15 აგვისტო, 2013
მსოფლიო პოლიტიკის სექსსკანდალების ტოპ ხუთეული
ორი ბრალდებით და პრეზიდენტის ცრუ ჩვენებით რესპუბლიკელებმა ისარგებლეს და პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის კამპანია წამოიწყეს 1. ცივი ომის - ცხელი ვნება

1960 წელს დიდი ბრიტანეთის სამხედრო მინისტრის პოსტი კონსერვატიული პარტიის წევრმა ჯონ პროფიუმომ დაიკავა, თუმცა სამი წლის შემდეგ იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა. მიზეზი კი შპიონური სექსსკანდალი აღმოჩნდა. 1961 წელს მინისტრმა ერთ-ერთ საღამოზე კრისტიან კილერი - გოგონა გამოძახებით გაიცნო. მათი სექსუალური კავშირი მხოლოდ რამდენიმე კვირას გაგრძელდა. ეს ამბავი ალბათ არანაირად არ იმოქმედებდა პროფიუმოს კარიერაზე, რომ არა ერთი ფაქტი.
როგორც აღმოჩნდა, კრისტიანი პარალელურად საბჭოთა კავშირის საზღვაო ფლოტის ატაშეს და მზვერავს ევგენი ივანოვს ხვდებოდა. სწორედ ამით ისარგებლეს ოპოზიციონერებმა ლეიბორისტული პარტიიდან და ამბავი გაასაჯაროეს. სამხედრო მინისტრმა თავდაპირველად კილერთან ურთიერთობა უარყო, მაგრამ მტკიცებულებებით დადასტურებული პუბლიკაციის ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა, 5 ივნისს პოსტი დაეტოვებინა. სექსუალურმა სკანდალმა უარყოფითად იმოქმედა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჰაროლდ მაკმილანის კარიერაზე და იმავე წლის ოქტომბერში გადადგა. კონსერვატიული პარტია კი 1964 წლის არჩევნებში ლეიბორისტებთან დამარცხდა.

2. პრეზიდენტი და მისი საქსოფონი

ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სექსსკანდალი აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და თეთრი სახლის თანამშრომლის მონიკა ლევინსკის მონაწილეობით. მათი ურთიერთობის შესახებ 1998 წელს გახდა ცნობილი. საუბრობდნენ ცხრა შემთხვევის შესახებ, როდესაც მონიკა და ბილი ორალური სექსით დაკავდნენ. მათი ამ სახის ურთიერთობა 1995-1997 წლებში გრძელდებოდა. თავდაპირველად კლინტონმა ყველაფერი უარყო, მაგრამ ბოლოს აღიარა, რომ ეს ურთიერთობა არასწორი და შეუფერებელი გახლდათ. ამ ბრალდების პარალელურად პოლა ჯონსმა მოქმედ პრეზიდენტს 1991 წელს გუბერნატორობის დროს შეუფერებელ ქცევაში დასდო ბრალი. ამ ორი ბრალდებით და პრეზიდენტის ცრუ ჩვენებით რესპუბლიკელებმა ისარგებლეს და პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის კამპანია წამოიწყეს, რაც, კლინტონის საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ. აღნიშნული ბრალდებით ბილ კლინტონი ამერიკის ისტორიაში მესამე პრეზიდენტი აღმოჩნდა, მაგრამ მან მაინც შეძლო, საპრეზიდენტო პოსტი 2001 წლის იანვრამდე შეენარჩუნებინა. რის შემდეგაც სათავეში რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში-უმცროსი მოვიდა.
Rating
3. ადამიანი, რომელიც გენერალურ პროკურორს ჰგავდა
ეს იყო ყველაზე გახმაურებული სექსუალური სკანდალი რუსეთში. 1999 წლის მარტში ''ერ-ტეერ''-ის ფედერალურ არხზე 1998 წლის 2 იანვრის ვიდეო აჩვენეს, სადაც ადამიანი, რომელიც ორ უცნობ გოგონასთან სექსით იყო დაკავებული, ძალიან ჰგავდა გენერალურ პროკურორ იური სკურატოვს. ვიდეოს გამოქვეყნებამდე პროკურორს განცხადება ჰქონდა დაწერილი გადადგომის შესახებ, სათათბიროში კი მის გადარწმუნებას ცდილობდნენ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სკურატოვმა განცხადება ზეწოლის შედეგად დაწერა, რადგან მას უკვე ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა მაშინდელ პრეზიდენტ ელცინთან. ჩანაწერის დაბალი ხარისხის გამო პროკურორის იდენტიფიცირება სრულად ვერ მოხერხდა, თუმცა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც იმ დროს რუსეთის `ფეესბეს~ ხელმძღვანელობდა, ჩანაწერს ნამდვილი უწოდა. სკურატოვმა ჩანაწერის გამოქვეყნებაში ბრალი პუტინს დასდო. მართალია, მისი ნამდვილობა ბოლომდე ვერ დამტკიცდა, მაგრამ ფაქტია, რომ ბორის ელცინმა სკანდალური პროკურორი 1999 წლის 2 ივლისს თანამდებობიდან გადააყენა.
Rating
4. შხაპი - როგორც შიდსისგან თავდაცვის საშუალება

2005 წლის დეკემბერში იუარის ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯეიკომ ზუმას, რომელიც უკვე იყო ბრალდებული კორუფციასა და თაღლითობაში, ახალი ბრალი წაუყენეს. თანამებრძოლის შვილმა, 31 წლის ქალბატონმა გაუპატიურებაში დასდო ბრალი. ქალბატონი შიდსის ვირუსით იყო ინფიცირებული. მისი თქმით, პოლიტიკოსმა იოჰანესბურგში საკუთარ სახლში გააუპატიურა. ქალბატონი ზუმას, როგორც საკუთარ მამას, ისე ენდობოდა. ბრალის წაყენების შემდეგ ზუმამ განაცხადა, რომ ქალბატონი არ გამოირჩეოდა მაღალი მორალური თვისებებით და მასთან სექსუალური კონტაქტი ორმხრივი თანხმობის საფუძველზე დაამყარა. ამასთანავე მან იცოდა მისი ავადმყოფობის შესახებ და შიდსით დაავადების რისკი რომ შეემცირებინა, სექსუალური აქტის შემდეგ ცხელი შხაპი მიიღო. 2006 წლის 8 მაისს მოსამართლემ პოლიტიკოსს დაუჯერა და ბრალი მოუხსნა. აღსანიშნავია, რომ კორუფციასა და თაღლითობაში ბრალდებული ქვეყნის პრეზიდენტად მაინც აირჩიეს.
Rating
5. გეი პორნო - პრაიმთაიმში

2006 წლის 25 ივლისს მინსკში ლატვიის საელჩოს მეორე მდივნის რეიმონ შმიტსის ბინაში ბელორუსიელმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ვიდეოკასეტა ამოიღეს. ამის შემდეგ ლატვიამ ბელორუსიას ვენის კონვენციის დარღვევაში დასდო ბრალი, რის მიხედვითაც დიპლომატიური აგენტის კერძო რეზიდენცია ხელშეუხებლად ითვლებოდა. ბელორუსიაში ბრალდება უარყვეს და 27 ივლისს დიპლომატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. კასეტებზე გეიპორნოგრაფია იყო ასახული. 31 ივლისს ბელორუსიის ტელევიზიის ეთერში პროდუქცია პრაიმთაიმში გაუშვეს. მასში მონაწილეთა სახეები და გენიტალიები დაშტრიხული გახლდათ. მაშინ რეიმონი სამშობლოში დაბრუნდა. სულ მალე ბელორუსიისა და ლატვიის სექსკანდალი დიპლომატიურ სკანდალში გადაიზარდა. ლატვიამ თავისი ელჩი ბელორუსიიდან გაიწვია. ბელორუსიის ელჩი კი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. 12 ოქტომბერს რეიმონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. თერთმეტი დღის შემდეგ კი ლატვიის ელჩი მინსკში დაბრუნდა.
Rating

სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS