20 აპრილი, 2015
4 შეცდომა რომელსაც ყველა ახალბედა მამა უშვებს და მათი მოგვარების გზები
მამობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ზოგიერთი მამაკაცი ამას მაშინ აცნობიერებს როდესაც პარტნიორის ორსულობის შესახებ იგებს და მისი მუცლის ზრდას აკვირდება, სხვები კი მხოლოდ მაშინ, როცა შვილს პირველად აიყვანენ ხელში. არავინ დაიტრაბახოს, რომ მამობა ადვილია. ყველა ახალბედა მშობელს ეშინია, რომ მამის(დედის) მოვალეობებს ვერ გაუმკლავდება, რაღაც შეეშლება და პატარას დააზარალებს. ამ სტატიაში წაიკითხავთ ოთხ შეცდომას,რომლესაც თითქმის ყველა ახალბედა მამა უშვებს. ჩვენ დაგეხმარებით მათ მოგვარებაში.

1. ღელავენ მაშინ როდესაც სადარდებელი არაფერია

რა თქმა უნდა, ბუნერბივია როდესაც უჩვეულო (მისთვის ახალ) სიტუაციაში მამა
ღელავს და არ იცის როგორ მოიქცეს, მაგრამ საჭირო არ არის გამუდმებით პანიკაში ცხოვრება. ბავშვი სულ სიცოცხლისა და სიკვდილსი ბეწვის ხიდზე არ გადის.

როგორ გამოვასწროთ შეცდომა: გაესაუბრეთ გამოცდილ მშობლებს, თუნდაც საკუთარს.

2. შიში იმისა, რომ შვილი ხელიდან გაუვარდება

მამები ბავშვის ხელში აყვანას ერიდებიან, ეშინიათ რომ ხელიდან გაუვარდებათ. თუ ამ შიშს თქვენზე დაუფლების საშუალებას მისცემთ, ვერასდროს დაამყარებთ ბავშვთან ფიზიკურ კავშირს, რაც აუცილებელია. მცირე ასაკში იგი სიტყვებით ვერ გაგებინებთ თავის სურვილებს, სამაგიეროდ მოხუტებით სიყვარულს ან მადლიერებას გამოხატავს, ფეხების მორტყმით კი - უკმაყოფილებასა და პროტესტს.

როგორ გამოვასწოროთ შეცდომა: უყურეთ მეულეს როგორ უჭირავს ბავშვი, როგორ უკავებს მას თავს და სად ჰკიდებს ხელებს. თავიდან მისი თანდასწრებით გაიმეორეთ იგივე, შემდეგ - დამოუკიდებლად. ეცადეთ თავდაჯერებული იყოთ, ნუ დაფრთხებით თუ პატარა მოულოდნელად სპონტანურ მოძრაობას გააკეთებს ან ატირდება.

3. დაკარგული დრო

როდესაც მამა-შვილი პირველად რჩება ერთად მარტო (დედა სამსახურშია, მეგობართან, საყიდლებზე ან სხვა საქმეზე), მშობელი ცდილობს ბავშვი დააძინოს. სინამდვილეში, ბავშვის განვითარებისთვის უმჯობესია მამა მას ეთამაშოს, ელაპარაკოს ან უმღეროს.

გამოსავალი: არ მოიშოროთ თავიდან შვლები. მათთან კონტაქტისაც თქვენც გაერთობით და ისიამოვნებთ. ბავშვთან ურთიერთობა დადებითად აისახება მოზრდილი ადამიანის ფსიქიკასა და განწყობაზე. კომპიუტერი, ტელევიზორი და ძმაკაცები დაიცდიან! თქვენი ბავშვი კი გაიზრდება და დროს უკან ვერ დააბრუნებთ.

4. შვილზე ზრუნვის პასუხისმგებლობას გაურბიან

მამა თავს არ იწუხებს ისეთი ყოფითი პრობლემების მოგვარებით, როგორიცაა დასვრილი პამპერსის გამოცვლა, შემდეგ შვილის დაბანა ან მისი სველი სალფეტკით გაწმენდა. არც ყოველ ოთხ საათში ანჯღრევს ბოთლს შვილის გამოსაკვებად. ბავშვი გრძნობს როცა მასზე ზრუნავენ... ზრუნვა არ არის მხოლოდ საფერებელი სიტყვების რახარუხი ან მის წინ სათამაშოს ქნევა. შვილს საქმით უნდა დაუმტკიცოთ, რომ გიყვართ. მისი ნდობა უნდა მოიპოვოთ. თუ პატარა არ გენდობათ თქვენ შორის გაუცხოება კედელივით აღიმართება. (შეიძლება სიტყვა ,,მამა" საკმაოდ გვიან თქვას.)

გამოსავალი: გადაინაწილეთ მოვალეობები თქვენ და თქვენმა მეუღლემ, დღეში ორჯერ თქვენ აჭამეთ და გაასუფთავეთ, დანარჩენ შემთვევაში - დედამ, ღამით თუ ატირდება თავი შეიწუხეთ, ლოგინიდან ადექით და ხელში აიყვანეთ. ასე ცოლსაც შეუმსუბუქებთ დედობის სირთულეს.

რადა მახარაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS