11 მაისი, 2015
11 მიზეზი რატომ უნდა იცხოვროთ მარტომ 20 წლის ასაკში
მშობლების ფრთის ქვეშ ზრდა-განვითარება(რომელიც საკმაოდ დიდხანს იწელება) ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია. დედის კალთას მაშინაც კი ვერ ვშორდებით როდესაც ზრდასრულები ვართ.

უცხოეთში 18 წლის ასაკში შვილი ბარგს ალაგებს, სახლიდან მიდის და დამოუკიდებლად იკვლევს გზას. საქართველოში სიგარეტის ან ჰიგიენური საფენის ფულის უფროსებისთვის თხოვნა სავსებით მიღებულია, ცალკე ცხოვრებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი! ამ სტატიაში წაიკითხავთ 11 მიზეზს თუ რატომ უნდა იცხოვროთ მარტო.

1. შუადღემდე არ მოგიწევს საკუთარ ოთახში გამოკეტვა იმისთვის რომ მშობლებთან სერიოზული (საკმაოდ არასასიამოვნო)
საუბარი აცილო თავიდან. შენ ხომ
გუშინ ჩვეულებრივზე უფრო გვიან დაბრუნდი სახლში...

2. თუ შენმა ძმამ(დამ) შინ მეგობარი მოიყვანა ღამის გასათენებლად, საცვლის ამარა ვერ იტანტალებ.

3. ოჯახის წევრებს ვერ აუკრძალავ ქეიფსა და დროსტარებას მაშინ როდესაც შენ ძალიან ბევრი სამუშაო ან სამეცადინო გაქვს.

4. არ მოგიწევს საყვედურების სმენა იმის შესახებ, რომ არ ალაგებ.

5. ტელევიზორის პულტში არავინ გეცილება.

6. ბანაობისა და თავის მოწესრიგებისთვის არ გიწევს რიგში დგომა და ლოდინი. შხაპის მიღებისას კარზე არ გიკაკუნებენ და
გიყვირიან მალე გამოდიო.

7. შენი გადასაწყვეტია როდის გაანიავებ სახლს, ჩართავ გათბობას ან კონდიციონერს.

8. არავინ დაგიწყებს ჭკუის დარიგებას თუ სახლში მთვრალი დაბრუნდები.

9. არავინ გეცილება სამოსსა და საკვებში.

10. შეგიძლია ხმამაღლა იმღერო და არავინ შეაწუხო.

11. არავინ აკონტროლებს შენი კაბის სიგრძეს და დეკოლტის სიღრმეს.

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლელა
საიდან იგონებთ?
00:30 / 12-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS