16 ივლისი, 2013
კოსტა-რიკამ შეცდომით დააკანონა ერთსქესიანი ქორწინება
გონს მოსულები პრეზიდენტ ლაურა ჩინჩილიას მიადგნენ, რომ მას ვეტოს უფლებით ესარგებლა, მაგრამ პრეზიდენტმა უარი განაცხადა პარლამენტის შეცდომის გამოსწორებაზე და კანონს ხელი მოაწერა.
კოსტა-რიკა მესამე ქვეყანა გახდა ლათინურ ამერიკაში, სადაც ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზება მოხდა. თანაც, ამ გარდაქმნაში პარლამენტს არ მიუღია მონაწილეობა.

როდესაც კანონმდებლებს შესწორებები შეჰქონდათ, ეგონათ, რომ მხოლოდ ფორმულირებას ცვლიდნენ, სინამდვილეში კი ისეთი გარემო შექმნეს, რომ ერთსქესიანი ქორწინების გაფორმება გახდა შესაძლებელი.

გონს მოსულები პრეზიდენტ ლაურა ჩინჩილიას მიადგნენ, რომ მას ვეტოს უფლებით ესარგებლა, მაგრამ პრეზიდენტმა უარი განაცხადა
პარლამენტის შეცდომის გამოსწორებაზე და კანონს ხელი მოაწერა.

შედეგად, დეპუტატები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - მათ უცოდინარობის გამო ჰომოსექსუალური კავშირის ლეგალიზაციას დაუჭირეს მხარი. ჟურნალისტები ერთხმად აკრიტიკებენ პარლამენტარებს, რომელთათვის ნორმა გახდა, არ წაიკითხონ კანონპროექტები,

„არადა, რისთვის ვუხდით ფულს ხალხის რჩეულთ? ამიტომაც, ჩინჩილიამ უნდა მოაწეროს ხელი ამ კანონს თუნდაც იმის გამო, რომ დეპუტატებმა ჯერ წაიკითხონ და მერე მოაწერონ ხელი კანონპროექტებს და მხოლოდ მივლინებებსა და შვებულებებზე არ იფიქრონ“.

ჟურნალი „რეიტინგი“


ბეჭდვა