15 ივლისი, 2013
ჯია ხანი ბოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავი დეპრესიას ემსხვერპლა
ჯია ხანი ჩამომხრჩვალი იყო და ამჟამად სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა თვითმკვლელობის მიზეზებზე ვერავინ ვერაფერს ამბობს გასულ კვირას სრულიად ბოლივუდი და ინდური კინოს მოყვარულები ახალგაზრდა ვარსკვლავის მოულოდნელი სიკვდილის მომსწრენი გახდნენ. 25 წლის მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი ჯია ხანი ინდოეთში, მუმბაისთან ახლოს, ქალაქ ჯუხუში, საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს.

ჯია ხანი ჩამომხრჩვალი იყო და ამჟამად სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა თვითმკვლელობის მიზეზებზე ვერავინ ვერაფერს ამბობს. არც სიკვდილის წინ დაწერილი ბარათი აღმოუჩენია ვინმეს. ჯიას ცხედარი გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში დედამისმა იპოვა.

ბოლივუდის
ცნობილმა მსახიობებმა უკვე გააკეთეს პირველი კომენტარები, ჯიას დაკრძალვას კი ბოლივუდის მთელი ელიტა ესწრებოდა.

საქმის ძიებისას პოლიციელებმა უცნობ ფაქტს მიაკვლიეს - შვიდი თვის წინ მსახიობს უკვე ჰქონია თვითმკლელობის მცდელობა. მას ვენები გადაუჭრია - საავადმყოფოში მისი შეყვარებულის მეგობრებს მიუყვანიათ. თუმცა ეს ფაქტი მაშინ მასმედიისთვისაც უცნობი დარჩა. მართალია, მაშინ ჯია გადარჩა, თუმცა, როგორც ჩანს, თვითმკვლელობა არ გადაუფიქრებია.

რაც შეეხება მის შეყვარებულს, რომელთანაც მას არცთუ მარტივი ურთიერთობები ჰქონდა და თვითმკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად ესეც სახელდება, იგი სურაჯ პანჩოლია, ინ
დოეთში ცნობილი მსახიობების ადიტ პანჩოლისა და ზარინა ვახაბის ვაჟი.

ახალგაზრდებს ერთმანეთი ''ფეისბუქით'' გაუცნიათ და დამეგობრდნენ. 25 წლის ჯიას და 22 წლის სურაჯს ერთმანეთი შეუყვარდათ, თუმცა ბოლო პერიოდში ჯიამ სურაჯზე ეჭვიანობა დაიწყო და კონკრეტულ ადამიანსაც ასახელებდა, ვისთანაც სურაჯს სავარაუდოდ ინტიმური კავშირი ჰქონდა. დაკითხვაზე სურაჯმა აღნიშნა, რომ ჯია ზედმეტად მომთხოვნი მიჯნური იყო. ''მთელი არსებით ვუყვარდი. ერთი დღეც რომ არ დამერეკა, ბრაზობდა და ეჭვიანობდა. მთხოვდა, ყოველ ნახევარ საათში დამერეკა ან მესიჯი მიმეწერა'' .

თვითმკვლელობის ღამესაც ბიჭისთვის რამდენიმე მრისხანე მესიჯი გაუგზავნია და ახსნა-განმარტებებს სთხოვდა. დაახლოებით საღამოს 8 საათზე ჯიას ბიჭისთვის უთქვამს,
რომ ახალი პროექტი შესთავაზეს და გახარებული იყო. ბიჭმა ყვავილების თაიგული გაუგზავნა მილოცვის ნიშნად, თუმცა შეხვედრაზე უარი უთხრა, მოუცლელობა მოიმიზეზა. ღამით წყვილმა კიდევ ილაპარაკა ორი წუთი, ღამის 11 საათზე კი გოგონამ თავი მოიკლა... რაზე ილაპარაკა წყვილმა ბოლოს, ჯერჯერობით უცნობია.
Rating
გოგონა მუმბაის სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი მიჯნური ემოციებს ვერ უმკლავდებოდა და დიდხანს ვერ აწყნარებდნენ...

ანჯელინა ჯოლის გავლენით მიღებული ფსევდონიმი

ჯიას ნამდვილი სახელი ნაფისა იყო. ის 1988 წლის 20 თებერვალს დაიბადა ნიუ-იორკში. მისი დედა ცნობილი ინდოელი მსახიობი რაბინ ამინია. როგორც მოგვიანებით ჯია ამბობდა, მსახიობობა ჯერ კიდევ 6 წლისამ გადაწყვიტა, როცა რამ გოპალის ინდური ფილმი ''მხიარულა'' ნახა და კამერის წინაც ბავშვობაშივე აღმოჩნდა, ფილმში ''ერთი ნახვით სიყვარული'' .

ნიუ-იორკიდან ჯიას ბრიტანულ-ინდური წარმომავლობის ოჯახი ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა მას მერე, რაც ჯიამ ლი სტრასბურგის თეატრისა და კინოს ინსტიტუტი დაამთავრა, ფესვებისკენ გაუწია გულმა და ინდოეთში გადავიდა, სადაც დაიწყო კიდეც კინოში მოღვაწეობა. იქვე შეიცვალა სახელი ნაფისა და ჯია დაირქვა. ეს ფსევდონიმი აიღო ანჯელინა ჯოლის გმირის პატივსაცემად ფილმიდან ''ჯია'' (1998 წ.).

ბოლივუდში დებიუტი შედგა ფილმით ''ძნელია სიყვარულს ენდო'' - 2007 წელს. ამ ფილმმა მას დიდი წარმატება მოუტანა, თუნდაც იმიტომ, რომ პარტნიორობას ინდოეთის სუპერვარსკვლავი ამიტაბხ ბაჩანი უწევდა. სურათში ჯიას 18 წლის ლოლიტას როლი ერგო - სურათი ნაბოკოვის ''ლოლიტას'' მოტივებზე იყო გადაღებული.

მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული

ხანმოკლე კარიერის განმავლობაში ჯიამ მოსაწრო ინდოეთის სხვა მთავარ ვარსკვლავებთან ერთად თამაშიც, მათ შორის ამირ ხანსა და აკშაი კუმარასთან. ბოლოს კი 2010 წელს გამოჩნდა ფილმში ''სავსე სახლი'' , რომელშიც მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. მას მერე ხანგრძლივი შესვენება ჰქონდა და როგორც ამბობენ, ამ ამბავს ძალიან განიცდიდა. სავარაუდოდ, თვითმკვლელობამდე მისი დეპრესიული მდგომარეობა ამანაც გამოიწვია - სირთულეებმა კარიერაში და მომავლის შიშმა, რასაც სასიყვარულო განცდებიც დაემატა.
გარდა მსახიობობისა, ჯია კარგი მოცეკვავე იყო, სხვადასხვა სახეობის ცეკვით იყო გატაცებული - რეგი, მუცლის ცეკვა, ლამბადა, სალსა, სამბა. ბევრმა ისიც არ იცოდა, რომ ჯია ოპერის მომღერალი იყო და ასევე ექვსი სიმღერა ჰქონდა ჩაწერილი პოპის სტილში, ჯერ კიდევ 16 წლისას.
Rating
ჯიას თავისი მეგობრების დახმარებით სრულფასოვანი ალბომის გამოცემაც ნდომებია, რომელსაც რატომღაც თავი ვერ მოაბა. უყვარდა ექსპერიმენტები და სურდა, რომ მისი ალბომი ყოფილიყო ბრიტნი სპირსის, მადონასა და ლაუნჯის სტილის მუსიკის (ე.წ. მუსიკა ჰოლისთვის - ტერმინი პოპულარულ მუსიკაში მსუბუქი, ფონური მუსიკის აღსანიშნავად, რომელიც თავდაპირველად ხშირად ჟღერდა სასტუმროების ჰოლებში, კაფეებში, ლიფტებში - მთარგმ.) ნაზავი.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS