31 აგვისტო, 2015
რა საერთო აქვს საქართველოში პოპულარულ იჩას აიშვარია რაისთან - "მაპატიეთ..."
ინდოელი მსახიობი ტინა დუტა 1986 წლის 27 ნოემბერს დაიბადა, კალკუტაში. გადაღებულია ბევრ ბენგალურ ფილმსა და სატელევიზიო შოუში. ქართველი მაყურებელი მას ძირითადად იცნობს სატელევიზიო სერიალიდან "ორი ბედი", იჩას როლით

ინდოელი მსახიობის კინო კარიერა 5 წლის ასაკში დაიწყო. 15 წლისამ აიშვრაია რაისთან ერთად ითამაშა ფილმში "ქვიშის მარცვალი".

ბავშვობიდან სტიუარდესობაზე ოცნებობდა, მაგრამ მსახიობი გახდა. 2005 წელს ბოლივუდში მისი პირველი დებიუტი შედგა, ფილმით "სიყვარულის ანგელოზი/გათხოვილი ქალი", სადაც ახალგაზრდა ლოლიტას როლი შეასრულა. კრიტიკოსებისა და მაყურებლისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

Rating

მაგრამ ტინა
დუტა პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც სერიალში "ორი ბედი" მონაწილეობას დათანხმდა. დიდი აღიარება და ბევრი ჯილდო მიიღო.
პრესა ბევრს საუბრობდა ტინასა და მსახიობ რაშმი დესაის შორის დაძაბულ ურთიერთობაზე, მაგრამ თინა ყოველგვარ უთანხმოებას უარყოფს. ამბობს, რომ ის და რაშმი ახლო მეგობრები არიან და ერთმანეთს ხშირად ეხმიანებიან.

რას ამბობს მსახიობი იჩას პერსონაჟზე

"იჩა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟია. დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში მეც ნებისმიერ მსხვერპლს გავიღებ, ყველაფერს დავთმობ მეგობრებისთვის. სწორედ ასეთივე მეოჯახე და მშვიდი გოგონა ვარ".

- "არასოდეს მიფიქრია, რომ ცნობილი ასე ადრე გავხდებოდი, მაგრამ თავს ისე კარგად ვგრძნობ! ეს ხომ შეუდარებელია - მე უამრავი ადამიანის გულს შევეხე" - ამბობს ტინა.

ამჟამად ამბობენ, რომ მსახიობი ვინმე ბიზნესმენ პარეშ მეჰთის ხვდება. წყვილი ექვსი თვეა ერთად არიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც ჩნდებიან.

Rating
პარეშთან ერთად...


ამ საკითხთან დაკავშირებით ტინამ დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა:" ბიჭთან, თუ სურათი გადავიღე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მას ვხვდები. მსგავსი ფოტოები ათობით ადამიანთან მაქვს გადაღებული. მაპატიეთ, ჩვენ მხოლოდ კარგი მეგობრობა გვაკავშირებს, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ჭორები მხოლოდ აფუჭებს მეგობრულ ურთიერთობებს."

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS