10 დეკემბერი, 2015
მარტოხელა დედის, ნურგულ ეშილჩაის მდიდრული ცხოვრება - ჰქონდა თუ არა მსახიობს რომანი მურად ილდირიმთან
ქართულ ტელეეკრანებზე ახალი თურქული სერიალი "ნამსხვრევები" გამოჩნდა. სერიალი საკმაო პოპულარობით სარგებლობს, ტელემაყურებელი კვლავ აქტიურად ჩაერთო ახალი სასიყვარულო დრამის მიმოხილვაში.

"ნამსხვრევებში" იხილავთ ყველასთვის კარგად ნაცნობ მსახიობს - ნურგულ ეშილჩაის, რომელიც ქართველმა ტელემაყურებელმა სერიალიდან "სიყვარული და სასჯელი" გაიცნო. მსახიობი სავაშ ბალდარის საყვარელი ქალის - იასემინის როლს განასახიერებდა.

მოგიყვებით ნურგულ ეშილჩაის ბიოგრაფიას

მისი სრული სახელი და გვარია ნურგულ ეშილჩაი. ნურგულის გვარი ითარგმნება, როგორც "მწვანე ჩაი". ის ძალიან აქტიური, ნიჭიერი და მომხიბვლელი მსახიობია. ნურგული 1976 წლის 26 მარტს (ზოდიაქო
-ვერძი), თურქეთში, ქალაქ აფიონში დაიბადა, თუმცა ქალაქ იზმირში იზრდებოდა.

ნურგულმა განათლება ქალაქ ანტალიაში, თეატრალური ხელოვნების უნივერსიტეტში მიიღო.

მისი სამსახიობო კარიერა 1999 წელს დაიწყო, 23 წლის ასაკში. ამ პერიოდში ნურგულმა 14 ფილმში გადაღება მოასწრო. გარდა ამისა ნურგული ტელეგადაცემებში იღებს მონაწილეობას. ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, მოთხოვნადი და ძალიან პოპულარული მსახიობია.

თეატრალური უნივერსიტეტის შემდეგ, ნურგულ ეშილჩაი ერთ-ერთ თეატრში მუშაობდა, სადაც "ჰამლეტის" ოფელიას თამაშობდა. მისი თეატრალური მოღვაწეობა იმდენად კარგი და შესამჩნევი იყო, რომ მალე კინოსა და სერიალებში გადასაღებად მიიწვიეს.

მისი პირველი როლი იყო ფილმში - " ყველაფერი ძალიან კარგად იქნება" (1998წ.)
ნურგული ბორის პირჰასანის სოფლის ისტორიაში - ფილმში "ადამი და ეშმაკი" გადაიღეს, რომელიც 2007 წელს სტამბოლის კინოფესტივალზე აჩვენეს.

კინოფესტივალზე "ოქროს ატამი" - ნურგულმა "საუკეთესო მსახიობის" პრემია მიიღო.
მსახიობის პირად ცხოვრებაზე კი ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ნურგულ ეშილჩაი 2004 წელს ცოლად გაჰყვა ჯემ იოზერს. 2005 წელს ნურგულსა და ჯემს ვაჟი - ოსმან ნეჟათი შეეძინათ.

მათი ქორწინება დიდხანს არ გაგარძელებულა. წყვილი 2010 წელს დაშორდა.
სერიალის "სიყვარული და სასჯელი" - დასრულების შემდეგ ბევრს საუბრობდნენ ნურგულ ეშილჩაისა და მურატ ილდირიმს შორის არსებულ რომანზე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მურატი მაშინ ცოლის ერთგული ბოლომდე დარჩა.

მურატის თქმით მას ხშირად აწერენ სხვადასხვა რომანებს. სერიალის გადაღებების პერიოდში ის ბედნიერ ქორწინებაში იმყოფებოდა მსახიობ ბურჩინ თერზიოღლუსთან. თუმცა ვერც ცნობილი ერთგული მეოჯახის ქორწინებამ გასტანა დიდხანს და წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

რაც შეეხება ნურგულ ეშილჩაის შესახებ უახლეს ამბებს - მან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. ქალაქის ხმაურიან ცენტრს, ქალაქგარეთ ცხოვრება არჩია. მსახიობი დღესდღებით მარტოხელა დედაა და ფიქრობს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მისი შვილისთვის სასარგებლო იქნება.

"ქალგარეთ ბავშვები კომპიუტერს ნაკლებ დროს უთმობენ, სუფთა ჰაერზე კი დიდ დროს ატარებენ, ნაკლებად ავადმყოფობენ და არც ჭარბწონიანობა აწუხებთ" - ამბობს ნურგული. მსახიობის სახლი 2,5 მილიონი თურქული ლირა დაჯდა.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
დათო
კიდევ როდის გადაიგებტ ნურგულს სერიალებში? და როდის გავა ტელევიზორსჰი?
18:17 / 11-03-2016
გამოხმაურება / 0 /
დათო
დზალიან მომწონს ეს მსახიობი კარგად ტამასჰობს კიდევ როდის გადაიგებტ სერიალებში? როდის გავა ტელევიზორსჰი მისი სერიალები?
18:16 / 11-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ირმა
კი მაგრამ ყველაზე ახალგაზრდად იტვლება თურქეთში 40 წლის მსახიობი?
18:26 / 27-02-2016
გამოხმაურება / 0 /
შეცდომაა
"ნურ გიულ " nur gül--- ითარგმნება როგორც ნათელი ვარდი. ხოლო იეშილ ჩაი " yeşil çay"-- ითარგმნება მწვანე ჩაი.
16:14 / 10-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS