12 აგვისტო, 2013
ვალერი მელაძე და ალბინა ჯანაბაევა გააკრიტიკეს

რუსმა ჟურნალისტებმა ვარსკვლავს ურჩიეს, ფიტნესითა და დიეტებით დაინტერესდეს, რადგან მისი ზედმეტი კილოგრამებიც კარგად გამოჩნდა ვალერი მელაძე რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მომღერალია. მისი პირადი ცხოვრება კი ბოლო დროს საინტერესო განსახილველი თემაა. მელაძეს მრავალწლიანი ოჯახი დაენგრა ''ვიაგრას'' ყოფილ წევრ ალბინა ჯანაბაევასთან გაჩაღებული რომანის გამო. ცნობისათვის, ალბინამ წლების წინ, როგორც ახლა გაირკვა, მელაძეს ნანატრი ვაჟიც გაუჩინა. ჩვენს ვალერის თავის ცოლთან ორი ქალიშვილი ჰყავს.

ჰოდა, იურმალაში მელაძე საზოგადოებაში კი ჩნდებოდა მარტო, მაგრამ რუსმა პაპარაცებმა აღმოაჩინეს, რომ იქ ჯანაბაევასთან ერთად იყო
ჩასული, ერთად ცხოვრობენ და ჩვეულებრივი ოჯახივით არიან. სხვათა შორის, ალბინა ''ახალი ტალღის'' გახსნაზეც გამოვიდა - მას დებიუტი ჰქონდა, როგორც უკვე დამოუკიდებელ შემსრულებელს.

ალბათ, მის კარიერაზე კვლავ ვალერის ძმა და ''ვია-გრას'' პროდიუსერი, კონსტანტინე მელაძე ზრუნავს. თუმცა ალბინას გამოსვლა ვერ იყო ისეთი, როგორიც მის მეორე ნახევარს შეეფერებოდა. როგორც ცნობილია, ''ვია-გრაში'' შემსრულებლებს ძირითადად გარეგნული მონაცემების გამო იღებდნენ, ვოკალურად კი დიდად არ გამოირჩეოდნენ.

ფონოგრამებით მშვენივრად ქაჩავდნენ, მაგრამ წელს ''ახალ ტალღაზე'' ცოცხლად შესრულების წესი შემოიღეს და საწყალ ალბინას სწორედ ამ ''განსაცდელის ჟამს'' მოუხდა დებიუტით წარდგომა. ხალხმა, რბილად რომ ვთქვათ, ძლივს მოუსმინა ბოლომდე მომღერლის გამოსვლას. თუმცა ერთში კი გამოიჩინა თავი ალბინამ - ''ახალ ტალღაზე'' ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიანად შემოსილ ვარსკვლავად აღიარეს.

არასაკონკურსო პერიოდებში წყვილი კოლეგებთან ერთად რესტორანში სადილობდა ხოლმე და სასტუმროს ნომერშიც ერთად იყო, თუმცა ალბინა კოსმეტიკის გარეშე ძალიან ''შინაურულად'' გამოიყურებოდა და მელაძესაც, როგორც ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, დაჭმუჭნილი, უსახური თეთრი პერანგი და ჯინსის მოკლე შორტი სულაც არ ხატავდა.
Rating
რუსმა ჟურნალისტებმა ვარსკვლავს ურჩიეს, ფიტნესითა და დიეტებით დაინტერესდეს, რადგან მისი ზედმეტი კილოგრამებიც კარგად გამოჩნდა. თუმცა საეჭვოა, მელაძეს დიდად აინტერესებდეს მათი რჩევები.


ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინო
:D:D:D:D shechames es kaci imena ra :D
13:22 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS