02 აგვისტო, 2013
ყველაზე ცნობილი ოროსნები
სულელი ბიჭი ნამდვილად არ იყო - ხანდახან მასწავლებლები რომელიღაც მოფარებულ ადგილას განმარტოებულს წიგნის კითხვის დროს გადააწყდებოდნენ. მაგრამ გაკვეთილების სწავლას და განათლებით დაინტერესებას არისტოკრატი მოსწავლე საერთოდ არ აპირებდა სკოლაში ხუთებზე სწავლას გვაიძულებენ, რაც წარმატებული ცხოვრების გარანტია უნდა იყოს. სინამდვილეში, ეს აზრი რაღაც შემთხვევაში ანტიპედაგოგიურია, ოროსნობა საერთოდ არ არის სირცხვილი. ხანდახან ეს შეიძლება დიდებისკენ მიმავალ გზაზე მთავარი საფეხური გახდეს. ისტორიისთვის ცნობილია ხუთოსნებისა და ვუნდერკინდების მაგალითები, რომლებმაც ბავშვობაში მიღწეული წარმატებები მოზარდობაში ვერ განავრცეს.

უინსტონ ჩერჩილი. ცუდად სწავლის ეს შემთხვევა
უფრო კლასიკურად და ყველაზე ფესვგადგმულად გვევლინება. არისტოკრატი მშობლების უფროსი შვილი ბავშვობიდან ყალთაბანდი იყო, სწავლის პროცესი თავიდანვე ეზიზღებოდა. ჩერჩილი იხსენებდა, რომ განათლება მის წინაშე ბრაზიანი გუვერნანტის სახით წარდგა, რომლის გამოჩენაც წინასწარ აუწყეს.
იმ დღისთვის ბიჭუნა აიძულეს მომზადებული ცრემლების გარეშე კითხვისთვის, ყოველდღე გამზრდელთან ერთად გაჭირვებით კითხულობდა და სწორედ იმ დროს მიხვდა რომ ეს პროცესი არა მარტო დამღლელი, არამედ აბსოლუტურად უშედეგო იყო. როდესაც მათ სახლში გუვერნანტი მივიდა, ჩერჩილს წიგნი დამთავრებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა.
ჩერჩილი მოიქცა ისე, როგორც ასეთ შემთხვევაში სხვა ოროსნები მოიქცეოდნენ, გაიქცა! ცხრა წლის ასაკში მომავალი პოლიტიკოსის ცხოვრებაში განათლება მტკიცედ დამკვიდრდა- იგი ასკოტის წმინდა გიორგის სკოლაში მიაბარეს.
სწორედ იქ განიცადა რეალურად ჩერჩილმა საკუთარ თავზე ინგლისური განათლების ''სიამენი''. ამ სკოლაში ოროსნებს რეგულარულად სცემდნენ, უინსტონი კი ყველაზე ჩამორჩენილ მოწაფე იყო. ამასთან, სულელი ბიჭი ნამდვილად არ იყო - ხანდახან მასწავლებლები რომელიღაც მოფარებულ ადგილას განმარტოებულს წიგნის კითხვის დროს გადააწყდებოდნენ. მაგრამ გაკვეთილების სწავლას და განათლებით დაინტერესებას არისტოკრატი მოსწავლე საერთოდ არ აპირებდა. სწავლის დაწყებიდან ორი წელი გავიდა, ახალგაზრდა ლორდმა გამოცდებზე ვერანაირი პროგრესი ვერ გამოავლინა, ამიტომ მშობლები იძულებული გახდნენ შვილი სახლში წაეყვანათ.
