17 აპრილი, 2015
ირანის შაჰის ჰარამხანის სილამაზის საიდუმლო - რატომ შემოსა ცოლები ბალერინას კაბებით
სამი ერთმანეთზე ულამაზესი ცოლი ჰყავდა, თუმცა მათგან სორაია განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა ''ვისაც ვინ უყვარს, იმის ლამაზი ის არისო'' - ალბათ, რთულია წინაპრების ეს ანდაზა არ გაგხსენებოდათ, როდესაც გასულ კვირას სოციალურ ქსელში ირანის შაჰის ჰარამხანის ქალბატონებს გადაავლებდით თვალს.
''ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ირანის შაჰის ცოლები'' - სტატიებმა ამ სათაურით ''ფეისბუქი'' ააფეთქა. წყარო ერთ-ერთი რუსული საიტი გახლდათ.

სურათებიდან ჩასუქებული, მრგვალსახიანი ად
ამიანები იმზირებიან, გადაბმული წარბებით და ბალერინებივით ჩაცმულები. სტატიის სათაური თითქმის არ პასუხობს შინაარსს, რადგან რთულია იმის დაჯერება, რომ ამ ფოტოებზე ნამდვილად ქალები არიან ასახულნი.

ნასერ ედ-დინი 1858-1896 წლებში ატარებდა ირანის შაჰის ტიტულს. მის შესახებ ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ განსაკუთრებულად უყვარდა სურათების გადაღება და ამისთვის დროს არ იშურებდა.

შაჰი საკმაოდ დიდი ჰარემის მფლობელი გახლდათ. ნასერს 90 ცოლი ჰყავდა, რომლებსაც ხშირად უღებდა სურათებს სხვადასხვა პოზაში, ხანდახან საკმაოდ გულახდილსაც და საკუთარ სახლში, ფოტოლაბორატორიაში ბეჭდავდა. ოდესღაც საიდუმლო სურათები დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა დავა, ამ ფოტოებზე ქალები არიან, თუ კაბებში გამოწყობილი კაცები, სოციალურ ქსელში დღემდე გრძელდება.

ბავშვობიდან ხშირად გვსმენია და ამ თემაზე ფილმებიც არსებობს, რომ ირანის შაჰს საქართველოდან ტყვედ ულამაზესი ქართველი გოგონები მიჰყავდა, ამიტომაც ძნელია იმის დაჯერება, რომ ამ ქალბატონებიდან რომელიმე შეიძლება, ქართველიც იყოს, მაგრამ რეალობა თურმე სულ სხვანაირი ყოფილა.


Nasseredin Shah and his 84 wives

მე-19 საუკუნის შაჰის კარის მოდა, დიახ, ასეთი ყოფილა, კარგად ჩასუქებული ქალბატონები, გადაბმული წარბებით და თქვენ წარმოიდგინეთ, შესამჩნევი ულვაშითაც კი. ზოგიერთი ქალბატონი, რომელსაც მცირეოდენი ულვაში ბუნებრივად არ ამოსდიოდა, ნახშირით იხატავდა ტუჩის ზედა ნაწილს.

Rating

რაც შეეხება მათ უცნაურ და შეუსაბამო ჩაცმულობას, თურმე შაჰი პეტერბურგში ბალეტს დასწრებია და ისე მოსწონებია ბალერინები, რომ გადაწყვიტა, თავისი ჰარემის ქალები მათ მსგავსად, ''პაჭკა'' კაბებით შეემოსა, თუმცა თავსაფრის თანხლებით, მსუქან, ულვაშიან ქალბატონებზე ეს სამოსი ნამდვილად კომიკურად გამოიყურება. ამის მიუხედავად, არსებობს ჰარემის ქალების ფოტოები გრძელ კაბებში, სადაც საკმაოდ ქალურად გამოიყურებიან.

Rating

შაჰისთვის ზოგიერთი მათგანი იმდენად საყვარელი ყოფილა, რომ მათთვის სპეციალური ფოტოსესიების მოწყობაც არ დაზარებია, თუმცა კიდევ ერთ საყურადღებო მომენტზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას - ცნობილია, რომ ჰარამხანაში საჭურისებიც ცხოვრობდნენ, ანუ მამაკაცები, რომლებსაც გარკვეული მოსაზრებების გამო, ჰარემში მცხოვრებ ქალებს რომ არ შეხებოდნენ და მათთან ინტიმური ურთიერთობა არ დაემყარებინათ, სასქესო ორგანოებს აჭრიდნენ, ამიტომ გამორიცხული არ არის, კადრში რომელიმე მათგანიც მოხვედრილიყო.

სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს ფილოსოფოსი ლაშა ბაქრაძე საკმაოდ საინტერესოდ გამოეხმაურა.

''ორ კვირაზე მეტია, რაც ქართული ''ფეისბუქი'' აჟიტირებულ-აღფრთოვანებულია ირანის შაჰის ჰარემის სურათებით. არადა, ამ ფოტოების დიდი ნაწილი, რომელიც ასეთი ენერგიით ვრცელდება, ჩვენ მუზეუმში 2011 წელს გამოვფინეთ, თან ავტორის - ანტონინ სევრუგინის მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაბეჭდილი ორიგინალები, მაგრამ, რასაკვირველია, ასეთი დოზით მასობრივი ისტერია ვერ გამოვიწვიეთ - როდის ყოფილა, რომ შინაური მღვდელი ფასობდა.

Rating

რუსული საიტებიდან გადმოქართულებული ტყუილებით სავსე სტატია თუ არ დაიდო, ისე ინტერესს ვერ გამოიწვევ.
გაზიარებული სურათების დიდი ნაწილი საერთოდ არ არის შაჰის ჰარემში გადაღებული, სხვა ჰარემისა და საროსკიპოს სურათებია, რაც მათ სულაც არ უკარგავთ ფასს'', - წერს ბაქრაძე.

სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეოცე საუკუნის ოციანი წლების შემდეგ სილამაზის სტანდარტები ძალიან შეიცვალა. ირანის უკანასკნელი შაჰს რეზა ფეჰლევის (1941-1979 წწ.) სამი ერთმანეთზე ულამაზესი ცოლი ჰყავდა, თუმცა მათგან სორაია განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა.

Rating

უკანასკნელი შაჰი ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ იძულებით ემიგრაციაში წავიდა და კაიროში გარდაიცვალა.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
მარაფეტ
ხალხო ეროვნული მუზეუმის მისამართი ხომ არ იცით ვინმემ?
11:07 / 27-04-2015
გამოხმაურება / 0 /
zuba
ამათზე როგორ ჰქონდა ერექციაა საცოდავი შახი
17:53 / 20-04-2015
გამოხმაურება / 0 /
სოსო
ამის მერე კესარია-ბესარიას დამწუნებლის ჩემდათავად....
20:21 / 19-04-2015
გამოხმაურება / 0 /
წარბები გადაბმულ ორბის ფრთებს მიგიგააავსსსს
ირმა ნადირაშვილის ბაღნობა გამახსენდა,ბოლოდან მეორე სურათი....
10:29 / 18-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ელ
პირველ სურათში რომ ქალია, როგორ ჰგავს მიშა ანდღულაძეს, გადავირიე :)))
14:37 / 17-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS