განსაკუთრებით ლამაზია პლაჟზე, ასე რომ, ზღვაზე დასვენებისასშეგიძლიათ გაილამაზოთ სხეული ამ არაჩვეულებრივი დეკორაციით. ის უკვე ხელმისაწვდომია სხვადასხვა საიტებზე, საიდანაც გამოწერა შეგიძლიათ.
ტატუს მოდელები სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა. მათი გამოყენება სხვადასხვა სახით შეგიძლიათ.
თუ სამაჯური
ყელსაბამის ან რაიმე სახის მძივის შესაქმნელად, კომპლექტი ასევე შეიცავს ორ კალიბრიან ჯაჭვს. სტანდარტული ფერებია - ოქროსფერი, ვერცხლისფერი და შავი. ეს ყველაზე მოდური და ელეგანტური ვარიანტია. მათი გამოყენება შეგიძლიათ როგორც დღისით ასევე ღამით.
სხვადასხვაგვარი გეომეტრიული ფიგურები განუსაზღვრელი ფორმისა და რაოდენობისაა. მისი დახატვა შეგიძლიათ ყურზე, მასიური და რთლი ფიგურები სხეულის უფრო დიდ ნაწილზე.
მეტალის ტატუთი სხეულზე იხატავენ ეთნიკურ სარიტუალო ნიმუშებსაც, მაგალითად დღესდღეობით ძალიან მოდურია ინდური მოხატულობა.
მეტალიკ ტატუს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე ატარებენ: ფეხებზე, ხელებზე, ტერფებზე, ბეჭებსა თუ თეძოებზე, მაგრამ არა სახეზე. ტატუ მეტალის სტილში აუცილებლად უნდა გამოიყურებოდეს, როგორც აქსესუარის, ტანსაცმლის ან ნამდვილი ტატუს ნაწილი.
მეტალის ტატუ განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვისაც არ უყვარს მასიური აქსესუარების ტარება, თუმცა არ უნდა მოდას ჩამორჩეს. იდეალური დანამატია საცურაო კოსტუმზე. იკეთებენ ასევე ქორწილში ან პაემანზე.
ანა ვერძაძე