ცამეტი წლის ჩერჩილი ჰეროუს კერძო სკოლაში მიაბარეს. ამ ასაკისთვის ბიჭუნა უფრო გამოყოჩაღდა, გამოცდებზე ორიანები სამიანებმა შეცვალა. მიუხედავად ამისა, ახალ სკოლაში ყველაზე ჩამორჩენილი მოსწავლე მაინც უინსტონი იყო. სხვა კლასელ ყალთაბანდებთან ერთად ლათინურისა და ძველბერძნულის შესწავლისგან გაათავისუფლეს. ამ ენების მაგივრად დამატებით ინგლისურ ენას ეუფლებოდა. შეიძლება მომავალში სწორედ ეს გაკვეთილები წაადგა დიდ პოლიტიკოსს, ლიტერატურაში ნობელის პრემია მოეპოვებინა.
Rating
ანდრეი ტარკოვსკი. ახლა თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ ანდრეის სკოლის წლებში არ გაუმართლა. პირველ კლასში 1939 წელს მოსკოვის 554-ე სკოლაში შევიდა. ბიჭუნამ სწავლის პროცესში ჩართვაც ვერ მოასწრო, რომ ომი დაიწყო. ანდრეი დედასთან ერთად ნათესავებთან იურივეცში იქნა ევაკუირებული. მისმა ბავშვობამ შიშსა და შიმშილში განვლო. დაწყებით კლასებში ელემენტარული განათლებაც ვერ მიიღო. ამის გამო გარდატეხის ასაკში ანდრეის პრობლემები გაუჩნდა, უფრო სწორად დედამისს, რომელიც ოჯახიდან ქმრის წასვლის შემდეგ ვაჟს მარტო ზრდიდა.
უფროს კლასებში ტარკოვსკი სხვა ელიტურ ოროსნებთან ერთად მოდას იყო აყოლილი. მოზარდს სწავლა ფეხებზე ეკიდა, ომის შემდგომ მოსკოვში მოდურმა ტანსაცმელმა და ამერიკულმა მუსიკამ გაიტაცა. სკოლა, თავისი წესებითა და დოგმებით ანდრეის დროებითი გაურკვევლობა ეგონა. მისთვის ნამდვილი ცხოვრება სასწავლო დაწესებულების მიღმა დუღდა. ტარკოვსკი იხსენებდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რა უარყოფით გავლენას ახდენდა ზოგადად ქუჩური ცხოვრება, ქუჩა მაინც ენატრებოდა. ატესტატში მხოლოდ ერთი ოთხიანი გამოჰყვა ლიტერატურაში.
1951 წელს მომავალმა რეჟისორმა დაბალი კონკურსის გამო მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ჩააბარა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიხვდა, რომ იქ სწავლა დროის ტყუილად დაკარგვა იყო.
ტარკოვსკიმ ცხოვრებისეული გამოცდილების საკუთარი ძალებით შევსება დაიწყო, რომელსაც ყოველთვის თავის ძირითად უნივერსიტეტად მიიჩნევდა.
Rating
ონორე დე ბალზაკი. როგორც თავად მწერალი, ისე მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, რომ ბავშვობაში ბალზაკის მთავარი პრობლემა გულცივი დედა გახლდათ. ახალგაზრდა პარიზელი მადამ ბალზაკი მდიდარ მოხუცს ანგარებით გაჰყვა ცოლად. ქალი სიყრმის შვილს გულმოდგინედ უვლიდა, სამწუხაროდ, ჩვილი ერთ თვეში დაეღუპა. ეტყობა, ამის გამო დედა მეორე ბავშვის, ბალზაკის მიმართ ნაზ გრძნობებს არ განიცდიდა, ბიჭუნა აღსაზრდელად გაჩენისთანავე გააძიძავა. იმ დროიდან შვილს დედა აღარ უნახავს, ამასთან, დედას ძალიან მალე კიდევ ორი ბავშვი ეყოლა, უფრო საყვარლები, რომლებიც, ჭორებს თუ დავუჯერებთ, ნამდვილად არ იყვნენ მოხუცი ბალზაკის შვილები. გამზრდელის მყუდრო ხის სახლი მალე ეკლესიასთან არსებულმა ვანდომის კოლეჯ-ინტერნატმა შეცვალა. სასწავლებელში მონასტრისა და ციხის კანონები ერწყმოდა ერთმანეთს. იქიდან აღსაზრდელები არდადეგებზეც კი არ მიჰყავდათ, ასეთი გარემო ახალგაზრდა ჩამოუყალიბებელი სულებისთვის სასარგებლოდ მიაჩნდათ. გასაკვირი არ არის, რომ ონორე მთელ სამყაროზე გაბრაზდა და საკუთარ თავში ჩაიკეტა. გაკვეთილებს საერთოდ არ უსმენდა- ფანჯარაში იყურებოდა, შეკითხვებზე გაურკვევლად პასუხობდა. ზარმაცსა და სულელ ბიჭს სულ უფრო ხშირად სჯიდნენ და კიბის თავზე სხვენში ამწესებდნენ. სხვენში ბიჭუნა უბეში დამალულ წიგნს მშვიდად ამოიღებდა და გატაცებით კითხულობდა. ბალზაკმა ეს ადგილი შეიყვარა, რადგან იქ თავს დაცულად და მშვიდად გრძნობდა.
ასე შეუმჩნევლად გაფრინდა შვიდი წელი, ორიანები სამიანებმა შეცვალა. ცივ იატაკზე ხანგრძლივად ჯდომამ ნეგატიურად იმოქმედა ყმაწვილის ჯანმრთელობაზე- გახდა და ფერი დაეკარგა. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ კინაღამ კომაში ჩავარდა, მონაზვნებმა გადაწყვიტეს მოსწავლე რაც შეიძლება ჩქარა გაეგზავნათ შინ. ამის შემდეგ ონორემ კიდევ ორი სკოლა გამოიცვალა, მაგრამ სწავლით თავი ვერსად ვერ გამოიჩინა. მამამ ხელი ჩაიქნია და შვილს საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად მოწყობის საშუალება მისცა, რაც ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
Rating
რიჩარდ ბენსონი. ჩვენი ოროსნების სიაში შევიდა ფინანსური გენიოსი, რომელსაც ცუდმა სწავლამ ხელი ვერ შეუშალა მილიონები შეეგროვებინა. ასეთად რიჩარდ ბრენსონი გვევლინება. ამ მულტიმილიონერმა ვირჯინ გრუპის კორპორაცია დააარსა, რომელიც დღეს პოპულარიზაციას უწევს კერძო კოსმოსური ტურიზმის იდეას. სკოლის გაკვეთილებზე მომავალ ფინანსისტს ორი სიტყვის გადაბმაც არ შეეძლო, ენა ებმოდა, როცა დაფასთან იძახებდნენ ბურტყუნებდა და წითლდებოდა. როდესაც რიჩარდი გაიზარდა, მან შეძლო დაედგინა, რომ ბავშვობაში დისლექსიით იყო დაავადებული.
ამ ნევროლოგიურ გადახრას კითხვის უნარის შეზღუდვა ახასიათებს. საბედნიეროდ, მოზრდილმა ამ პრობლემების დაძლევა მოახერხა. როდესაც იგი პატარა იყო, ამ დაავადების შესახებ არავინ არაფერი იცოდა. დიდ ბრიტანეთში მომავალ მილიონერსა და რაინდს სულელად მიიჩნევდნენ.
Rating
ტომას ედისონი. პატარა ტომასს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მამამისი სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, დედა ყოფილი სკოლის მასწავლებელი იყო. მშობლებს ძალიან უყვარდათ თავიანთი ვაჟი, ანებივრებდნენ, ყველაფრის უფლებას აძლევდნენ. ბიჭს ჩიტების ბუდის დაშლა და ქათმებისთვის კვერცხის მოპარვა უყვარდა, ნებიერი ცხოვრება 1854 წლამდე გრძელდეობდა, სანამ შვიდი წლის ედისონი ინგლის კერძო სკოლაში მიაბარეს. ეს `პედაგოგი~ სწავლების უბრალო მეთოდს მისდევდა. აღსაზრდელებს ზეპირად უნდა ესწავლათ გრძელი ტექსტები, შეცდომის გამო უმოწყალოდ ურტყამდნენ ხელებზე. ესეც არ კმაროდა, პატარებს პროფილაქტიკის მიზნითაც სჯიდნენ. ტომასი ადვილად გაერკვა სკოლასა და ოჯახს შორის განსხვავებულ გარემოში. მეორე დღესვე განუცხადა მშობლებს, რომ სკოლაში აღარ წავიდოდა. მამა შეეცადა ბიჭი სწავლის სარგებლიანობაში დაერწმუნებინა, დედამ კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვარა, მაგრამ შეგონებამ არ გაჭრა- სწავლიდან ერთი თვის შემდეგ ტომასს ყველა საგანში ორი ჰყავდა.
შობამდე სამი თვით ადრე ედისონმა დედას შესჩივლა, რომ მისტერ ინგლმა დებილი უწოდა. მშობლები სკოლაში დაიბარეს, დედამ ქმარს არაფერი უთხრა და მარტო მივიდა დირექტორთან. ინგლმა ქალბატონ ედისონს პირში მიახალა, რომ მისი შვილი გონებრივად ჩამორჩენილი იყო და ურჩია, შვილი სკოლიდან გამოეყვანა, რაც მაშინვე გააკეთა. მას შემდეგ ედისონს სკოლაში არასოდეს უსწავლია. ცნობილმა გამომგონებელმა ცოდნა ოჯახში მიიღო. დედამ შეძლო მისთვის ესწავლებინა კითხვა. წერასთან ტომს მთელი ცხოვრება პრობლემა ჰქონდა. ედისონი გონიერი აღმოჩნდა და ყველაფერს სწრაფად ითვისებდა. მასწავლებლისგან დებილად აღიარებული ბიჭუნა მილიონერი და ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამომგონებელი გახდა.
Rating
ანტონ ჩეხოვი. ყველაზე ინტელიგენტი რუსი მწერალი ბავშვობაში ცუდად სწავლობდა, რაშიც მამამისიც იყო დამნაშავე. ჩეხოვის მამას ტაგანროგში მაღაზია ჰქონდა. განცალკევებით დახლზე ჩამოსასხმელი ღვინო იყიდებოდა. სწორედ აქ გაატარა ბავშვობის დიდი ნაწილი პატარა ანტონმა. ყურადღებას ადევნებდა, რომ გამყიდველებს სასმელი არ მოეპარათ. გულუბრყვილო მამას ეგონა, რომ შვილი საქმეს სწავლასაც შეუთავსებდა. მაგრამ საშინელ სიცივეში, ღვინის სუნსა და მომხმარებლის გინებაში ჩეხოვს გაკვეთილებზე ფიქრი არ შეეძლო. სამიკიტნოში დილის ხუთის ნახევარზე მიდიოდა, მთელი დღე მამას ელოდებოდა. როდესაც ბიჭუნას შინ უშვებდნენ, სწავლის მაგივრად ბავშვებთან სათამაშოდ მირბოდა. რა გასაკვირია, რომ ანტონი კარგი მოსწავლე არ იყო. მესამე კლასში მათემატიკასა და გეოგრაფიაში ორიანი გამოჰყვა და კლასში ჩატოვეს. მეხუთე კლასშიც ორჯერ მოუწია სწავლამ, ამჯერად ბერძნულ ენაში გამოყოლილი ორიანის გამო. რუსულ სიტყვიერებაშიც არასოდეს ჰყოლია ოთხიანი. მომავალ მწერალს მხოლოდ მაღალ კლასებში გაუმართლა. მამამისი გაკოტრდა, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ჩეხოვმა სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა, დაიწყო მოთხრობების წერა, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
Rating
ლევ ტოლსტოი. დიდი მწერლის ცხოვრების დასაწყისი არეულ-დარეული იყო. ორი წლისაც არ იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, შვიდი წლის შემდეგ- მამა. ბავშვობაში სხვადასხვა ნათესავთან ცხოვრობდა, ისინი ცდილობდნენ ობლებისთვის გული არ ეტკინათ და ჩვეულზე მეტის თავისუფლებას აძლევდნენ. 16 წლამდე ტოლსტოი შინ სწავლობდა, მაგრამ დიდი მონდომებით არ გამოირჩეოდა. დროთა განმავლობაში ოჯახი ყაზანში გადავიდა საცხოვრებლად. ბიჭებმა ერთი მეორის მიყოლებით საიმპერატორო უნივერსიტეტში ჩააბარეს. ტოლსტოისთვის ეს წამოწყება კეთილშობილური, მაგრამ უსარგებლო იყო. ამასთან, ტოლსტოის ახალმა მეურვემ, სულელმა გრაფინია იუშვოვამ უცებ გადაწყვიტა, უფროს ღირსეულ არისტოკრატ ქალბატონებთან კავშირი ძმისშვილების კარგად აღზრდას შეუწყობდა ხელს. სახლში მხიარული სალონი შეიქმნა, პირველკურსელი ტოლსტოი ისტორიასა და გერმანულში ორიანების გამო კურსზე დატოვეს. სამაგიეროდ სწავლების მეორე წელს ახალგაზრდა გრაფმა თავი გამოიჩინა როგორც ვოდევილებში სიმღერების ბრწყინვალე შემსრულებელმა და კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში დადგმულ ცოცხალ სურათებში მონაწილემ. სამწუხაროდ, ასეთი გატაცებები უნივერსიტეტში პრობლემებს უქმნიდა. ტოლსტოიმ მესამე კურსამდე ვერ მიაღწია. ზაფხულში თავის მამულში წავიდა, სადაც მონტესკიეს, რუსოს გაეცნო და მიხვდა, რომ სწავლა აუცილებელი იყო. იგი ბევრს კითხულობდა, გადაწყვიტა ექსტერნად ჩაებარებინა გამოცდები მოსამართლის კან-დიდატობაზე, მაგრამ ტოლსტოის რაიმე ოფიციალური განათლება არ მიუღია.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ია
მეა გილოცავ,შენ შვილმა უკვე გამოავლინა მისი ძლიერი მხარე და დაეხმარე კიდევ უფრეო მეტი რესურსი ქონდეს მისის ცოდნის გასაღრმავებლად..დიდი შანსია მისი დიდი წარმატების მომსწრე გახდეთ იმ სფეროში რაც მას ხიბლავს :)
19:42 / 15-02-2016
გამოხმაურება / 0 /
მეა
აბა ჩემი შვილის გადამკიდემ არ გავიტეხო გული????????? აგერ ქიმიაში ამ ვაჟბატონს საშემოდგომო გამოჰყვა ბევრი ეჩიჩინა ჩემი ქალიშვილიც და საგნის მასწავლებელიც, ცოდვას ვერ ვიტყვი თვითონაც ცდილობდა და სწავლობდა მაგრაააამ ტესტი რომ წერა მასწავლებელს ლამის გული წასვლია გასწორებისას "შენი შრომაც და ჩემი შრომაც წყალში ჩაიყარა"-ო ჩემს ქალიშვილს უთხრა, სამაგიეროოოდ იცის პრეისტორიული ხანა რა ხდება კოსმოსში და დედამიწაზე ფლორა და ფაუნა ხომ მაგისთვის ყველაფერია, ქართულის და ინგლისურის მასწავლებელს სისხლს უშრობს კითხვებით ,არ მოსწონს პედაგოგები არაფერი იციან-ო, ღმერთმა არ ჰქნას რამეს ისეთს მოკრას ყური ან მასწავლებელს რამე წამოცდეს იქვე გაკვეთილზე დაწერს იმ საკითხზე დისერტაციას მომკლა და გამიშრო სისხლი მოკლედ არ ვიცი რა ვქნა გვეშველება რამე
19:06 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS