24 აგვისტო, 2015
8 ქვეყანა, სადაც მოგზაურობა ყველაზე იაფი დაგიჯდებათ
უნგრეთი

ყველაზე პოპულარული ქალაქი უნგრეთში ბუდაპეშტია. გოტიკური არქიტექტურა, მშვენიერი ლანდშაფტები, გამზირები და მოედნები, დიდებული ტაძრები, ასევე სტუმართმოყვარე უნგრელები ნამდვილად სასიამოვნო დასვენების გარანტია. სასტუმროში ნომრის საშუალო ფასი ერთი ღამე 40 ევროა. ამ ღირებულებაში შედის სრულფასოვანი საუზმე, ნომრის ყოველდღიური დასუფთავება. საექსკურსიო ტურის საშუალო ფასი კი 362 ევროა, ავიაგადაფრენის ჩათვლით, თუკი კარგ რეისს მოძებნით.
თქვენ წინაშეა საუკეთესო ტურისტულ ქვეყნებს შორის ყველაზე იაფი ვარიანტები. შეარჩიეთ და გაემგზავრეთ დასასვენებლად!

საბერძნეთი 

ანტიკური ღმერთების ქვეყანა, სადაც მართლაც უამრავი რამ არის სანახავი, არც
მანამდე იყო ძალიან ძვირი, თუმცა კრიზისულმა პერიოდმა კიდევ უფრო გააიაფა. საბერძნეთში ანტიკური ხანის ძეგლების გარდა, ეგეოსის ზღვითაც შეიძლება დატკბობა. ათენი, კრეტა, პელოპონესი, ატიკა, როდოსი და სხვები - საბერძნეთის კურორტების რაოდენობა მცირე არ არის. საუკეთესო ადგილია ოჯახური დასვენებისთვის.

Rating

საბერძნეთში 3-5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ერთსაწოლიანი ნომრის საშუალო ფასი 50 ევროა. ერთკვირიანი ტურის მიახლოებითი ღირებულება - 400-დან 500 ევრომდე. დღეს ერთ-ერთი ყველაზე იაფი სავიზო ქვეყანაა დამსვენებელთათვის. მაღალი კლასის სერვისიც კი არ ღირს ძალიან ძვირი. ბოლო დროს უძრავი ქონებაც საკმაოდ გაიაფდა და მსურველები ბინებსაც ყიდულობენ – ზღვის ნაპირზე ერთოთახიანი ბინის ფასი 25 ათასი ევროა.

ბულგარეთი

ტურისტის დანახარჯები ბულგარეთში ცხოვრებაზე, კვებასა და მგზავრობაზე არცთუ მაღალია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. სასტუმროს ნომრის საშუალო ფასი აქაც 40-დან 50 ევრომდე მერყეობს. სრული ტურის ღირებულება 550-650 ევროს ფარგლებშია. არც ისე ძვირ კაფეში სადილი ან ვახშამი 10-15 ევრო დაგიჯდებათ, ავტობუსით მგზავრობა - 0,4 ევრო, ტაქსით - 0,3 ევრო კილომეტრი.

Rating

ბულგარეთი განთქმულია თავისი ოქროს ქვიშებით, მაღალხარისხიანი სერვისითა და დაბალი ფასებით.

თურქეთი

ეს ქვეყანა ქართველებს შედარებით ათვისებული აქვთ. ფასები დამოკიდებულია წელიწადის დროსა და იმაზე, რომელ ადგილას მიდიხართ. ანტალიის ტურის საშუალო ფასი 400 დოლარია, ბოდრუმის - 600 დოლარი, კუშადასის - 440 დოლარი. ორკვირიან ტურებს 1000- 1500 დოლარადაც ყიდულობენ.

Rating

არის სეზონური ფასდაკლებები, როცა შეიძლება, გამგზავრება ამ ფასის ნახევარიც კი არ დაგიჯდეთ. თურქეთში გარანტირებულია მაღალი სერვისი, კარგი კლიმატი, ზღვა და ექსკურსიები.

ტაილანდი

ბოლო დროს ქართველი დამსვენებლისთვის ეს ქვეყანაც მოდური გახდა. ტაილანდში სე-ზონის პიკი შემოდგომაზეა, ამიტომ, თუ იაფ ვარიანტებს ეძებთ, იქ ვიზიტი აპრილსა და მაისში უნდა დაგეგმოთ. მართალია, ბილეთი შედარებით ძვირი ჯდება, მაგრამ ქვეყანაში ცხოვრება და მოგზაურობა იაფია.

Rating

ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში დღე-ღამეში 15-25 დოლარად იცხოვრებთ. შედარებით ძვირია ქალაქი პატაია, უფრო იაფია კუნძულები - ფხუკეტი, სამუი, ჩანგი, პხი-პხი და ა.შ. იქ თვეში 150-200 დოლარად იცხოვრებთ. პროდუქტიც ძალიან იაფია. 2 დოლარად ნებისმიერ კაფეში კარგად ისადილებთ. 100 დოლარად კი ჩემოდანს ტანსაცმლით გაავსებთ.

პოლონეთი

მთები, ტბები, მშვენიერი ბუნება, შუა საუკუნეების ციხეები, კოლორიტული სოფლები და თანამედროვე მეგაპოლისები - პოლონეთში ყველა იპოვის იმას, რასაც ეძებს.

Rating

არც ისე ძვირ სასტუმროში ნომრის ფასი 20 დოლარია. კაფეში 2,50- 4,50 დოლარად წაიხემსებთ, 15 დოლარად კი რესტორანში ივახშმებთ.

ეგვიპტე

ეგვიპტეც საკმაოდ პოპულარულია საქართველოში. 7-8-დღიანი ტურის გამოძებნა 500 დოლარადაც შეიძლება.

Rating

წითელი ზღვა, პირამიდები, ისტორია შერწყმული მაღალი კლასის მომსახურებასთან, ნამდვილად კარგი დასვენების საწინდარია.

ხორვატია

ძველი ქალაქები, მზიანი პლაჟები, უჩვეულო ბუნება - ეს ყველაფერი ხელმისაწვდომ ფა-სებთან ერთად სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. სასტუმროს ნომერი 50 ევროდაც შეიძლება დაჯავშნოთ.

Rating

რესტორანში სადილი 10-15 ევრო დაგიჯდებათ, ყოველდღიურად კი დაახლოებით 20 ევრო დაგეხარჯებათ.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მე ჩემი გამოცდილებიდან ვიცი გერმანიის მოსაზღვრე პოლონურ ქალაქ სლუბიცეში რესტორანში 7 ევროდ იმხელა პორციას მოგიტანენ ნამდვილად ვინც კარგი მჭამელი არარის გაუჭირდება მაგ პორციის მთლიანად მირთმევა.
06:42 / 29-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ მაგალითად პოლონეთში 15 დოლარად შეძლებთ რესტორანში ვახშრომბას. არც ხორვატიაში 20 ევროდ მიმაჩნია რეალურად:)
14:37 / 26-08-2015
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
ეტყობა სტატიის ავტორი ტაილანდში ნამყოფი არაა, პატაია ნამდვილად არა ფხუკეტზე ძვირი, პირიქით, ხოლო 2 დოლარად ნამდვილად ვერ ისადილებთ.
13:58 / 26-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS