30 ნოემბერი, 2015
ციტატები ელდარ რიაზანოვის ცნობილი ფილმებიდან, რომლებიც გასახსენებლად ნამდვილად ღირს
30 ნოემბერს ცნობილი რუსი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა. მას რეალური ისტორიების არამარტო ლამაზად გადმოეცემა, არამედ ტელემაყურებლის გაცინება და გამხიარულებაც განსაკუთრებულად შეეძლო. შეეძლო თქვენს გულებს შეხებოდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ გავიხსენოთ რიაზანოვის ცნობილი ფილმებიდან ყველასთვის ნაცნობი ციტატები:

"კარნავალის ღამე" - 1956 წელი

g1

ეს ელდარ რიაზანოვის პირველი ფილმია, რომელიც ტელეეკრანებზე გამოჩენისთანავე საბჭოთაკავშირის კინოინდუსტრიის ლიდერი გახდა. დეკემბრის მოახლოებისთანავე ეს დასამახსოვრებელი სიტყვები ალბათ ყველას გახსენდებათ:

- მეგობრებო! დროა ახალწელს მხიარულად შევხვდეთ! ახალი წლის საღამო ისე უნდა გავატაროთ, რომ ვერავინ შეძლოს რაიმეს თქმა.

- ხუმრობა არ მიყვარს და არც სხვებს მივცემ ამის უფლებას.

- აგურცოვი: ბაბაიაგას არ მივიღებთ ჩვენს გუნდში.

ბუღალტერი: ვეცდებით..

- უსიკოვი: ჰო, კარგი. ბნელ ტვინზე ტყუილად არ გვიმუშავია.

აგურცოვი: ჩემი ტვინი არც ისეთი ბნელია, მეგობარო უსიკოვ, როგორც თქვენ ფიქრობთ.

"ბედის ირონია, ანუ გაამოთ" – 1975 წელი

ironiya-sudbi-01

ამ ფილმს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ვისაც საბჭოთა კავშირში უცხოვრია, სურათი ყველასთვის ცნობილია.

- ყურადღება! ნაზი და ლირიკული სადღეგრძელო დაიბადა.

- იპოლიტ, რა სულელი ხართ!

- ხალხნო და კარს თურმე მე ვანგრევ!

- როგორც შევატყვე საცვლებიც არასეზონურად გაქვთ. ანთება დაგემართებათ და მერე აჰა..
- რა "აჰა"?

- ლეტალური შედეგი.

- თქვენი ბათინკები კი დაბალ ქუსლზეა, ასე რომ ერთად მოვკვდებით.

- თვითმფრინავში რას აკეთებდით?

- თვითმფრინავში ვიფრინე... ვიძინე...

- ნადია, იცით, მე ყველაზე კონსერვატული პროფესია მაქვს.

- მართლა? შეგვიძლია შევეჯიბროთ.

- არა, სერიოზულად გეუბნებით. ჩვენთან ძალიან რთულია პირადი აზრი გაგაჩნდეს. რადგან იქნებ შეცდომაა? ექიმის შეცდომა კი ადამიანებს ძვირად უჯდებათ.

- ჰო... მასწავლების შეცდომა ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა საბოლოოდ არც ეს შეცდომები უჯდებათ ნაკლებად ძვირად.

"სამსახურებრივი რომანი"
– 1977 წელი

sr

"სამსახურეობრივი რომანის" გმიერების დასამახსოვრებელი ფრაზები, უკვე დიდიხანია ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა.

- პირადად მე იმისთვის ვმსახურობ, რომ ის მაკეთილშობილებს.

- ეს კი შურაა - ის სიმპათიური, მაგრამ სამწუხაროდ აქტიურია. ერთ დროს საზოგადოებრივ სამსახურში ჰყავდათ და მას შემდეგ მისი უკან დაბრუნება ვერავინ შეძლო.

- საპენსიო ჰორიზონტი - და ისიც იქ არის! ნამდვილად სექსუალური რევოლუციაა!

- მკერდი წინ!

- მკერდი? ვერა,თქვენ მე მეპირფერებით.

- თქვენ ყველა გეპირფერებათ.

- თქვენ ხომ არ სვამთ.

- როგორ თუ არ ვსვამ? კარგ ღვინოზე უარს არ ვიტყვი..

"ავტოფარეხი" -1979 წელი

15242_original
ფილმის დიალოგები ნამდვილად აღტაცებას მოგგვრით, მსახიობების ოსტატობა კი განგაცვიფრებთ. ეს ფილმი ყოველთვის აქტუალურია.

- დღეს ქმარი აუცილებელი სულაც არ არის. ქალისთვის მთავარი - შვილებია.

- შეჩერდით! ხელი არ აღმართოთ! მერე მათ დაბანას მთელი ცხოვრება ვერ შეძლებთ.

- თუ ქალი ასეთი ფიზიკური მონაცემებით სამართლიანობისთვის იბრძვის, ის ალბათ გათხოვილი არ არის.

- მეგობრებო, გამოცდილება არ მაქვს. ამას არაპროფესიონალურად ვაკეთებ.
- ეს უბედურების დასაწყისია.

- შემიძლია თვითონ გავიხადო, სხვისი დახმარების გარეშე. უბრალოდ მეშინია, რომ ეს დამსწრეებს არ ესიამოვნებათ.

- ჰო, ეს ნამდვილად ასეა.

პენი ლეინი

ბეჭდვა