30 ნოემბერი, 2015
ნატალი პორტმანის სილამაზის საიდუმლო
ნატალი პორტმანი დიდ ეკრანზე ბავშვობაში გამოჩნდა. ალბათ ყველას გინახავთ ფილმი ,,ლეონი," სადაც მან დაობლებული გოგონას როლი შეასრულა. ბავშვი ქილერმა შეიფარა. ისტორია ტრაგიკულად მთავრდება. ნატალი ჰოლივუდის ერთ-ერთ ლამაზმანად არის აღიარებული. თუ გაინტერესებთ რაშია მისი მშვენიერების საიდუმლო, აუცილებლად გაეცანით ამ სტატიას.

კანის მოვლა

ნატალი არასდროს იძინებს მკიაჟით, მაშინაც თუ ძალიან დამღლელი დღე ჰქონდა. იცის, რომ ეს მის კანს ვნებს. სახეს დღეში ორჯერ რძით იმუშავებს და შემდეგ წყლით იბანს. კვირაში სამჯერ სახეზე ისვამს მალინისა და თაფლისგან ნაკეთ ნიღაბს.
პორტმანი ძალიან პრეტენზიულია კოსმეტიკის არჩევისას. შეუძლია, ძალიან ბევრი ფული გადაიხადოს პროდუქტში, რომელსაც ენდობა. უპირატესობას შანელის და დიორის კოსმეტიკას ანიჭებს. ნატალი თვეში ორჯერ სკრაბით იშორეკბს მკვდარ კანს.
და ბოლოს, რაც მთავარია, მას არასდროს ავიწყდება დამცავი კრემის წასმა.

მაკიაჟი

ნატალის მოსწონს, როდესაც ქალი ბუნებრივად გამოიყურება. ამიტომ ყოველდღიურად მინიმალურ მაკიაჟს იკეთებს. დღისით შეიძლება ვერც შენიშნოთ რომ მეიქაფ-ს ატარებს. საღამოს ისვამს მუქ ტუჩსაცხსა და შავ ტუშს, რომელიც წამწამებს მოცულობასა და სიხშირეს ანიჭებს.

როგორ აკონტროლებს წონას?

მსახიობი ვეგეტერიანელია. პორტმანს წახემსება უყვარს, ხშირად მიირთმევს სალათებს და ბოსტნეულს. საუზმედ ხშირ შემთხვევაში ტოსტებსა და ომლეტს ირჩევს. თუ დიეტობს მთელი დღის განმავლობაში ჭამს მხოლოდ სტაფილოსა და მწვანე ფოთლებს. ჰოლივუდის ვარსკვლავი სვამს ვიტამინ D-ს და თვეში ერთხელ ვიტამინ B-ს ენერგიის დაბალანსებისთვის. კვირაში ოთხჯერ 1 საათით ნატალი ან დაცურავს, ან აერობიკითაა დაკავებული. პორტმანს სჯერა, რომ ცხოვრების აქტიური სტილი სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება. ასევე გავლენას ახდენს მეტაბოლიზმის აქტიურობაზე.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS