27 ივლისი, 2015
როგორ უნდა მოიქცეთ, როცა ქალი ტირის - რჩევა მამაკაცებს
პირველ რიგში გაარკვიეთ ვის ეკუთვის ქალი, რომელიც ტირის. თუ ის დაკავებულია, მისი დამშვიდება საშიშია. ხოლო თუ არავის ეკუთვნის, თქვენთვის დაიტოვეთ.

არასოდეს დაუსვათ მტირალ ქალს შემდეგი შეკითხვები: "რა გინდა?", "ვინ გაწყენინა?" "რა გავაკეთო?"

არ არის საჭირო სადმე გაქცევა, ვინმეს გადარჩენა ან დასჯა. რადგან მიხვდებით რომ არასწორ გზას ადგახართ.

არ ღირს მტირალ ქალს საჩუქარი აჩუქოთ. სჯობს ცხვირსაწმენდი მიაწოდოთ. დაიმახსოვრეთ! საჩუქრები მხოლოდ
მხიარულ ქალებს სიამოვნებთ - ეს მათ კარგ განწყობაზე აყენებთ.

თუ რჩევებს კვალდაკვალ მიჰყევით, ქალი კი ტირილს
აგრძელებს, სხვასთან კი მაინც არ მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თქვენგან ელის დამშვიდებას.

მიუახლოვდით, გამოიჩინეთ ინტერესი და აჩვენეთ თქვენი მოწყენილი სახე. არ არის საჭირო მტირალი ქალის თითოეულ სიტყვას გამოეკიდოთ. მთავარია, დროდადრო ღრმად ჩაისუნთქოთ და ნაზად ჩაეხუტეთ.

საუკეთესო მომენტი - თუ ქალი თქვენს ლოყაზე ცრემლს შენიშნავს ამ დროს მას ავიწყდება პირადი პრობლემები და ავტომატურად იწყებს თქვენს დამშვიდებას.

"თუ კაცი ტირის" - შეხსენება ქალებს

იყავით ტაქტიანები.თუ მამაკაცის თავშეკავებულ ქვითინს შენიშნავთ, თვალი აარიდეთ.

თუ ის თავშეუკავებლად ტირის - მხარზე ხელი მოხვიეთ.

თუ მამაკაცი მაინც აგრძელებს ტირილს - პამპერსი შეუმოწმეთ და ძუძუ აჭამეთ.

ანა ვერძაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS