10 აგვისტო, 2013
ტელეშოუზე პრიზების სახით ბავშვებს არიგებენ
მერე კი ბავშვი პაკისტანის საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელს გადასცა, მან კი, თავის მხრივ, უშვილო ოჯახს გადასცა. „წმინდა თვის“ პერიოდში მუსლიმანურ ტელეარხზე განსაკუთრებით მძაფრდება რეიტინგებისთვის ბრძოლა პოპულარული პაკისტანური ტელეგადაცემის დროს, რომელიც რამადანის პერიოდს დაემთხვა, უჩვეულო მოვლენა მოხდა. წამყვანმა ამირ ლიაკუატ ჰუსეინმა მაყურებელს საბანში გახვეული ჩვილი უჩვენა და გამოაცხადა: „აი, სიმპათიური გოგონა, რომელიც ვიღაცამ ნაგვის გროვაში დატოვა“ ...

მერე კი ბავშვი პაკისტანის საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელს გადასცა, მან კი, თავის მხრივ, უშვილო ოჯახს გადასცა. „წმინდა თვის“ პერიოდში მუსლიმანურ ტელეარხზე განსაკუთრებით
მძაფრდება რეიტინგებისთვის ბრძოლა.

სხვადასხვაგვარი ტელეშოუები აუდიტორიას პრიზებითა და საჩუქრებით ხიბლავენ: არიგებენ კომპიუტერებს, ყოფით ტექნიკას. ზემოაღნიშნულ შოუზე კი მხოლოდ ის გოგონა არ უჩუქებიათ ოჯახისთვის: კიდევ ერთი ბავშვი გადასცეს ერთ-ერთ უშვილო ოჯახს.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ჰოლანდიური ტელეშოუ Proefkonijnen-ს („საცდელი გოჭები“ ) წამყვანებმა ღია ეთერში ერთმანეთის ხორცის ნაწილი გასინჯეს.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ვაიმე
მე მგონი აქ იმას ამბობენ, რომ რეიტინგის გამო ტელევიზიები და ზოგადად მას მედია ყველაფერზე მიდის. თუ ვერ ხვდებით, რას კითხულობთ, ნუ ამბობთ მაინც და საკუთარ შეუგნებლობას ნუ ავლენთ
18:27 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
პეზი
როდემდე უნდა არსებობდნენ ამდენი გაუნათლებელი, არაპროფესიონალი ჟურნალისტები. დებილები დებილები!!!
15:05 / 11-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინ
ბოლო ფრაზა იყო სრულიად ამოგლეჯილი კონტექსტიდან. ვერ მივხვდი, რა კავშირშია ერთმანეთთან ის, რომ ერთ პაკისტანურ გადაცემაში ვიღაცას ბავშვი აჩუქეს, ხოლო მეორე, ჰოლანდიურ გადაცემაში წამყვანებმა ერთმანეთის ხორცის ნაწილები გასინჯეს? ნუთუ ჟურნალისტს იმის თქმა უნდოდა, რომ აი, უცხოელები რა ველურები არიან და რას აკეთებემ თავიანთ გადაცემებში, ჩვენ კი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ჩვენთა გეები და ერთმანეთის ხორციჭამია წამყვანები ვერ იბოგინებენ!!!! ყოჩაღ ჟურნალისტს! ბარემ ისიც გაეხსენებინა, მაია ასათიანი პროფილში უმოწყალოდ რომ მოექცა ომში დაღუპული ადამიანის ცოლ-შვილს, ტრაგედია ეკრანზე გაუცოცხლა და პირდაპირ ეთერში ატირა ეს საცოდავები!! ამაზე მეტი ბარბაროსობა და ბოროტება არ ვიცი მე!
12:02 / 11-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS