31 აგვისტო, 2015
ცნობილების შთამომავლები, რომელთა შესახებ აქამდე არაფერი გსმენიათ
თუ მოცემული სურათებით ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ ცნობილი წინაპრების მომხიცვლელობა შვილიშვილებს მემკვიდრეობით გადაეცა.

ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი უნა, მას დღემდე 34 ფილმში აქვს ნათამაშები, თუმცა თავი დაგვამახსოვრა ცნობილი სერიალით "სამეფო კარის თამაშები" - სადაც რობ სტარკის ცოლი განასახიერა.

Rating

რაილი კიო -
ლეგენდარული ელვის პრესლის შვილიშვილი. 25 წლის ახალგაზრდა მსახიობია და პარალელურად მოდელად მუშაობს.

Rating

დრი ჰემინგუეი - ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილი. მოდელი, თანამშრომლობს მსოფლიო მოდის უმსხვილეს ბრენდებთან.

Rating

ტუკი ბრანდო - მსახიობ მარლონ ბრანდოს შვილიშვილი. ტუკი მსახიობობას არ აპირებს, თუმცა
ვერსაჩესთან მანეკენად მუშაობს.

Rating

ემა ფერერი - ოდრი ჰეპბერნის შვილიშვილი. ემა 20 წლის მოდელია.

Rating

ელისონ ლე ბორჟი
- მსოფლიოში აღიარებული ულამაზესი მამაკაცისა და მსახიობის - ალენ დელონის შვილიშვილი. გოგონამ ითამაშა ფილმში "ცისფერი კუნძული", დღესდღეობით კი მოდელის ამპლუაში გვევლინება.

Rating

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS