13 ნოემბერი, 2015
სად გაქრა და როგორ ცხოვრობს ახლა ანატოლი კაშპიროვსკი
ანატოლი კაშპიროვსკი - ფსიქოთერაპევტი, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოიპოვა პოპულარობა. ის ტელევიზიის საშუალებით ადამიანების დაჰიპნოზებას ახერხებდა. ჰიპნოზით ანესთეზიასაც კი ანაცვლებდა.

ეთერში გადიოდა გადაცემა "ექიმ -ფსიქოთერაპევტის ანატოლი კაშპიროვსკის ჯანმრთელობის სეანსები". სეანსების დროს კაშპიროვსკი მილიონობით ადამიანთა "განკურნებას" ახერხებდა, კურნავდა სხვადასხვა დაავადებებს.

მიუხედავად დიდი წარმატებისა და სახელის მომენტალური მოხვეჭის, კაშპიროვსკი მოულოდნელად გაუჩინარდა. 1995 წელს ბუდენოვსკის ტერაქტის დროს მომლაპარაკებელთა შორის იყო. ამით დასრულდა მისი საჯარო მოღვაწეობდა და კაშპიროვსკი საბოლოოდ გახდა არა ფედერალური, მაგრამ ლოკალური ამბების გმირი.

შესაძლოა
სასწაულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ანატოლი კაშპიროვსკი დღეს 75 წლისაა და კვლავ ახორციელებს ძველ საქმიანობას, გასტროლები აქვს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში და ხვდება მოსახლეობას.

ანატოლი კაშპიროვსკი 75 წლის ასაკში ცოლს დაშორდა და შემოსავლის გარეშე დარჩა.

კაშპიროვსკი აღიარებს, რომ 90-იანებში ის მილიონებს გამოიმუშავებდა და დაუფიქრებლად ხარჯავდა. დღეს კი ამ ტკბილი და უზრუნველი ცხოვრებისგან აღარაფერი დარჩა.

ოცნებობს, სიბერე ისრაელში გაატაროს.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
!!!!!
Sharlatan!
19:24 / 17-11-2015
გამოხმაურება / 0 /
*
აუჰ, როგორ მოუხდებოდა 'სხვა რაკურსის'გადაცემას.
21:02 / 15-11-2015
გამოხმაურება / 0 /
რაბინოვიჩ
ენგრე იცის სხვისი დაბოლებით ნაშოვნმა "ლიმონებმა"!
06:40 / 14-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS