15 ივლისი, 2013
გაკოტრებული მდიდრები
საბოლოოდ სახელმწიფოს წინაშე მისმა ვალმა 15 მლნ დოლარი შეადგინა. ამის გამო სამი წლით ციხეში უკრეს თავი და მხოლოდ წელს აპრილში გათავისუფლდა. ამ იღბლიანებს მოკლე დროში გაუმართლათ და ნამდვილ მდიდრებად იქცნენ: ერთი წარმატებული როლით ან მომგებიანი სარეკლამო კონტრაქტით, რასაც ხშირად მსახიობისა თუ მომღერლისთვის მილიონები მოაქვს. თუმცა ისეც ხდება, რომ მათ იღბალი ტოვებს: ძველი კონტრაქტი მთავრდება, ახალს აღარ სთავაზობენ, სადღაც ''ფეხი გადაუბრუნდებათ'' , ან ყოფილი მეორე ნახევარი წაართმევს ქონების ნახევარს. გარდა ამისა, რეიტინგისა და იმიჯის შესანარჩუნებლად გადადგმულ
სხვადასხვა ნაბიჯს, საზოგადოებაში გამოჩენას ასევე სერიოზული კაპიტალდაბანდებები სჭირდება - ძვირად ღირებული მოდელიერებისა და სტილისტების მომსახურება თუ სხვა რამ. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ახალგამომცხვარი მილიონერი შეიძლება კვლავ ჯიბეგაფხეკილი აღმოჩნდეს. ამგვარი სცენარი ჰოლივუდში არც ისე იშვიათია. გთავაზობთ რამდენიმე ამბავს ცნობილების შესახებ, რომელთაც მრავალმილიონიან ქონებასთან გამომშვიდობება მოუხდათ და გაკოტრდნენ.

მომღერალ ტონი ბრექსტონს პრესაში უკვე უწოდეს ''ქალი-ბანკროტი'' . მის ცხოვრებაში იყო აღმაფრენა და დაცემა, გაკოტრება, განქორწინება, შვილის ავადმყოფობა და სცენაზე დაბრუნება. პირველად გაკოტრების შესახებ 1998 წელს გამოაცხადა - მაშინ მისი ვალი 4 მლნ დოლარს შეადგენდა. მაშინ ვალების დასაფარავად მომღერლის მთელი ქონება გაიტანეს გასაყიდად. მეორედ 2010 წლის ოქტომბერში გაკოტრდა – მისი ვალები 50 მლნ დოლარს შეადგენდა. ძირითადად, ხმის ჩამწერ კომპანიებთან კონტრაქტის მიხედვით სავალდებულო პირობების დაუცველობის გამო.

სიაში პირველი უდავოდ პამელა ანდერსონია. 2012 წელს გაირკვა, რომ ''მალიბუს მაშველების'' ვარსკვლავს მილიონზე მეტი ვალი აქვს. მან ვერ გადაუხადა სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც მალიბუში მის მამულს უვლიდნენ, ასევე ბოლომდე ვერ გადაუხადა გადასახადები სახელმწიფოს. შედეგად, პემმა სახლი გასაყიდად გაიტანა, რომლის ფასი 8 მლნ დოლარია. იმედია, შეძლებს მის გაყიდვას და ვალების დაფარვას, თორემ ქამრის სერიოზულად შემოჭერა მოუწევს.
Rating
როცა გადასახადებზეა ლაპარაკი, მაშინ ყველას ლინდსი ლოჰანი ახსენდება. გამუდმებით სასამართლო დარბაზებში მყოფ სკანდალისტ მსახიობს საგადასახადო უწყებებთანაც ჰქონია პრობლემები. მისი ვალების ნაწილი მისმა კოლეგამ და მეგობარმა ჩარლი შინმა გადაიხადა, თუმცა ლინდსის კიდევ დარჩა რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ოდენობის ვალი და ამის გამო მოუხდა ლოს-ანჯელესში მდებარე სახლის გაყიდვა და ნიუ-იორკში დედასთან გადაბარგება.

მსახიობი უესლი სნაიპსი თავისი სიხარბისა და სიბრიყვის გამო არა მარტო ქონებას გამოემშვიდობა, ციხეშიც აღმოჩნდა. მსახიობი გადასახადების გადახდისთვის ცდილობდა თავის არიდებას და ყალბ დეკლარაციებს წარადგენდა. საბოლოოდ სახელმწიფოს წინაშე მისმა ვალმა 15 მლნ დოლარი შეადგინა. ამის გამო სამი წლით ციხეში უკრეს თავი და მხოლოდ წელს აპრილში გათავისუფლდა.

ცნობილი ამერიკელი შოუმენი და ბიზნესმენი ლარი კინგი უკვე ''სი-ენ-ენ'' -ზე მუშაობდა წამყვანად, როცა მისმა ყოფილმა საქმიანმა პარტნიორმა ფულის უკანონო მითვისებაში ამხილა. ეს 1978 წელს მოხდა. სასამართლოს შემდეგ კინგმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, თუმცა რამდენიმე წელში მისმა ჭკუამ და უნიკალურმა ბიზნესალღომ მისცა საშუალება, კვლავ გამდიდრებულიყო.

ნიკოლას კეიჯმა თავისი კარიერის განმავლობაში სხვა კინოვარსკვლავებზე მეტი გამოიმუშავა - 150 მილიონ დოლარამდე. თუმცა ლამაზი ცხოვრების სიყვარულმა გააკოტრა: უაზროდ ყიდულობდა სახლებს, სასახლეებს, იახტებს, თვითმფრინავებს, ექსკლუზიურ ავტომანქანებს და მთელი ქონება გახარჯა. კრიზისის დროს მისი ძვირად ღირებული უძრავი ქონებაც გაუფასურდა და სამი წლის წინ აღიარა, რომ სახელმწიფოს წინაშეც ჰქონია ვალი - 14 მლნ დოლარი. მას თითქმის მთელი ქონების გაყიდვამ მოუწია, რომ ციხეში ან ხიდის ქვეშ არ აღმოჩენილიყო.
Rating
უბერებელი ლამაზმანი კიმ ბესინჯერიც აღმოჩნდა ერთხელ ფინანსურ კრიზისში. 1993 წელს ერთ-ერთმა კინოკომპანიამ უჩივლა კონტრაქტის შეუსრულებლობის გამო და 8,9 მლნ დოლარი მოუგო. კიმმა გაკოტრების შესახებ გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით შეძლო, თავი დაეძვრინა ამ მდგომარეობიდან.

მაიკლ ჯეკსონმა კარიერის განმავლობაში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. თუმცა ახერხებდა, გაცილებით მეტი დაეხარჯა - წელიწადში 20-დან 30 მლნ დოლარამდე. 2005 წელს ამას დაემატა პედოფილიაში ბრალდება და სასამართლო პროცესი, რამაც მისი ფინანსური მდგომარეობა გააუარესა. შედეგად, 2007 წელს თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. 2009 წელს, როცა გარდაიცვალა, 374 მლნ დოლარი ვალი დატოვა.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS