04 ნოემბერი, 2015
მერილ სტრიპი: ''თავის გადაპარსვა მინდოდა, მაგრამ ქმარმა ამიკრძალა...''
. სინამდვილეში მემი ფანტასტიკური მსახიობია ეს არის ქალი, რომელიც ყოველთვის აღაფრთოვანებს და შიგადაშიგ აოცებს კიდეც. და აი, ახლაც მოახერხა ეს. მისმა ახალმა ფილმმა ''რიკი და ფლეში'' მართლაც გააოცა საზოგადოება. მერილი ხომ ამერიკელ როკმომღერალს, საკმაოდ თამამ და უცნაურ ქალს ასახიერებს, სრულიად გარდასახულია და ისეთი ჩახრინწული ხმით ლაპარაკობს, მის სადა და ქალურ იმიჯს თავდაყირა ატრიალებს. კიდევ ერთი სიახლე - ფილმში მას პარტნიორობას საკუთარი ქალიშვილი უწევს.

-  იმდენად კარგად უკრავთ ფილმში გიტარაზე, რომ შეკითხვა გამიჩნდა - რიკ პრინგფილდს არ შეეშინდა,
რომ მუსიკალური ოლიმპიდან ჩამოაგდებთ?

- მგონია, მისი კარიერა უსაფრთხოდაა. საკმაოდ თავდაჯერებული ვიყავი, არა მხო-
ლოდ მის გვერდით ვიდექი სცენაზე, მასთან ერთად ვუკრავდი და ვმღეროდი კიდეც. თუმცა გადაღებების დაწყებამდე ამისთვის სერიოზულად მოვემზადე.

- ხმაც ჩახრინწული გაქვთ და თითქოს უკეთ მღერით, ვიდრე სხვა მიუზიკლებში. ასეა?
- მგონი, ჩემს ყველა მსგავს პერსონაჟს განსაკუთრებული ხმა აქვს. ყოველთვის ვცდილობ, სიმღერა დამეხმაროს თითოეული მათგანის ხასიათის გახსნაში. თუმცა ჩემს გამოსვლებს ვერ შევაფასებ. გადაღებების დროს ხშირად ვუსმენდი როკ-ფოლკბლუზის ამერიკელ შემსრულებელ ლუსინდა უილიამსს.

Rating

- თქვენს რიკის დამახასიათებელი იმიჯი აქვს, ვარცხნილობისა და მაკიაჟის ჩათვლით. ასეთი რადიკალური იმიჯის მორგება არ გაგიჭირდათ?
- გადაღებებამდე ექსპერიმენტების ჩატარება გადავწყვიტე სახლში, თმის ნაწილის გადაპარსვაც კი მინდოდა. მაგრამ ქმარმა კატეგორიულად ამიკრძალა. მაშინ გამიჩნდა იდეა, ერთ მხარეს დამეწნა თმა და მეორეზე ხელოვნური კულულები მიმება. რიკი იმ ტიპის
ადამიანია, რომელიც ახალგაზრდობაში ირჩევს ვარცხნილობას და აღარც იცვლის.

- ''რიკი და ფლეში'' პირველი ფილმი არ არის, რომელშიც ქალიშვილთან - მემი გამერთან ერთად თამაშობთ. როგორ მუშაობთ ერთად?
- ეს ჩვენი მესამე პროექტია. შემიძლია, გითხრათ, რას ვფიქრობ ჩემს ქალიშვილზე პროფესიონალური კუთხით, და ეს ძალიან ობიექტური შეფასება იქნება. სინამდვილეში მემი ფანტასტიკური მსახიობია. მას ყველაფერი აქვს, რაც მსახიობს სჭირდება: იუმორის გრძნობა, მგრძნობიარობა და ადამიანური სიმამაცე. ეს მისი ბუნებრივი თვისებებია, ყოველთვის ასეთი იყო.

- მუშაობის დროს რჩევებს აძლევთ?
- საქმე ის არის, რომ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან და უსიტყვოდ ვუგებთ. შემიძლია, ვთქვა, როცა ჩვენ ერთად ვართ გადასაღებ მოედანზე, ძნელია ჩვენი გაკონტროლება (იცინის).

- რა არის ის საუკეთესო რჩევა, რაც შვილებისთვის მიგიციათ?
- რჩევები სტვენასავით არის: ერთ ყურში შედის და მეორიდან გამოდის, ბავშვები არ აქცევენ მათ ყურადღებას. ისინი, უბრალოდ, თქვენ გაკვირდებიან, ხედავენ, როგორ ცხოვრობთ. ეს არის მათთვის საუკეთესო რჩევაც და მაგალითიც.

Rating

- გადაღებებზე ხშირად ხართ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ოჯახისგან შორს. როგორ ახერხებთ ოჯახური სიმყუდროვის შენარჩუნებას?
- როცა ბავშვები პატარები იყვნენ, თან დამყავდა.რომ წამოიზარდნენ და სკოლაში შევიდნენ, სახლიდან ორ კვირაზე მეტს არ მივდიოდი. ახლა 35, 31 და 28 წლისანი არიან და თავისუფალი ვარ! ასე მეგონა, როცა გადაღებებზე წავედი ნოტინგ-ჰილში, თუმცა მალე მემი ჩამოვიდა (იცინის). მერე ის გრეისმა შეცვალა, რომელმაც ერთი კვირა იცხოვრა ჩვენთან. ის არ იყო წასული, ლუიზა ჩამოვიდა ბოიფრენდთან ერთად, მერე - ჰენრი მეგობარ გოგონასთან ერთად. ქმარი ორი კვირის მერე შემომიერთდა, მას ჩემი ძმაც მოჰყვა. ასე რომ, განმარტოება არ გამომივიდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS