24 ივლისი, 2013
„კიბოს წამალი თავად ჩვენშია“
უამრავი ადამიანი მხოლოდ იმის გამო არ იტარებს სამედიცინო გამოკვ­ლევებს, რომ მას შესაძლოა კიბო აღმოაჩნდეს და ურჩევნიათ არაფერი იცოდნენ, ვიდრე „განწირულის“ დაღი ატარონ. ამ სიტყვის ხსენებაზეც კი ბევრ ჩვენგანს ჟრუანტელი უვლის. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ადამიანებს ყველაზე მეტად ამ სნეულების ეშინიათ. მათ აფრთხობს ტკივილი და ტან­ჯვა და, რაც ყველაზე მთავარია - ავადმყოფობის შეუქცევადობა, გარდაუვალი დასასრული, რასაც იგი იწვევს. „კიბო“ კვლავინდე­ბურად განაჩენივით ჟღერს, თუმცა დიდი ხანია ასე აღარ არის: ონკოლოგიურ დაავადებებს წარმატებით მკურნალობენ მთელ მსოფლიოში.

ჩვენ საკუთარი შიშის ტყვეობაში ვიმყოფებით და
ვერც ვაცნობიერებთ, რომ ამით ისევ ამ მძიმე სენს ვიზიდავთ, კიბოს წამალი კი თავად ჩვენშია... რიგი ექიმების აზრით, კიბო გა­ნაწყენებულთა ავადმყოფობაა, თუმცა, ცხადია, ამ თვალსაზრისს ყველა როდი იზიარებს. ანდა როგორ უნდა დაე­თანხმო, როდესაც იგებ, მაგალითად, ხუთი წლის გოგონას შესახებ, რომელიც ჰემობლასტოზით იტანჯება? ბავშვები ყველაზე მეტად სისხლმბადი ორგანოე­ბის კიბოთი სნეულდებიან. მაგრამ რას ნიშნავს „ყველაზე მეტად?“ სტატისტი­კის მიხედვით კიბოთი 450-დან ერთი ბავშვი შეიძლება დაავადდეს. შედარ­ებისთვის: პნევმონიაზე მოდის ბავშვთა სიკვდილიანობის საერთო რაოდენობის 19%, ხოლო ბანალური დიარეა, რასაც ხშირად სერიოზულად არც აღვიქვამთ, პატარების 18%-ს იწირავს. რა თქმა უნდა, კიბოთი გატან­ჯული ბავშვების მშობლებს ეს მონა­ცემები ვერ დაამშვიდებს, მაგრამ აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი...

იმაზე, რომ კიბო სულაც არ გახლავთ ისეთი საშინელი და იმდენად გავრცელებული დაავადება, როგორც ხშირად ჰგონიათ, რომ იგი საკმაოდ „დემონიზირებულია“ და სწორედ ამიტომ არის სახიფათო. არც ის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ უამრავი ადამიანი მხოლოდ იმის გამო არ იტარებს სამედიცინო გამოკვ­ლევებს, რომ მას შესაძლოა კიბო აღმოაჩნდეს და ურჩევნიათ არაფერი იცოდნენ, ვიდრე „განწირულის“ დაღი ატარონ.

ამასთან, მოზრდილ მოსახლეობაში სიკვდილიანობის 50-55% გულსისხლ­ძარღვთა დაავადებებზე მოდის. კიბო საიქიოში სამჯერ ნაკლებს ისტუმრებს - სულ 17%-ს, მაგრამ ვის ახსოვს ეს? ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოთ­ვალეს, რომ თუკი, ბოლოს და ბო­ლოს, კიბოს წამალს გამოიგონებენ და ეს დაავადება არსებობას შეწყვეტს, კაცობრიობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი წლით გაიზრდება, მაგრამ თუ ზედმეტი წო­ნის პრობლემას გადაწყვეტენ, ადა­მიანები მთელი ოთხი წლით უფრო მეტ ხანს იცოცხლებენ! აქედან კი რა გამოდის? ის, რომ კიბო არც ისე სა­შიშია, როგორც მას ხატავენ...

არსებობს მითი იმის შესახებ, რომ კიბოს წამალი უკვე არსებობს. უბრალოდ, ექიმები და ფარმაცევტები უმალავენ მას მოსახლეობას, რათა ზღაპრული მოგება არ მოაკლდეთ, ონკოლოგიურ ავადმყოფთა მკურნალო­ბა ხომ ძალზე ძვირი ჯდება. მაგრამ საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ, არა­ვითარი შეთქმულება არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს კიბოს უნივერსალური წამალი. ეს დასახ­ელება ხომ ავთვისებიან წარმონაქმნთა ორასზე მეტ სახესხვაობას აერთიანებს.

ყოველ სიმსივნეს განსხვავებული ზრ­დის თავისებურებები და კლინიკური გამოვლინებები აქვს, ანუ ეს ორასზე მეტი სხვადასხვა დაავადებაა და ყვე­ლას თავისებური მკურნალობა ეს­აჭიროება. გავრცელებული აზრი იმის შეს­ახებ, რომ სწორედ საკუთარი ცხოვრე­ბით უკმაყოფილება იწვევს სიმსივნურ დაავადებებს, ცხადია, საკამათოა და ოფიციალური მედიცინა მას ბოლომდე არც იზიარებს. მაგრამ საკმარისია შინ­აურულად დაველაპარაკოთ ამა თუ იმ ონკოლოგს, რომ კულუარულ საუბრებ­ში იგი გულწრფელად აღიარებს: კიბო უიღბლო, სასოწარკვეთილი ადამიან­ების დაავადებაა, რომლებმაც დაკარგეს ცხოვრების ინტერესი და გამუდმებით სტრესს განიცდიან. ფსიქოლოგებს კი ეჭვი არ ეპარებათ - ონკოლოგია ნეგატიური ენერგიის დაგროვების შედე­გია.

იგი ჭამს ორგანიზმს, ადამიანის სული და სხეული ხომ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს ადა­მიანებმა უძველესი დროიდან მიაქციეს ყურადღება. პირველი ცნობები ამის შესახებ ჯერ კიდევ ძველეგვიპტურ პაპირუსებში გვხვდება. ჩვენი წელ­თაღრიცხვით მე-2 საუკუნეში რომ­აელმა ესკულაპმა გალენმა შენიშნა, რომ გულმხიარული
ქალები გაცილე­ბით ნაკლებად ავადდებიან კიბოთი, ვიდრე ის ქალბატონები, რომლებიც უმეტესად სევდიან განწყობაზე არიან.

თითქმის თხუთმეტი საუკუნის შემდეგ კი მისმა ინგლისელმა კოლეგამ, ექიმმა ჯონ ჰენდრონმა თავის სამედიცინო ტრაქტატში პირდაპირ მიუთითა კი­ბოსა და „იმ ცხოვრებისეული ტრაგე­დიების ურთიერთკავშირზე, რომლე­ბიც დიდ უსიამოვნებებსა და კაეშანს იწვევენ“ . იმავე აზრს გამოთქვამდნენ ექიმები მე-18 და მე-19 საუკუნეებშიც. თავიანთ შრომებში ისეთ ფენომენებს, როგორებიცაა „პირქუში ხასიათი“ , „სულიერი განცდები“ , „აუხდენელი ოცნებები“ , „იმედგაცრუება“ , „ძლიერი მღელვარება“ - კიბოს თანამგზავრებს უწოდებენ და ხშირად მის პირდაპირ მიზეზებადაც კი მიიჩნევენ!

პირველი სერიოზული სამუშაო, რომელიც მიეძღვნა ადამიანის ნეგა­ტიური ემოციებისა და ონკოლოგი­ის შესაძლო კავშირს, ჩაატარა ინგ­ლისელმა ექიმმა სნოუმ, 1893 წელს. მისი 250 ონკოლოგიური პაციენტი ქალიდან 156-მა ასეთი რამ განაცხადა: ავადმყოფობას წინ უსწრებდა სერიო­ზული უსიამოვნებები და ახლობელ ადამიანთა დაკარგვა. 43 ქალბატონს კიბო, შესაძლოა, განუვითარდა რაღაც მექანიკური დაზიანებების შედეგად, თუმცა ამ ჯგუფიდან 15-მა ქალმა სა­ვარაუდო მიზეზებად ასევე დაასახელა მათ თავს დატეხილი უბედურებები.

32-მა პაციენტმა თავისი უკიდურესი გაჭირვება აღიარა და წუხდნენ, რომ იძულებული იყვნენ მძიმე სამუშაოები შეესრულებინათ. და მხოლოდ 19-მა ავადმყოფმა ვერ შეძლო, სნეულების გამომწვევი მიზეზები დაედგინა. ამ მონაცემთა საფუძველზე სნოუ შემდეგ დასკვნამდე მივიდა: „კიბოს სხვადასხვა ფორმის გამომწვევი ყვე­ლა შესაძლო მიზეზიდან  შედარებით მძლავრია ნევროტიკული ხასიათის მიზეზები. მათგან ყველაზე ხშირია სულიერი განცდები, რასაც მოჰყვე­ბა გაჭირვება და ქანცის გამწყვეტი შრომა“ .

მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ექიმები ადამიანის ემოციური მდგომარეობისა და კიბოს კავშირის თაობაზე საო­ცრად ერთსულოვნები იყვნენ, მაგრამ პროგრესმა ანესთეზიის, რადიო, ხოლო შემდეგ ქიმიოთერაპიის, აგრეთვე ახა­ლი ქირურგიული მეთოდების „სახით“ წერტილი დაუსვა მსგავს გამოკვ­ლევებს.

ამიერიდან ორი მიმართულება - ფსიქოლოგია და ფიზიოლოგია - თავთავიანთი გზით წავიდა, ჩვენ კი მივიღეთ ამ სნეულების საოცარი შიში და მისი წარმოქმნის მიზეზთა სრული გაურკვევლობა... თუმცა, ცხადია, ისინი იყვნენ და არიან კიდეც - ენთუზიასტები, რომ­ლებიც ემოციური მდგომარეობისა და კიბოს კავშირს იკვლევენ. ოფიციალურ სამედიცინო წრეებში დამკვიდრებული ჩვეულების თანახმად, მათ ნაშრომებს სკეპტიკურად ეკიდებიან, თუმცა მათ ეს სულაც არ აღელვებთ.

ელიდა ევანსი - კარლ იუნგის მიმდევარი - ერთ-ერთი ასეთი მკვლევარი იყო. ონკოლოგიურ ავადმყოფებზე მრა­ვალწლიანი დაკვირვებების შედეგად მან ასეთი რამ დაასკვნა: „კიბო - ეს გახლავთ პაციენტის ცხოვრებაში გადაუჭრელი პრობლემების არსებო­ბის სიმპტომი“ . თუ მის ნაშრომებს დავუჯერებთ, ამ სახის ავადმყოფთა რიგები ივსება იმ ადამიანთა ხარ­ჯზე, რომლებიც პირველ ადგილზე გარშემო მყოფთა ინტერესებს აყენებენ და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ საკუ­თარი ინდივიდუალობის განვითარებას. მათ ხშირად უწოდებენ „წმინდანებს“ , თუმცა სწორედ ისინი ექცევიან რისკის ჯგუფში.

ამერიკელი ფსიქოლოგი ლოურენს ლეშენი კიდევ უფრო შორს წავიდა: კიბოთი დაავადებული 500 პაციენტის გამოკვლევის შემდეგ მან ონკოლო­გიური ავადმყოფის ტიპური სურათი შექმნა. მაშ ასე, ამ ადამიანს „არ შეუძლია მრისხანების გამოხატვა, გან­საკუთრებით თავდაცვის მიზნით. იგი გრძნობს თავის არასრულფასოვნებას და არ მოსწონს საკუთარი თავი, გან­იცდის დაძაბულობას ერთ ან ორივე მშობელთან ურთიერთობისას. ტანჯავს უიმედობისა და უმწეობის გრძნობა“ .

იმავე 500 ავადმყოფობის ისტო­რიის მეშვეობით ლეშენმა გამოავ­ლინა ოთხი მთავარი ასპექტი მათ ცხოვრებაში, ვისაც საშინელი დიაგ­ნოზი დაუსვეს:
„1. ამ პაციენტების ახალგაზრდობა აღინიშნებოდა მარტოობით, მიტოვებუ­ლობით, სასოწარკვეთით. ადამიანებთან ზედმეტი სიახლოვე მათ აშინებდათ და სახიფათოდ ეჩვენებოდათ.
2. თავიანთი ცხოვრების ადრეულ პერიოდში პაციენტებმა დაამყარეს ღრმა, მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი ურთიერთობები რომელიმე ადამიანთან ანდა დიდ სიამოვნებას იღებდნენ თა­ვიანთი სამუშაოსაგან. რაღაც დროის განმავლობაში ეს მათი არსებობის აზრად იქცა, ამის გარშემო ვითარდე­ბოდა მთელი მათი ცხოვრება.
3. შემდეგ ეს ურთიერთობები გაქრა მათი ცხოვრებიდან. მიზეზები სრულიად განსხვავებული შეიძლებო­და ყოფილიყო: საყვარელი ადამია­ნის სიკვდილი ან მასთან განშორება, ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადას­ვლა, პენსიაზე გასვლა, ბავშვის და­მოუკიდებელი ცხოვრების დაწყება და ა.შ., რის შედეგადაც ისევ სასოწარკვეთა დაეუფლათ.
4. ამ ავადმყოფთა ერთ-ერთ ძირითად თა­ვისებურებას წარმოად­გენს ის, რომ მათი სა­სოწარკვეთილება ვერ პოულობს გამოსავალს, ის მათში რჩება. მათ არ შეუძლიათ გადმოანთხიონ ტკივილი, მრისხანება თუ გაბოროტება სხვებზე“ . ჯონ ჰოპკინსის უნი­ვერსიტეტის ფსიქოლოგ კეროლაინ თომასის გამოკვლევებმა დაადგინა კიბოთი დაავადებულთა უმეტესო­ბისათვის დამახასიათებელი კიდევ ერთი თვისება: ისინი განეკუთვნები­ან პიროვნების ისეთ ფსიქოლოგიურ ტიპს, რომლისთვისაც დამახასიათებე­ლია უიმედობის მდგომარების განცდა.
საკუთარი თავის ჩიხში მომწყვდევა ადვილია. შემთხვევითი არ გახლავთ, რომ დეპრესია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადება ხდება. მაგრამ სასოწარკვეთიდან, სიცოცხ­ლის ინტერესის დაკარგვიდან ონკო­ლოგიამდე ერთი ნაბიჯია. ამიტომ ყოველი ადამიანი, რომელსაც დიდხანს და ბედნიერად სურს სიცოცხლე, უპ­ირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში უნდა გაერკვეს და დაადგინოს, რას მოაქვს მისთვის სიამოვნება და რა უვსებს გულს სიხარულით. და რა დასკვნა შეიძლება გაკეთ­დეს აქედან?

ისწავლეთ ბრძოლა დეპრესიებთან, ცუდ გუნება-განწყობასთან და რაც მთავარია - დანაკარგებთან. გი­ყვარდეთ თქვენი ახლობლები, მა­გრამ საკუთარი თავიც არასოდეს დაივიწყოთ. აიმაღლეთ თვითშეფასება, განავითარეთ თქვენი ნიჭი და უნარი. ნუ დაისახავთ დიად მიზნებს - ნუ იქნებით მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულნი, ნუ დათრგუნავთ თქვენს ემოციებს, გან­საკუთრებით ნეგატიურს, განთავისუ­ფლდით მათგან. ხოლო თუ არ შეგი­ძლიათ სათანადო ტონით მიმართოთ ადამიანს, რომელმაც შეურაცხყოფა მოგაყენათ, ღიად დაუპირისპირდ­ეთ მას, მაშინ სახლში სპორტული „მსხალი“ მოიწყვეთ, შეუბრალებლად დაუშინეთ მუშტები და ყოველ დარ­ტყმაში ჩადეთ მთელი თქვენი განაწყ­ენება, უსიამოვნებები, გაბოროტება და იმედგაცრუება. თავს ძალზე მკა­ცრად ნუ განსჯით, პირიქით, სცადეთ შეიყვაროთ საკუთარი თავი.

იცხოვრეთ ლამაზი, სრული ცხოვრებით და ყველაფერი გააკეთეთ, რათა ყოველმა დღემ, შეძლებისდაგვარად, სიხარული მოგიტანოთ. და ყველაზე მთავარი - რეგულარულად ეწვიეთ ექიმს. და მაშინ ვერაგი კიბო თქვენკენ თავისი მარწუხის გამოწვდენასაც კი ვეღარ გაბედავს.

პაატა გეგელაშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
გიორგი
გამარჯობათ როგორ დავუკავშირდეთ ქალბატონ მზიას
17:05 / 07-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
„კიბოს წამალი თავად ჩვენშია“ უკვე 11 წელია ვუყურებ როგორ ახერხებს ქალბატონი მზია ადამიანის ორგანიზმის შინაგანი რესურსების გამოყენებით მე-3 სტადიის კიბოს დამარცხებასაც. მე-4 უკვე გვიანია, მაგრამ სიცოცხლეს უხანგრძლივებს ტანჯვის გარეშე. რაც მთავარია ადრეულ სტადიაზე შეუძლია აღმოჩენა და ამ შემთხვევაში გაჯანსაღება იოლია. ასე, რომ კიბო დაუმარცხებელი არაა. მთავარია დროულად აღმოაჩინი და სწორი მიმართულებით წაიყვანო მკურნალობა. წელიწალში 2-ჯერ მაინც ქალბატონ მზიასთან ვიზიტი და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
11:12 / 25-07-2017
გამოხმაურება / 0 /
თინიკო
არაჯანსაღი ცხოვრების წესი...ძალიან ბევრი მიზეზი ამასთან ერთად...მლნ
21:24 / 19-11-2016
გამოხმაურება / 0 /
მეკო
ისე,მეც მგონია,რომ კიბოს საწინააღმდეგო წამალი არსებობს,მაგრამ შეგნებულად არ ამბობენ თუ არ აწყობთ ეგ უკვე აღარ ვიცი...ისე რომ დავფიქრდეთ 21-ე საუკუნაში მედიცინა რომელიც ასე განვითარდა და წინ მიიწევს რა გახდა ერთი კიბოს წამალი ვეღარ გამოიგონეს????თუ ისტორიას გადახედავთ 12-ე საუკუნეში თამარ მეფესაც კიბო ქონია.წყაროები ასე იუწყებიან,ხოდააააა განიკურნა ქალი....ანუ რა დასკვნამდე მივდივართ??? იმედია არ დაბლოკავთ.
11:02 / 19-11-2016
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
მართალი ბრძანდებით. სტრესმა,რომელიც გამოიწვია შოთა ზაზაშვილის უსამართლო და უგნურმა გადაწყვეტილებამ,ჯანმრთელობა მეც შემირყია.ღმერთი მას და მისნაირებს აუცილებლად მოკითხავს.
14:43 / 28-07-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS