11 ნოემბერი, 2015
ნეელუ ვაგჰელა ყველასთვის საყვარელი დედამთილია - ლადუს რეცეპტი ექსკლუზიურად "დინასტიის" მსახიობისგან
ფილმები ნეელუ ვაგჰელას მონაწილეობით ნამდვილ ჰიტებად იქცა ნეელუ ვაგჰელა ინდოეთში 1970 წლის 15 აპრილს დაიბადა. 45 წლის ნეელუ ინდუიზმის მიმდევარია.
ვაგჰელა მსახიობი, მოცეკვავე და სატელევიზიო სახეა. სერიალმა "დინასტია" მას დიდი პოპულარობა მოუტანა, სადაც განასახიერებს დედამთილის - სანტოშის როლს. სერიალი ინდურ სერიალებს შორის რეიტინგით პირველ ადგილზეა.

ფილმები ნეელუ ვაგჰელას მონაწილეობით ნამდვილ ჰიტებად იქცა. პირველად ფილმში 1981 წელს, 11 წლის ასაკში გადაიღეს.

Rating

ითამაშა 50-ზე მეტ ფილმში.

დაქორწინებულია არვინდ კუმარზე. ჰყავს ორი შვილი - კაიზერი და ვანშიკა.

Rating

გთავაზობთ, უგემრიელეს
ინდურ ლადუს ნეელუ ვაგჰელას რეცეპტით

ნამდვილი ინდური ლადუს რეცეპტი იშვიათია, ეს კი სწორედ ის იშვიათი შემთხვევაა. ამ დესერტის სახელწოდება ინდურად შემდეგნაირად ჟღერს - Nei Urundai. ეს ინდური ტკბილეული იმდენად რბილია, რომ ჭამის დროს პირში დნება.


ინგრედიენტები:


1. 2 ჭიქა ოსპის მსგავსი ბარდა;
2. 2-3 ჭიქა ნუში;
3. 1,5 ჭიქა შაქრის პუდრა;
4. 8 ც ილის (კარდამონი) მარცვალი;
5. 180-200 მლ ერბო (ან 2 შეკვრა კარაქი).

Rating

მომზადების წესი:

1. გაახურეთ გაზქურა 180 გრადუსზე ;

2. ერბო დაბალ ცეცხლზე გაადნეთ და მოამზადეტ შემდეგი ინგრედიენტები. ბარდა გარეცხეთ და საცხობ ფურცელზე თხელ ფენად გაფინეთ;

3. ასე შედგით გაზქურაში და დაელოდეთ ვიდრე მარცვლები ოქროსფრად არ გადაიქცევა;

4. ვიდრე ბარდა მოიხალება, ნუში და კეშიუს თხილი დააბლენდერეთ ან დაბეგვეთ. ნუ დააქუცმაცებთ ძალიან წვრილად;

5. შეათბეთ ტაფა დაბალ ცეცხლზე, მოათავსეთ დაფქული კეშიუ და ნუში დ ამოხალეთ;

6. გაგრილებული ბარდა დაფქვით ყავის საფქვევით და აქციეთ ფქვილად;

7. დაფქული მასა გაატარეთ საცერში;

8. მიღებულ ფქვილს დაუმატეთ შაქრის პუდრა და თხილეული;

9. ასევე დაფქვით ილის მარცვლებიც და დაუმატეთ დანარცენ მასას;

10. ამ დროისთვის ერბო მზად უნდა იყოს. გაგარილეთ და დაუმატეთ.

ლადუს ბურთულების მოსამზადებლად ყველაფერი მზად არის!
როცა ლადუს ბურთულები მზად იქნება, შეინახეტ მაცივარში და გააჩერეთ 1-2 საათს.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ანიუტა
დამიჯერეთ უგემრიელესია
12:59 / 25-02-2016
გამოხმაურება / 0 /
მარა
რომ მომკლა ამას ვერ შევჭამ, რას გავს... Vაიმე იჟოგააააააა
00:06 / 14-11-2015
გამოხმაურება / 0 /
სალი
რაღაც ფილმში უფრო ყვითელია არა? ისე,ძაან მაინტერესებს ნამდვილი ლადუს გემო
23:10 / 11-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინია
რაღაც ,ვერ დამაინტერესა, არ გამოიყურება მადისაღმძვრელად :)) ქმარი რა "მხიარული გოჭივით "დგას:D
22:28 / 11-11-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS