09 აგვისტო, 2013
ნატალია ვოდიანოვამ მონაკოს პრინცთან ერთად მეჯლისი მოაწყო
ბევრი ვარაუდობდა, რომ ლორდ პორტმანთან განქორწინების შემდეგ ვოდიანოვას საქმე უკან წავიდოდა და თვითონაც ჩრდილს მიეფარებოდა ნატალიამ თავისი ყოველწლიური საქველმოქმედო მეჯლისი ამჯერად მონაკოს პრინცთან ერთად დაგეგმა. მისი ფონდისთვის ''შიშველი გულები''  ყოველწლიურად ბევრი ცნობილი და გავლენიანი ადამიანი აგროვებს ფულს. წელს პირველად საღამოს დიასახლისთან ერთად სტუმრებს მისი ბოიფრენდიც იღებდა ფრანგი მილიონერი ანტუან არნო.

ნატალიას საქმროს სახელმა და მისი ოჯახის სიმდიდრემ თავისი შედეგი გამოიღო: ვოდიანოვას მეჯლისი აქამდე არ ყოფილა ასეთი შთამბეჭ
დავად მდიდარი ვარსკვლავი სტუმრებით. საკმარისია მხოლოდ მონაკოს პრინც ალბერისა და მისი ცოლის შარლინის მოხსენიება.

ბევრი ვარაუდობდა, რომ ლორდ პორტმანთან განქორწინების შემდეგ ვოდიანოვას საქმე უკან წავიდოდა და თვითონაც ჩრდილს მიეფარებოდა.
Rating
მაგრამ პირიქით, ბრიტანელ არისტოკრატთან დაშორების შემდეგ რუსი ლამაზმანი კიდევ უფრო პოპულარული და ძლიერი გახდა, პარტნიორიც გავლენიანი იპოვა - საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენის ბერნარ არნოს ვაჟი. ერთ დროს რუსეთის პროვინციიდან ჩამოსული ღარიბი გოგონა კვლავაც უმტკიცებს მსოფლიო საზოგადოებას, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS