21 მაისი, 2015
სერიალების ყველაზე სასურველი ქალები
''მაფიაზე გათხოვილს'' პრომოუშენს ენრიკე იგლესიასი უკეთებს
საქართველოში თურქულ და ესპანურენოვან სერიალებს ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ქართული არხებიც, რასაკვირველია, არ სწყვეტენ გულს სერიალების თაყვანისმცემლებს და მათ სხვადასხვა ახალი ნამუშევრით ანებივრებენ. ტელეფილმების წარმატების მთავარი ღერძი საინტერესო და ორიგინალური სასიყვარულო ამბებია, მათ ცენტრში კი აუცილებლად ლამაზი წყვილი უნდა იდგეს. ქართულ არხებზე ამჟამად ოთხი ყველაზე რეიტინგული სერიალი გადის, რომელთა მთავარ ლამაზმანებსაც წარმოგიდგენთ დღევანდელ ნომერში.

პაოლა ნუნიესი - ''პალიტრა ტვ'', ''მაფიაზე გათხოვილი''. გარდა მსახიობობისა, პაოლა ტელეპროდიუსერიც გახლავთ. პაოლა ნუნიეს რივასი
12 წლის იყო, როდესაც თეატრალური კარიერა დაიწყო და 16 წლისა უკვე კინომსახიობიც გახდა. მან შესაბამისი განათლებაც მიიღო. 20 წლის ასაკში პაოლამ ოჯახიდან წასვლა და დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა.

ალბათ, თავისი მტკიცე ხასიათის გამო შეძლო შესანიშნავი კარიერის აწყობა. დღეს არა მხოლოდ ერთ-ერთ ულამაზეს მექსიკელ ქალად მიიჩნევა, არამედ უამრავ ისეთ პროექტში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც სახელი მთელ მსოფლიო- ში გაუთქვა და მაღალი კლასის მსახიობად ჩამოაყალიბა, მათ შორისაა სერიალი ''მაფიაზე გათხოვილიც'', რომლის თაყვანისმცემლები მის გარეგნობას განსაკუთრებულად უსვამენ ხაზს. ზემოხსენებულ სერიალს ამერიკაში მდებარე ცნობილი კომპანია ''ტელემუნდო'' იღებს და გამორჩეულად პოპულარულია ამერიკის შეერთებული შტატების ესპანურენოვან მოსახლეობას შორის, ასევე ევროპაში. სწორედ ამიტომ, ''მაფიაზე გათხოვილს'' პრომოუშენს ენრიკე იგლესიასი უკეთებს.

ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მექსიკელი ქალბატონი 2013 წლიდან დანიშნულია როდოლფო ვალდესზე, თუმცა ჯერჯერობით არ დაქორწინებულან.

ეჯე უსლუ - ''იმედი'', სერიალი ''შავი ვარდი'' - პოპულარულმა თურქმა მსახიობმა ქალმა თავისი პირველი როლი 1991 წელს მიიღო, თუმცა პოპულარობა მასთან მოგვიანებით მივიდა, 2002 წელს, როდესაც მთავარი როლი შეასრულა სერიალში ''ზერდა''. კინოში 20-წლიანი კარიერის განმავლობა- ში 13 ფილმსა და სერიალშია გადაღებული. '

Rating

'შავ ვარდში'' 39 წლისაა, თუმცა არაჩვეულებრივად გამოიყურება. თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალი გათხოვილი არ გახლავთ და არც ფოტოკამერების წინ ზედმეტად გულახდილი სამოსით პოზირების პრობლემა აქვს. ეჯე ლამაზმანია, რომელსაც 40 წლის ასაკშიც არ დაუკარგავს მოხდენილი ფიგურა და ახალგა-ზრდული იერი, თუმცა ეს ხელს არ უშლის, უფრო ასაკიანი ქალების როლებიც შეასრულოს.

ბერგუზარ კორელი, ''რუსთავი 2'', ''ქარადაი'' - ბერგუზარ კორელის ბედი თავიდანვე გან-საზღვრული იყო. მისი დედ-მამა მსახიობები არიან. ბერგუზარიც, ნიჭთან ერთად, სილამაზითაც გამოირჩეოდა, ამიტომაც არ გაუჭირდა სამსახიობო კარიერის აწყობა. დღეს არაბულ სამყაროში ერთ-ერთ განსაკუთრებულ ქალად მიიჩნევა.

Rating

სკანდალურია მისი პირადი ცხოვრება. ქალის სილამაზეს ვერ გაუძლო პოპულარულმა თურქმა მსახიობმა ჰალიტ ერგენჩმა, ცოლს გაშორდა და ბერგუზარი შეირთო. მეორე ნახევართან მას შვილი, ალი შეეძინა. წყვილი ბედნიერად ცხოვრობს, კორელი კი შვილის გაჩენის შემდეგ სერიალებში გადაღებას აგრძელებს.

ტუბა ბუიუკუსტუნი, ''მაესტრო'', სერიალი ''შავი ფული და სიყვარული'' - სტამბოლელი ლამაზმანი თურქული სერიალების ვარსკვლავი გახლავთ. მანამდეც იყო ამ სფეროში ჩართული, მაგრამ ნამდვილი აღიარება 2005 წელს მოიპოვა, ერთ-ერთ სერიალში შესრულებული როლით.

Rating

შემდეგ იყო საკმაოდ ბევრი სერიალი და რამდენიმე წლის წინ პირველი კინოროლიც, რომლისთვისაც ''ემიზე'' იყო წარდგენილი. ტუბა თურქეთის ''იუნისეფის'' კეთილი ნების ელჩია.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
თიკო
ტუბა ყველაზე ლამაზი და გამორჩეულია მაგას ვერავინ ჯობია.ყველაზე მაგრად თამაშობს.
23:52 / 03-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ტუბა აღიარებულია ერთ ერთ ულამაზეს ქალად აზიის ქვეყნებში ბერენ საატი კი უბრალოდ კარგი ქალია
11:51 / 26-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ბერენია თუ საატი -ატანა არ მაქვს!
03:07 / 26-08-2015
გამოხმაურება / 0 /
!!!!!
ნურ აისანიც გამორჩატ და ბევრი ლამაზი მსახიობი ყავთ! ყვე;ლას განსაკუთრებულად ლამაზი თვალები აქვს!!!! არც ჩვენ გვაწყენდა ახალი, ლამაზი მსახიობების შერჩევა.... სულ ერთი და იგივე ვულგარული და ვითომ სექსუალური სახეები რომ ჩანს, მარაზიებში უფრო ლამაზი ხალხი მუშაობს!!!!
00:21 / 26-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ელენა
ჩემი პაოლააააააააააა ულამაზესია ვერცერთი თურქი ვერ შეედრებააააა
19:51 / 10-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS