27 ივლისი, 2013
რუსული დიპლომატიის ყველაზე სამარცხვინო დოკუმენტები
ფაქტია, რომ ამ შეთანხმებას მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა. მთავრობა რომ ნაკლებად მერყევი და უფრო სინდისიერი ყოფილიყო 1930-იან წლებში, იქნებ არც ყოფილიყო ეს სამარცხვინო მეორე მსოფლიო ომი. 1807 წლის 7 ივლისს მეფე ალექსანდრე I-მა და ფრანგმა იმპერატორმა ნაპოლეონ I-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას - ე.შ. ტილზიტურ ზავს, ფაქტობრივად კი რუსეთის კაპიტულაციას საფრანგეთის ახალგაზდა ზესახელმწიფოს წინაშე.

მაშინ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკურმა თამაშებმა და „პატარა კორსიკელის“ ზრახვებმა 1812 წლის ტრაგედია - სამამულო ომი გამოიწვია. რუსეთის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დოკუმენტია,
რომელმაც მსოფლიო არენაზე მოსჭრა მას თავი. ასეთი დოკუმენტები კიდევ არსებობს.

„დიმა იაკოვლევის კანონი“ - 2012 წლის ბოლოს რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები საბოლოოდ გაფუჭდა. ამერიკაში ბარაკ ობამას ხელისუფლებაში მოსვლით და დმიტრი მედვედევის შედარებით რბილი პოლიტიკით ბევრს ჰქონდა იმედი, რომ ეს ორი ქვეყანა საერთო ენას მოძებნიდა. მაგრამ „ტახტზე“ ვლადიმირ პუტინის დაბრუნებამ საბოლოოდ გააქარწყლა ეს იმედები: რუსეთის ფედერაციის შიგნით რეჟიმმა მკვეთრი ანტიამერიკანიზმისკენ აიღო გეზი. ე.წ. დიმა იაკოვლევის კანონის მიხედვით, აშშ-ის მოქალაქეებს აეკრძალათ რუსეთიდან ბავშვების შვილად აყვანა. რუსეთის ელიტამ ეს კანონი ქვეყნის იმიჯის საზიანოდ აღიარა, მსოფლიო მასშტაბით.

1994 წელს გერმანიიდან რუსეთის ჯარის გამოყვანა. გერმანიასთან ურთიერთობების საბოლოოდ დარეგულირების შესახებ შეთანხმება, რუსი პოლიტიკოსების აზრით, მიხეილ გორბაჩოვის გრანდიოზული შეცდომა იყო. დღეს გერმანიაში აღარ არის რუსეთის ჯარები, სამაგიეროდ - ამერიკულია. 20 წლის წინ კოლმა და ბუშმა საბჭოთა კავშირის მიმნდობი პრეზიდენტი კარგად გააცურეს.

1918 წლის ბრესტის მშვიდობა, რომლის მიხედვითაც საბჭოთა რუსეთმა გერმანიის რაიხის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა. თუ რუსეთი პირველ მსოფლიო ომს მოიგებდა, არც მეორე მსოფლიო ომი აღარ იქნებოდა, რომ ქვეყნის სათავეში ლენინის მეთაურობით მანიაკების ბრბო არ მდგარიყო. ლენინისა და მისი თანამოაზრეებისთვის მხოლოდ ერთი იყო მთავარი - ძალაუფლება - აბსოლუტური და უსასრულო. მისთვის სულერთი იყო, 50 მილიონი რუსი შეეწირებოდა ამას თუ 100 მილიონი. მთავარი კომუნიზმის აშენება და ბელადობის შენარჩუნება იყო. ალბათ ამიტომაც გადასცა 1918 წელს გერმანელებს რუსეთის ნახევარი, ხალხთან ერთად.

ალასკის გაყიდვა. დღეს ბევრი რუსი ირტყამს თავში ხელს, მაშინ კი, 1867 წელს, ალექსანდრე II-ის დიდებული რეფორმების პერიოდში, ცოტას თუ წარმოედგინა, რაში სჭირდებოდათ ასეთი შორეული და როგორც მაშინ ფიქრობდნენ, სრულიად ცარიელი და უსარგებლო მიწა. დღეს კი აშშ-ის შემადგენლობაში ალასკა ჰიდროკარბონატების, მტკნარი წყლისა და ტყის გიგანტური მარაგია, ასი წლის წინ კი - ოქროსიც. რომ აღარაფერი ვთქვათ სამხედრო-საჰაერო ბაზებზე, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე და ორი მატერიკის გადაკვეთის ადგილას სტრატეგიულ მდებარეობაზე. მილიონ-ნახევარი კვადრატული კილომეტრი რუსული მიწა კაპიკებში გაიყიდა, რუსეთის ხელმძღვანელობის უდარდელობის გამო.
Rating
მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი - 1939 წლის მშვიდობიანი შეთანხმება, რომელიც მაშინ სტალინმა დადო იმ იმედით, რომ გერმანელებთან ომს შეაფერხებდა ან ბრიტანეთის იმპერიას ჰიტლერთან ერთად გააცამტვერებდა. ვერასდროს გავიგებთ, რა ჰქონდა თავში ბელადს იმ მომენტში, თუმცა ეს სამარცხვინო შეთანხმება მაინც გააფორმეს. ფაქტია, რომ ამ შეთანხმებას მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა. მთავრობა რომ ნაკლებად მერყევი და უფრო სინდისიერი ყოფილიყო 1930-იან წლებში, იქნებ არც ყოფილიყო ეს სამარცხვინო მეორე მსოფლიო ომი.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS