დემონსტრირებას ერიდება. თანაც აცხადებს, რომ მარტოხელა დედას საარსებო წყარო სჭირდება.

ახლა კი გაიგეთ, როგორ დაიკლო მერიემ უზერლიმ 13 კგ მშობიარობის შემდეგ და როგორ დაიბრუნა ძველი ფორმები
Rating

ფეხმძიმობის
დროს მომატებულ წონას, მსახიობი მალევე გაუმკლავდა. მერიემი აქტიურად ტვირთავს თავის ინსტაგრამზე ფოტოებს, სადაც აშკარად ჩანს, მისი სხეულის მოხდენილობა.

ბოლო ფოტოზე "დიდებული საუკუნის" ვარსკვლავი პოზირებს კაბაში, რომლის ჩაცმის უფლებას მხოლოდ იდეალური ფიგურის მქონე გოგონა თუ მისცემს თავს.
Rating
რაც შეეხება გახდომის საიდუმლოებებს, მერიემ უზერლი ამბობს, რომ განსაკუთრებული ძალისხმევისთვის არ მიუმართავს - უბრალოდ სპორტი და სწორი კვება.

თუმცა მსახიობი იშვიათად აძლევს თავს გემრიელი შოკოლადებისა და ნუშის ტორტის ჭამის უფლებას თავს.

შეგახსენებთ, რომ მერიემისთვის ეს ფეხმძიმობა მოულოდნელი იყო. ბავშვის მამა თურქი ბიზნესმენი ჯან ატაშია, რომელმაც მსახიობი მიატოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯან ატაში ბავშვს აღიარებს და მასზე იზრუნებს.

როგორც თურქულ ჟურნალებისთვის მიცემულ ინტერვიუებში ვკითხულობთ, მერიემ უზერლის უახლოეს მიომავალში კიდევ ერთ სერიალში ვიხილავთ. დეტალებზე საუბრისგან მსახიობი თავს იკავებს.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
Tata
Ukve gadis seriali misi monacoleobıt
09:42 / 12-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ბელა
მერიემი გერმანიაშია დაბადებული, ნახევრად თურქია!
15:49 / 06-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ძალიან საყვარელი ,ნიჭიერი გოგოა! ლიდერია -ნიჭით და ინდივიდუალობით! თურქებს ამის ფასი არც ყავთ არავინ,ძალიან მომწონს! სერიალში მართლაც ის "სისავსე "და წითური,ჟღალი თმები -ხატავს :DDD ბავშვიც დახატული ყავს-დიდი ლურჯი თვალებით და ტეტრი,ტეტრი :)
21:25 / 10-01-2016
გამოხმაურება / 0 /
ბაბუ
ამ ქალს სიმსუქნე უფრო უხდება,ხოცსავსეობა...... გამხდარი და ძვალტყავა ისეთი ლამაზი აღარ არი.ძვალი,კი მარტო ძაღლებს უყვართ,ბაბუ....
14:07 / 05-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS