24 ივნისი, 2015
როგორია სინამდვილეში ჩეჩნური ქორწილის ტრადიციები და რატომ ტირის პატარძალი...
უცნაურია, მაგრამ დღემდე მხოლოდ უმნიშვნელო ცვლლებები მოხდა ამ სადღესასწაუალო ტრადიციებში, ჩეჩნური ქორწილი შედგება მთელი რიგი სპეციალური რიტუალებისგან შედგება, რაც მოიცავს, სიმღერას, მუსიკას და ცეკვას. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საკმაოდ მარტივი დღესასწაულია და შესასრულებელიც რთული არაფერია, მაგრამ საქმე ასე არ არის.

ჩეჩნური ქორწილის ტრადიციის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას ძალიან მკაცრი და განსაკუთრებული სიზუსტიც იცავენ, ყველა იმ პუნქტის გათვალისწინებით, რაც თაობიდან თაობას გადაეცემოდა წინაპრებისგან.

Rating

უცნაურია, მაგრამ დღემდე მხოლოდ უმნიშვნელო ცვლლებები მოხდა ამ სადღესასწაუალო ტრადიციებში, ასე
რომ თანამედროვე ქორწილიც ძალიან ჰგავს ძველს.

ფოტოებს, რომელებსაც ამჯერად წარმოგიდგენთ, ერთი შეხედვით საკმაოდ მძიმეა, რადგან თითქოს ისე ჩანს, რომ პატარძალია ძალიან უბედურია.

მოქმედება ერთ-ერთ ჩეჩნურ სოფელში ხდებამ ოჯახის ახლობლები პატარძალს სამსახსოვრო ფოტოს უღებენ მშობლების სახლში, რომელიც რამდენიმენიმე საათის შემდეგ უნდა დატოვოს.

როდესაც დრო მოდის, რომ პატარძალი მშობლიურ სახლს ემშვიდობება, გოგონების უმრავლესობა თავს ვერ იკავებს და ტირის.

მიუხედავად იმ სტერეოტიპისა რაც ჩეჩნურ ოჯახებზე ჩამოყალიბდა, რომ ქალი დაჩაგრულია, ამ შემთხვევაში პირიქით უნდა ითქვას, რომ დაოჯახებისას ძალიან დემოკრატიულები არიან. ჩეჩნეთში ძალით გოგონას არავინ ათხოვებს, რადგან მათ რელიგიურ კანონებს ეს ეწინააღმდეგება. ქალბატონების მიმართ ძალიან დელიკატური დამოკიდებულება აქვთ, იქნება ეს შვილი, და, თუ უბრალო ნაცნობი. ყველა მამაკაცი ვალდებულია პატივისცემით მოექცეს ქალბატონს და პატივი სცეს მის არჩევანს.

Rating

დათქმულ დღეს როგორც წესი, დაახლოებით შუადღეს გოგონას მისი მომავალი ქმრის მეგობრები და ნათესავები, ახლაგაზრდები და მოხუცები აკითხავენ. მათ შორის აუცილებელად არის მოლა, რომელიც გოგონას მამას მიმართავს ან თუ არ ჰყავს, მეურვეს, კითხვით მიმართავს, თანახმაა თუ არა რომ ეს ქორწინება შედგეს.

საუბრის შემდეგ მოლა გოგონასთან მიდის და ქალების თანდასწრებით ეკითხება, უნდა თუ არა გათხოვება.
დამსწრე ქალბატონები წარმოდგენილები არიან მოწმის სტატუსით, სასურველია ისინი იყვნენ უფროსები და გათხოვილები. გოგონას თანხმობის შემდეგ სასულიერო პირი ითხოვს გაიმეოროს მასთან ერთად ყურანიდან რამდენიმე სურა. მოგვიანებით, ის ასევე იწყებს საუბარს სიძესთან და მისგანაც იღებს თანხმობას, ცხადია მოწმეების თანდასწრებით.

Rating

პატარძლის მშობლები საქორწინო სუფრაზე არ მიდიან. და ზოგადად ამ დღესასწაულში მინიმალურ მონაწილეობას იღებენ, რადგან გოგონას გათხოვება ოჯახისთვის საკმაოდ მძიმე მოვლენაა.
მზითებს და საჩუქრებს პატარძალს ახალი ოჯახისთვის ბიჭის მხრიდან ნათესავები უმზადებენ და მათ მომავალ, ახალ სახლში მიაქვთ. ნეფე ამ დროს არ ჩანს. ის სპეციალურ მისთვის და მეგობრებისთვის განკუთვნილ ოთახში ზის და საკუთარ ქორწილს ზეიმობს.

Rating

ამიტომ პატარძალი მშობლების სახლიდან გამოჰყავს ბიჭის მეგობარს ან უახლოეს ნათესავს. ხშირად გოგონას ნათესავები საქორწინო კორტეჟს აფერხებენ, გზას კეტავენ ან თოკს ჭიმავენ, რადგან ბიჭის ახლობლებისგან ფული აიღონ. ეს არის ერთგვარი რიტუალი, თითქოს პატარძალს ჰყიდიან.

მეზობლის ბავშვები ყველანაირად ცდილობენ თავიანთი წილი გამოსასყიდი მიიღონ და ავტომობილებს წინ უდგებიან და არ აძლევენ საშუალებას პატარძლის ეზო დატოვონ. ხოლო ბიჭის მეგობრები პატარძლის გზამდე მისასვლელად მანქანებით სერიოზულ სანახაობებს აწყობენ.

თანამედროვე ჩეჩნური ქორწილები ახლა ხშირად რესტორნებში იმართება და არა ბიჭის სახლში, როგორც ადრე იყო. ლხინი გრძელდება სამი დღე და სამი ღამე. აქედან პირველი დღე რესტორანში ქეიფობენ. მხოლოდ საქორწინო ცერემონიალის დროს ეცნობა პატარძალი მომავალი მეუღლის ყველა ნათესავს. მანამდე კი მხოლოდ ბიჭის დებთან, მომავალ მულებთან აქვს მეგობრობის უფლება.

Rating

ლხინის განუყოფელი ნაწილია ნაციონალური ცეკვები, რომელიც ასევე სამ დღეს მოიცავს. სტუმრები ქორწილში ახალშეუღლებულთათვის საჩუქრებით მოდიან. ქალები ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთებით ხელდამშვენებულები მიდიან და ხშირად მიაქვთ ჭურჭელი, ქსოვილები, ხალიჩები, თეთრეული.

მამაკაცები კი ძირითადად საჩუქრების მაგიერ ფულს ჩუქნიან. ეს კიდევ ცალკე წესია, რომელიც როგორ ჩანს არასოდეს გადავა მოდიდან ჩეჩნურ ქორწილში.

Rating

მთელი დღის განმავლობაში პატარძალი მისთვის განკუთვნილ კუთხეში დგას, სადაც მასთან პერიოდულად მიდიან და ეცნობიან ახალი ნათესავები. დაჯდომა მხოლოდ მულების და დედამთილის ნებართვის შემდეგ შეუძლია, რომლებმაც სადმე ცალკე უნდა დასვან საერთო მაგიდების მიღმა.

სესილია კალაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლელა
Dამეტაჯა გული ეს რა უბრდურება.საცოდავი პატარდზალი
00:17 / 29-06-2015
გამოხმაურება / 0 /
....
სულ არ გაათხოვეს ჩეჩნეთში არასრულწლოვანი სამჯერ უფროს ზნედაცემულ თანამდებობის პირზე
17:09 / 24-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS