29 აგვისტო, 2015
ვისზე გათხოვდა სერიალ "დინასტიის" ვარსკვლავი დიპიკა სინგჰი
დიპიკა სინგჰი ინდოელი მსახიობია. სერიალმა "დინასტია" მას სახელი მოუხვეჭა და დღეს ის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დიპიკა სინგჰი 1989 წლის 26 ივლისს, დელში დაიბადა. მან ფუნჯაფის ტექნიკური უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირებისა და მარკეტინგის ფაკულტეტი დაამთავრა. მსახიობობა ყოველთვის უნდოდა და დელიში თეატრალურ დადგმებში მონაწილეობდა.

პირადი ცხოვრება

ვიდრე დიპიკა სამსახიობო კარიერას დაიწყებდა, მას ბევრი პრობლემის გადალახვა მოუხდა. სერიალში როლის მისაღებად, ღამეებს ათენებდა და დაუღალავად ცდილობდა სამსახიობო უნარების გაუმჯობესებას. სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო, უყვარს მოგზაურობა, საყვარელი დასასვენებელი ადგილი კი დიდი ბრიტანეთია.
ჰყავს უმცროსი და პურვა სინგჰი და იმედოვნებს, რომ მისი გათხოვების შემდეგ პურვაც მალე დაოჯახდება.

Rating
ანას რაშიდთან ერთად


ქორწინება

დიპიკა სინგჰმა რეჟისორ როჰით რაი გოიალზე იქორწინა. ქორწილი 2014 წლის 2 მაისს შედგა.

Rating
დიპიკა მეუღლესთან ერთად


პერსონალური პროფილი

სახელი: დიპიკა სინგჰი

დაბადების თარიღი: 1989 წლის 26 ივლისი

ასაკი: 26 წლის

სიმაღლე: 160 სმ

დებიუტი: სერიალი "დინასტია"

სტატუსი: გათხოვილი

რელიგია: ინდუიზმი (ჰინდუ)

მშობლიური ქალაქი: დელი

ზოდიაქოს ნიშანი: ლომი

ანა ვერძაძე



იხილეთ ვიდეო


Rating




ბეჭდვა