17 აპრილი, 2015
''კრიტიკული დღეები მაქვს'' - 7 მიზეზი, რომელსაც ქალები სექსისგან თავის დასაღწევად იგონებენ
1. ქალში მთავარი სილამაზე კი არა, მისი სულიერებაა

ქალებისთვის ასეთი მოსაზრება ყოველთვის მისაღებია. ეს ფრაზა განსაკუთრებით ისეთ ქალებშია აქტუალური, რომლებიც სილამაზით არ გამოირჩევიან. ამ მოსაზრებას ნაწილობრივ მამაკაცებიც იზიარებენ, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში აქცენტს ყოველთვის გარეგნულ ეფექტებზე აკეთებენ.

2. მოგვიანებით დაგირეკავ

ეს კლასიკური სატელეფონო ფრაზაა. ძირითადად მას ქალები მაშინ იყენებენ, როცა კონკრეტულ მამაკაცთან ურთიერთობის განვითარება არ სურთ. შემდგომ დარეკვის შემთხვევაში კი თქვენთვის სასურველი ქალი ან აბაზანას იღებს, ან სძინავს. ან მობილური ტელეფონი სახლში დარჩა. ეს ფრაზა შემდეგნაირადაც
შეიძლება გადავთარგმნოთ: ''მე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს, ვიდრე თქვენთან საუბარია''.

3. მომწონხარ, როგორც მეგობარი ან მომწონხარ, როგორც ძმა

ასეთ სიტუაციაში ალბათ ნებისმიერი მამაკაცი ერთხელ მაინც ჩავარდნილა, როცა გოგონას რომანტიკულ ვახშამზე დაპატიჟებთ და გგონიათ, რომ მიზნის მიღწევა ძალიან ადვილია, ამ დროს ქალის მიერ წარმოთქმული ფრაზა - ''მე მეგობარივით მიყვარხარ'' - მეხის გავარდნის ტოლფასია. თუ ქალი ამ ფრაზას ამბობს, მისი ქვეტექსტი ასეთია: ''შენ ჩემს იდეალს არ შეესაბამები''.

4. სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ

ასეთ ფრაზას, როგორც წესი, ქალები იშვიათად ამბობენ. ეს უფრო მამაკაცური ფრაზაა. თუ ქალმა ამგვარი ფრაზა წარმოთქვა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მის გემოვნებაში ვერ ჩაჯექით. მისი ქვეტექსტი შემდეგნაირია: ''შენ არც ლამაზი ხარ, არც ბევრი ფული გაქვს, ერთმანეთს რატომ უნდა დავუახლოვდეთ?''

5. კრიტიკული დღეები მაქვს

ქალებისათვის ეს ფრაზა სიტუაციიდან თავის დაღწევის ყველაზე მარტივი საშუალებაა. რომანტიკული ვახშმისა და ქუჩაში სეირნობის შემდეგ, როცა საქმე საწოლამდე მიდის, ქალი ცდილობს, ყალბი ბიოლოგიური მიზეზებით თავი აარიდოს სექსს.

6. დღეს - არა, თავი მტკივა; ძალიან დავიღალე; ხასიათზე არ ვარ

ეს გათხოვილი ქალების ყველაზე საყვარელი ფრაზებია. მათ მაშინ იშველიებენ, როცა ცდილობენ, ცოლქმრულ ვალდებულებებს თავი აარიდონ, ასეთ შემთხვევაში მამაკაცს არაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი მოძებნოს.

7. მინდა, ბედნიერი გაგხადო

თუ ქალმა თქვენთან ასეთი ფრაზა წარმოთქვა, თქვენს საფულეს სერიოზული დარტყმა ემუქრება, სიფრთხილე გამოიჩინეთ. ხშირ შემთხვევაში ქალები მამაკაცებს სიურპრიზებს მათივე ფინანსებით უკეთებენ. თუ ეს ფრაზა ქალმა საწოლში წარმოთქვა, მაშინ ჩათვალეთ, რომ სექსში ის იქნება ინიციატორი და მისი ყველა მოთხოვნა უნდა შეასრულოთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Ina
მე-6ს ვერ ვეთანხმები, ქალის სექსუალობაზე მოქმედებს სტრესი, გადაღლა და სხვ. თუ კაცს ამის გაგება არ შეუძლია და მეძავებთან წავა, უნდა გაშორდე მაშინ საერთოდ!
15:36 / 20-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS