26 ივნისი, 2015
ზოდიაქოს მე-13 იდუმალი ნიშანი გველმჭერი და მისი 15 უნიკალური თვისება
გველმჭერი - ზოდიაქოს მეცამმეტე ნიშანი, რომელიც რაღაც მიზეზის გამო ვერ მოხვდა ზოდიაქოს თანავარსკვლავედში.

მითოლოგიაში, გველმჭერი გაიგივებულია აპოლონის შვილთან, მკურნალობის ღმერთ ასკლეპიესთან, რომელსაც შეეძლო მკვდრები გაეცოცხლებინა.

გველმჭერის თანავარსკვლავედი, უკვე დიდი ხანია ცნობილია, ლათინურად მას "სერპენტარიუსს" უწოდებენ- "ადამიანი, რომელიც გველს ატარებს". ის 48 თანავარსკვლავედს შორისაა. გველმჭერი გამოსახულია, როგორც ადამიანი, რომელსაც ხელში უზარმაზარი გველი უჭირავს და ორ ნაწილად ყოფს მის სხეულს.

ასტროლოგებს ფორმალურად არ ჩაუთვლიათ გველმჭერი ზოდიაქოს ნიშნებს შორის, იმის გამო, რომ ამ ნიშანში მზე მხოლოს 19 დღეს
არის. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მორიელის თანავარსკვლავედის შემდეგ, მაშინვე გადავდივართ მშვილდოსნის თანავარსკვლავედში, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

სინამდვილეში მორიელის თანავარსკვლავედის შემდეგ მზე 19 დღის განმავლობაში ვიდრე მშვილდოსანის თანავარსკვლავედში გადავიდოდეს, გადის გველმჭერის თანავარსკვლავედს.

უკვე აღიარებული 12 ზოდიაქოს ნიშანი ყველასთვის ცნობილია, ხოლო ზოდიაქოს მეცამეტე ნიშნის შესახებ მხოლოდ რამდენიმემ თუ იცის. გველმჭერის აღიარება ასტროლოგებისთვის ცოტა არ იყოს არაკომფორტული

ახალი კალენდრის მიხედვით გველმჭერი მოიცავს პერიოდს - 30 ნოემბერი - 17 დეკემბერი.


გველმჭერის ძირითადი მახასიათებლები:

1. სიზმრების ამხსნელი, აქვს ძლიერი წინათგრძნობის უნარი;

2. იზიდავს წარმატებასა და ბედნიერებას;

3. მაღალი იდეალების მატარებელია. ადამიანი, რომელიც მშვიდობისა და ჰარმონიისკენ ისწრაფვის;

4. მედიცინის ან მეცნიერების დოქტორი;


5. მოწოდებულია მუდმივი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, ხელმძღვანელი, აქვს სხვების განკურნების უნარი;

6. არქიტექტორი, მშენებელი, ვარსკვლავებისკენ იწევს, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით;

7. საგადასახადო ინსპექტორი;

8. გარკვეულია ასტროლოგიაში, შესანიშნავი ექსტრასენსია;

9. აუცილებლად ეყოლება დიდი ოჯახი, მაგრამ ასაკში;

10. მისი იღბლიანი რიცხვია 12;

11. ჰყავს ფარული მტრები ოჯახში ან საახლობლო წრეში;

12. შესანიშნავი მშობელია;

13. ცხოვრებაში მაღალ პოზიციაზე დგას და სიკვდილის შემდეგაც ადიდებენ მის სახელს;

14. ბრძენი და გენიალური;

15. უყვარს ფერადი სამოსი.

ანა ვერძაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Irakli
9 aris tu 13 meti ?
20:28 / 18-11-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS