05 სექტემბერი, 2015
ჯონ ლენონისა და იოკო ონოს არაორდინალური ცხოვრება და სკანდალური ფოტოსესია
ეს ინგლისში, 66 წელს მოხდა. მითხრეს ერთი ავანგარდისტი მხატვარი ამერიკიდან დაბრუნებულიყო და გამოფენას აწყობდა XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილი - ჯონ ლენონი და იოკო ონო.

ჯონ ლენონი 1940 წლის 9 ოქტომბერს ლივერპულში დაიბადა.

1960-დან 1970 წლამდე ჯგუბ "ბითლზის" სოლისტი იყო.

იოკო ონო 1933 წლის 18 თებერვალს ტოკიოში დაიბადა. მან კარგი განათლება მიიღო იაპონიასა და აშშ-ში. 1956 წელს იოკომ ტოსი იტიანაგიზე იქორწინა - ნიჭიერი, მაგრამ ღარიბი კომპოზიტორი. წარუმატებელმა მცდელობებმა, დამწყები მხატვარი უკიდურეს დეპრესიამდე მიიყვანა, მშბლებმა
ის იაპონიაში დააბრუნეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. აქ მისი შემოქმედების ქომადი გახდა ენტონი კოქსი. მან ის აშშ-ში წაიყვანა და ცოლად შეირთო. 1963 წელს წყვილს ქალიშვილი - კიოკო შეეძინა.

Rating
სინტია და ლენონი


ამავე წელს ჯონ ლენონს, სინტია ლენონისგან, რომელთანაც 1962 წელს იქორწინა, ვაჟი ჯულიანი შეეძინა.

ასე იხსენებს ჯონ ლენონი, პირველ შეხვედრას იოკოსთან:

"ეს ინგლისში, 66 წელს მოხდა. მითხრეს ერთი ავანგარდისტი მხატვარი ამერიკიდან დაბრუნებულიყო და გამოფენას აწყობდა. მივედი და კიბე შევნიშნე. სწრაფად ავიარე, ჩამოკიდებული მილი შევნიშნე და გავიხედე - თავს სულელურად ვგრძნობდი - ერთი სიტყვა "კი" წავიკითხე. იმ დროისთვის ავანგარდად ითვლებოდა, როცა ვინმე პიანინოს ან ქანდაკებას დალეწავდა, მოკლედ ყველაფერი ანტი-ანტი-ანტი იყო - მოსაწყენი უარყოფა. აქ კი უცებ "კი" წავიკითხე და გამოფენაზე დარჩენა გადავწყვიტე.

ჩვენი შეხვედრაც აქ მოხდა. იოკომ რაღაც იგრძნო, მეც რაღაც ვიგრძენი. დანარჩენი კი როგორ იტყვიან ისტორიაა".

Rating
იოკომ რაღაც იგრძნო, მეც რაღაც ვიგრძენი


ამ შეხვედრის შემდეგ იოკო დღიურში წერს, რომ იპოვა ადამიანი რომელსაც შეიყვარებს. ჯონ ლენონი მისგან ხშირად იღებდა ბარათებს, წარწერით - "იცეკვე", "ისუნთქე", "მზის ამოსვლამდე უცქირე ცეცხლს". ურეკავდა და ხანგრძლივ მონოლოგებს უკითხავდა, უზიარებდა განცდებს. ლენონი ყურადღებით უსმენდა და გრძნობდა, რომ იოკო ყველასგან განსხვავდებოდა. გრძნობდა, რომ ამ იაპონელ ქალს, რომელიც მასზე 7 წლით იყო უფროსი, უნდა დამორჩილებოდა.

Rating
ჯონ ლემონი, იოკო ონო და ენდო უორჰოლი


ლენონი შეყვარებულ ქალზე ასე საუბრობს:

"ის მასწავლებელია, მე კი მოსწავლე. მე ცნობილი ადამიანი ვარ და ფიქრობენ, რომ ყველაფერი ვიცი, მაგრამ ის ჩემი მასწავლებელია და ყველაფერი, რაც დღეს ვიცი, მისი დამსახურებაა. მან მანამდე იცოდა, როცა მე არაფერი გამეგებოდა. ის ჩემი დონ ხუანია (კასტანედი-სულიერი მოძღვარი)".

Rating
ის ჩემი დონ ხუანია...


"იოკოს გვერდით თავისუფლება ვიგრძენი. მისმა სიახლოვემ სრულფასოვან ადამიანად მაქცია, მანამდე მხოლოდ ნახევარი ვიყავი".

იოკო ონო და ჯონ ლენონი მეუღლეებს დაშორდნენ და 1968 წლიდან, ერთად ცხოვრება დაიწყეს. მომდევნო წელს "ბითლზი" დაიშალა. ლენონს შეყვარებული რეპეტიციებზე მიჰყავდა, რაც მანამდე დაუშვებელი იყო. პოლ მაკარტნი ამჩნევდა თუ როგორ იცვლებოდა ლენონის მუსიკალური გემოვნება იოკო ონოს გავლენით, ამიტომ ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო. ამან ლენონის უკმაყოფილება გამოიწვია.

Rating
იოკოს გვერდით თავისუფლება ვიგრძენი


ლენონის მუსიკალური ექსპერიმენტები, იოკოსთან თანაცხოვრების პირველივე წელს დაიწყო. 1968 წელს იოკომ და ლენონმა ალბომიც კი გამოუშვეს, სახელწოდებით - "“Two Virgins”. მუსიკა მხოლოდ ხმაურს, ყვირილსა და უჩვეულო გამოძახილებს შეიცავდა. ლენონის თქმით - იოკომ დაარწმუნა, რომ არასაცეკვაო და არაპოპულარული მუსიკითაც შეიძლება დიდი სიამოვნების მიღება - ეს ავანგარდია.

კიდევ უფრო გასაოცარი და უჩვეულო აღმოჩნდა ალბომის გარეკანი, რომელზეც სრულიად შიშველი ჯონ ლენონი და იოკო ონო იყო გამოსახული.

1969 წელს ჯონმა და იოკომ კიდევ ერთხელ გააოცა ხალხი. ქორწილის შემდეგ ამსტერდამში გაემგზავრნენ და გამოაცხადეს, რომ ინტერვიუს საწოლიდან ჩაწერდნენ. იმ ინტერესით, რომ წყვილი სექსით საჯაროდ დაკავდებოდა, სასტუმროში ჟურნალისტების დიდი არმია შეიკრიბა. ამ დროს წყვილს სასტუმრო ყვავილებით მოერთო და საწოლში, თეთრ პიჟამაში გამოწყობილები მშვიდობაზე საუბრობდნენ (იმ ხანებში ვიეტნამში ომი იყო). კარი მთელ დღეს ღია ჰქონდათ. მათი ნახვა ნებისმიერ გამვლელს შეეძლო.

Rating
გამოაცხადეს, რომ ინტერვიუს საწოლიდან ჩაწერდნენ


1971 წელს ჯონ ლენონმა ახალი ალბომი ""Imagine" გამოუშვა. ლენონის სიკვდილის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში, სიმღერა ""Imagine" , ყველა დროის ყველაზე დიდ ჰიტებს შორის მეორე ადგილს იკავებს.

1973 წელს იოკო ონომ ლენონთან დროებით დაშორება გადაწყვიტა. იოკომ ლენონს საყვარლად თავისი დამხმარე, იაპონელი მეი პენგი შეურჩია და წყვილი ლოს-ანჯელესში გაგზავნა, სადაც 2 წელი გაატარეს. ამ ხნის მანძილზე ჯონი ბევრს სვამდა.

Rating
ჯონი ბევრს სვამდა


იოკოს ურეკავდა და დაბრუნებას სთხოვდა. ის კი პასუხობდა რომ ამისთვის ჯერ მზად არ იყო.

ამის შემდეგ ლენონმა აღიარა, რომ მეი პენგი შეუყვარდა - "ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. ეს ქალი ძალიან მიყვარდა".

საბოლოოდ იოკომ კვლავ მიიღო ჯონი და ერთად ცხოვრება თავიდან დაიწყეს. 1975 წლის 9 ოქტომბერს, ლენონს 35-ე დაბადებისდღეზე ვაჟი, შონი შეეძინა. მომღერალმა გადაწყვიტა თავი ოჯახისთვის მიეძღვნა. მისი ბოლო ალბომი "Double Fantasy" 1980 წელს გამოვიდა.

Rating
ლენონი და მეი პენგი


1980 წლის 9 დეკემბერს ჯონ ლენონი მოკლეს. მისი სიკვდილის შემდეგ გამოვიდა სინგლი "Woman". დიდი ბრიტანეთის ჩარტებში სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა და ""Imagine" -ც გაუსწრო.

იოკო ონო ცოცხალია და შემოქმედებით კარიერას დღესაც აგრძელებს.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS