16 ივლისი, 2013
კოსტა-რიკამ შეცდომით დააკანონა ერთსქესიანი ქორწინება
გონს მოსულები პრეზიდენტ ლაურა ჩინჩილიას მიადგნენ, რომ მას ვეტოს უფლებით ესარგებლა, მაგრამ პრეზიდენტმა უარი განაცხადა პარლამენტის შეცდომის გამოსწორებაზე და კანონს ხელი მოაწერა.
კოსტა-რიკა მესამე ქვეყანა გახდა ლათინურ ამერიკაში, სადაც ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზება მოხდა. თანაც, ამ გარდაქმნაში პარლამენტს არ მიუღია მონაწილეობა.

როდესაც კანონმდებლებს შესწორებები შეჰქონდათ, ეგონათ, რომ მხოლოდ ფორმულირებას ცვლიდნენ, სინამდვილეში კი ისეთი გარემო შექმნეს, რომ ერთსქესიანი ქორწინების გაფორმება გახდა შესაძლებელი.

გონს მოსულები პრეზიდენტ ლაურა ჩინჩილიას მიადგნენ, რომ მას ვეტოს უფლებით ესარგებლა, მაგრამ პრეზიდენტმა უარი განაცხადა
პარლამენტის შეცდომის გამოსწორებაზე და კანონს ხელი მოაწერა.

შედეგად, დეპუტატები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - მათ უცოდინარობის გამო ჰომოსექსუალური კავშირის ლეგალიზაციას დაუჭირეს მხარი. ჟურნალისტები ერთხმად აკრიტიკებენ პარლამენტარებს, რომელთათვის ნორმა გახდა, არ წაიკითხონ კანონპროექტები,

„არადა, რისთვის ვუხდით ფულს ხალხის რჩეულთ? ამიტომაც, ჩინჩილიამ უნდა მოაწეროს ხელი ამ კანონს თუნდაც იმის გამო, რომ დეპუტატებმა ჯერ წაიკითხონ და მერე მოაწერონ ხელი კანონპროექტებს და მხოლოდ მივლინებებსა და შვებულებებზე არ იფიქრონ“.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ვაიკიკი
ჩინჩილია მაგარია)) ეგ ნაღდად არ გააუქმებდა ისეთი გვარი აქვს.
03:27 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაური
ლაურა ჩიჩუა არის მეგრელი და მერე გვარი გადაიკეთა სატრიპაჩოდ...
17:07 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალო
ეს ლაურა მარგალია, მაგალითად?
15:28 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თამთა
ჩვენც ყურადღებით უნდა ვიყოთ. მასეთი "ჩინჩილიებით" სავსეა პარლამენტი და არც პრეზიდენტი გვყავს ნაკლები. ემანდ ჩვენც არაფერი შემოგვატყუონ!
12:16 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
რა გვარის პრეზიდენტიც ყავთ, ისეთივე დეპუტატები არიან!
10:41 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS