22 ივლისი, 2013
ოლიგარქების მდიდარი ქალიშვილები ასპარეზზე გამოდიან
დები სამკაულების დიზაინერები არიან, რამდენიმე წლის წინ საკუთარი კომპანიაც დააარსეს. ნიუ-იორკში სწავლობდნენ, ახლა კი მოსკოვში არიან ხშირად. მსხვილი ბიზნესმენების შვილები შესაშური საპატარძლოები და სასიძოები არიან. წელს რუსეთის უმდიდრესი მემკვიდრეების სიას ლეონიდ მიხელსონის 21 წლის ქალიშვილი ვიქტორია ედგა სათავეში. მამამისის ქონება 13 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
მაშინ ვიქტორია მამამისის ერთადერთ მემკვიდრედ მიიჩნიეს, მისი სავარაუდო მილიარდები დათვალეს და ამიტომ ერგო ეს პოზიცია. თუმცა მოულოდნელად ვითარება შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ მიხელსონის დიდ იმპერიას კიდევ ერთი მემკვიდრე ჰყავს - მისი ექვსი
წლის ვაჟი მეორე ქორწინებიდან. შესაბამისად, თუ მამის ქონება ორად გაიყოფა, ვიქტორიას ნაკლები ერგება და რეიტინგშიც პირველ ადგილს დაკარგავს. ვიკა 15 წლის იყო, როცა მამამისმა საყვარელი გაიჩინა, სახლიდანაც წავიდა და მერე შვილიც გაუჩნდა. თუმცა ჯერჯერობით წყვილი შვილს მალავს. ახალი ოჯახი მიხელსონს ესპანეთში ჰყავს, პენტჰაუსში.

გადავხედოთ სხვა პატარძლებსაც, მსხვილი ბიზნესმენებისა და გავლენიანი ადამიანების ქალიშვილებს. ტატიანა ევტუშენკოვა სააქციო ფინანსური კორპორაცია ''სისტემის'' მფლობელის ვლადიმერ ევტუშენკოვის ქალიშვილია. 37 წლის ტატიანა დირექტორთა საბჭოს წევრია და მამის კომპანიაში საკმაოდ აქტიურად მუშაობს.
Rating
ანასტასია შუბსკაია მსახიობ ვერა გლაგოლევასა და ხომალდების მფლობელის, კომპანია ''ალიანსის'' პრეზიდენტ კირილ შუბსკის ქალიშვილია. 20 წლის ანასტასია საპროდიუსერო ფაკულტეტზე სწავლობს მოსკოვის უნივერსიტეტში.
Rating
ეკატერინა რიბოლოვლევა
კომპანია ''ურალკალიუმის'' ყოფილი მფლობელის, ახლა კი საფეხბურთო კლუბ ''მილანის'' მეპატრონის დიმიტრი რიბოლოვლევის ქალიშვილია. 23 წლის ეკატერინამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა, პრესტიჟულ ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობდა. ახლა ნიუ-იორკში ცხოვრობს მამის ნაყიდ 90 მლნ- დოლარიან პენტჰაუსში.
Rating
23 წლის ეკატერინა ფედუნი ''ლუკოილის'' თანამფლობელისა და საფეხბურთო კლუბ ''სპარტაკის'' მფლობელის ლეონიდ ფედუნის ქალიშვილია. ორი უმაღლესი დაამთავრა და ახლა ლონდონში მსხვილ პიარსააგენტოში მუშაობს.
Rating
სონია და კატია გაიდამაკები - მედიაჰოლდინგ ''გაერთიანებული მედიის'' ყოფილი მფლობელის, საფრანგეთის, ისრაელის, კანადისა და ანგოლის მოქალაქე არკადი გაიდამაკის ქალიშვილები არიან. დები სამკაულების დიზაინერები არიან, რამდენიმე წლის წინ საკუთარი კომპანიაც დააარსეს. ნიუ-იორკში სწავლობდნენ, ახლა კი მოსკოვში არიან ხშირად.
Rating
ეკატერინა ბონი კომპანია ''ალკორი და კოს'' დირექტორის კირილ მურდაკოვის ქალიშვილია. მამამისს ეკუთვნის პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ქსელი, ასევე აფთიაქების ქსელი მოსკოვში. 23 წლის ეკატერინას ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და კონსალტინგურ კომპანიაში მუშაობს.
Rating
ევა ხანი ''ტნკ-ვრ მენეჯმენტის'' აღმასრულებელი დირექტორის გერმან ხანის ქალიშვილია. შარშან დაამთავრა პრესტიჟული სკოლა მოსკოვში და ლონდონში გააგრძელა სწავლა.
ანასტასია ფუკსი დეველოპერული კომპანია Mოს ჩიტყ Gროუპ-ის მეთაურის პაველ ფუკსის მემკვიდრეა. 18 წლის გოგონა ერთი პერიოდი ტანსაცმლის დიზაინერად მუშაობდა, ახლა კი ლონდონში სწავლობს.
Rating
ელენ მანასირი
ჰოლდინგის ''სტროიგაზკონსალტინგის'' პრეზიდენტის ზიად მანასირის მემკვიდრეა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სერიალ ''ჟურფაკშიც'' ითამაშა მთავარი როლი.
Rating

მოამზადა ლელა ზურებიანმა 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS