01 აგვისტო, 2015
4 ნიშანი რომ პირველად არ ცხოვრობთ დედამიწაზე - ხართ თუ არა რეინკარნირებული
რეინკარნაცია - რწმენა, რომ ადამიანის სული სიკვდილის შემდეგ სხვა სხეულში სახლდება და კვლავ აგრძელებს ცხოვრებას.
რეინკარნაციის საკმაოდ ბევრი დამადასტურებელი ნიშანი არსებობს. გთავაზობთ 4 მტკიცებულებას, რომ თქვენი სული, სხეულზე ასაკოვანია.

1. ძალიან კარგად ერკვევით ადამიანებში

ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან გრძნობთ ვინ როგორი ადამიანია და საკმარისია ერთი შეხედვა, ხვდებით ბედნიერია თუ არა ან რა პრობლემები აწუხებს მას. თქვენთვის მარტივია გაიგოთ გატყუებთ თუ არა ესა თუ ის ადამიანი და ამისთვის სიცრუის დეტექტორი სულაც არ გჭირდებათ. როგორც ჩანს თქვენ შინაგანად
გამოგიმუშავდათ სხვა სულებზე ინფორმაციის სწრაფად მიღების ინსტიქტი. მსგავს საკითხებში თქვენი ინტუიცია შეუდარებლად მუშაობს.

2. მარტოობით ტკბებით

განმარტოება ძალიან გსიამოვნებთ და გარკვეულ დროს უთმობთ საკუთარ თავს. არა იმიტომ რომ გიყვართ მარტოობა, არამედ კარგად იცით, რომ ვარსკვლავებზე დაკვირვებაში გატარებული დრო დიდ სიმშვიდეს მოგანიჭებთ.
არ გჭირდებათ ხალხთან ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი "მე" გაახაროთ. თქვენ ხომ პირველად არ მოსულხართ ამ ქვეყნად, არ გჭირდებათ ექსპერიმენტები იმის გასარკვევად, თუ სად გრძნობთ თავს კომფორტულად. ისევე კომფორტულად გრძნობთ თავს საზოგადოებაში , როგორც განმარტოებისას.

3. არ მოგწონს სამყაროს წყობა

სკოლა, სამსახური, ოჯახური დღესასწაულები... ყველაფერში მონაწილეობთ, მაგრამ გამუდმებით იმაზე ფიქრობთ, რომ ადამიანები უაზროდ იქცევიან და ყველაფერი არასწორადაა გათვლილი.
ცხოვრებაში ხშირად თავს აჩვენებთ - თითქოს მოგწონთ, სინამდვილეში კი ასე არ არის. გეჩვენებათ, რომ საკუთარი ცხოვრებით არ ცხოვრობთ და მხოლოდ გარკვეულ როლს თამაშობთ.
სხვებზე მეტ ყურადღებას აქცევთ - სიზმრებს, ცხოველთა უფლებებსა თუ სულიერებას. არ გიყვართ სპორტზე, ამინდზე და მსხგავს თემებზე საუბარი.

4. ადამიანებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენთ

ადამიანები ხშირად გეკითხებიან აზრს, მიუხედავად ასაკისა, თუნდაც 10-20 წლით უმცროსი იყოთ.
ცხოვრებაზე განსაკუთრებული, ფილოსოფიური შეხედულება გაქვთ. თუ ამქვეყნად თქვენი ვიზიტი პირველი არ არის, კარგად იცით მოთმინების, რწმენის, პატიოსნებისა და გაანალიზების ფასი.
თუ სხვას რაიმეს გასაანალიზებლად 10 წელი სჭირდება, თქვენ 1 წელში ახერხებთ, რადგან უკვე გამოცდილი გაქვთ და სწრაფად რეაგირებთ.
არ გაქვთ მატერიალური ინტერესები. თქვენთვის მთავარი სულიერი ზრდა-განვითარებაა.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მანანა
მეც ასევე
11:53 / 28-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ვეთანხმები,თითქმის რაც წავიკითხე ყველაფერი ჩემზეა დაწერილი, ზუსტად ასეტი ადამიანი ვარ მე .
10:55 / 05-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS