27 ივლისი, 2015
ტესტი თქვენი პიროვნების გამოსაცნობად - აირჩიეთ ორი ხე და ჩაწვდით თქვენი სულის სიღრმეებს
კარგად დაფიქრდით, დააკვირდით და აირჩიეთ ორი ხე. პირველი ხის დახასიათება საკუთარ თავთან თქვენი დამოკიდებულებაა. მეორე ხე კი ამხელს თქვენი სულის საიდუმლოებას, რომლის შესახებაც არაფერი იცოდით.

1. სტაბილური. თავისუფალი. უდარდელი.

ცხოვრობთ დღევანდელი დღით და ტკბებით ყოველი წუთით. არ გიყვართ მორცხვობა და აღმერთებთ სიურპრიზებს.

2. დამოუკიდებელი. ინდივიდუალური. პირდაპირი.

ყოველთვის მიჰყვებით საკუთარ გზას და ყურადღებას არ აქცევთ სხვებს. გაქვთ საკუთარი შეხედულებები და არასდროს იქცევით სურვილის საწინააღმდეგოდ. ხართ არტისტული.

3. მელანქოლიური. მგრძნობიარე. მშვიდი.

გიყვართ საკუთარ თავთან განმარტოება. არ მოგწონთ მოკლე საუბრები. ხშირად
აანალიზებთ საკუთარ და სხვის ქცევებს. ისწრაფვით შინაგანი ჰარმონიისკენ.

4. ლმობიერი. კეთილი. ჰარმონიული.

ხართ მატერიალისტი ადამიანი. თქვენი ნდობა ნამდვილად შეიძლება, გიყვართ უბრალოება და პირდაპირობა. არ მისდევთ მოდას, თქვენთვის მთავარი კომფორტულობაა.

5. საკუთარ თავში დარწმუნებული.

მხოლოდ საკუთარ თავზე ხართ დამოკიდებული. მძიმე სამუშაოს დროს არასდროს ვარდებით პანიკაში. საქმე ყოველთვის ბოლომდე მიგყავთ. არ ხართ დამოკიდებული გამართლებაზე და მიზნის მისაღწევად გულმოდგინედ შრომობთ.

6. განმსჯელი. ფრთხილი. მშვიდობისმოყვარე.

თქვენთან ურთიერთობა მარტივია,თუმცა ძალიან ახლოს არავის უშვებთ. გიყვართ ხმაურიანი ადგილები, მაგრამ განმარტოებასაც დიდ დროს უთმობთ. ხართ დამოუკიდებელი.

7. სწრაფი. თავდაჯერებული. ანალიტიკოსი.

კარგი აზროვნების წყალობით ადვილად ითვისებთ ახალ ინფორმაციას. გიყვართ საინტერესო ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. დაინტერესებული ხართ კულტურით. არ მისდევთ მოდას, გაქვთ განსაკუთრებული სტილი.

8. ემოციური. მერყევი. რომანტიკოსი.

მიჰყვებით გრძნობებსა და ოცნებებს. არ მოგწონთ რეალისტი ადამიანები და ცხოვრობთ თქვენს მიერ გამოგონილ სამყაროში.

9. აქტიური. კომუნიკაბელური. დინამიური.

ხართ ინიციატორი, გიყვართ ლიდერობა. ხშირად რისკავთ. გამჭრიახი გონება თქვენი წარმატების საწინდარია.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS