22 აგვისტო, 2015
6 საშუალება, საბოლოოდ თქვათ უარი ცუდ განწყობაზე ყოველგვარი ალკოჰოლისა და ნარკოტიკის გარეშე
1. დაარეგულირეთ სისხლში შაქრის შემცველობა

მიიღეთ ბევრი ცილა და ჯანსაღი ცხიმი (ზეითუნის ზეთი, ქოქოსის ზეთი, თხილი, ხორცი და ა.შ.)
მოერიდეთ შაქარს და რაფინირებულ ნახშირწყლებს.
დღეში მინიმუმ სამჯერ კარგად უნდა დანაყრდეთ.
გაღვიძებისთანავე და ძილის წინ მიირთვით 1 კოვზი ქოქოსის ზეთი. ეს ებრძვის შაქრის დონის დაწევას.
ხშირად მიირთვით თხილი, მოხარშული კვერცხი, შავი შოკოლადი ან ორაგულის სენდვიჩი.

2. შეამცირეთ კოფეინი

კოფეინი თქვენს ნერვულ სისტემას აღიზიანებს და საბრძოლველად იწვევს. სცადეთ თანდათანობით თავი შეიკავოთ ამ სასმელებისგან: ყავა; შავი ან მწვანე ჩაი; ბალახის
ჩაი. მალე აღმოაჩენთ, რომ მშვიდად გძინავთ, აღარ შფოთავთ და ენერგიაც მოგემატათ.

3. ძილი

კარგი ძილი საუკეთესო გზაა შფოთის სინდრომის დასამარცხებლად, ამიტომ გამონახეთ თუნდაც 2 დღე, წადით დასასვენებლად და კარგად გამოიძინეთ.
გახსოვდეთ, ჭამის შემდეგ ყავის დალევა ან სისხლში შაქრის არაბალანსირებული რაოდენობა ხელს გიშლით მშვიდ ძილში.
იძინეთ აბსოლუტურად ბნელ ოთახში და ნუ გამოიყენებთ მობილურ ტელეფონს დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე.

4. დარწმუნდით ნაწლავების სიჯანსაღეში

ალბათ არ გსმენიათ, რომ ნაწლავების მდგომარეობა თქვენს განწყობაზე აისახება.
კუჭ-ნაწლავის არასწორი მოქმედება - შფოთის სინდრომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
რაციონიდან ამოიღეთ ყველაფერი რაც კუჭს გიღიზიანებთ. იშვიათად მიიღეთ ანტიბიოტიკები. ხშირად მიირთვით კომბოსტო, ბურახი, ჭარხალი, ვაშლის ძმარი, კეფირი, კარტოფილი, ბულიონი და ა.შ.

5. ივარჯიშეთ

ფიზიკური დატვირთვა გაგანთავისუფლებთ შფოთისა და გაღიზიანებისგან. განწყონის სტაბილურობისთვის არ არის აუცილებელი მძიმე დატვირთვები, საკმარისია მსუბუქი, მაგრამ რეგულარული ვარჯიში.

6. მაგნიუმი

მაგნიუმის ნაკლებობა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასანაზღაურებლად გამოიყენეთ ზღვის მარილი ვანებისთვის ან აბები მაგნიის შემცველობით.
გარდა ამისა მაგნიუმით მდიდარია - ზღვის წყალმცენარეები, მწვანე ფოთლიანი ბოსტნეული, პარკოსნები, თხილი, მზესუმზირა, კვახი და ავოკადო. დალიეთ ბევრი ბოსტნეულის წვენი.

მიჰყევით ამ მარტივ რჩევებს და სულ რამდენიმე კვირაში შვებას აუცილებლად იგრძნობთ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS