15 ივლისი, 2013
18 წლის უკრაინელი გოგონას გაქცევის ამბავი საბჭოეთიდან
1990 წელს ისინი გაიყარნენ და გოგონა გაუჩინარდა ელიტური ქრონიკების გვერდებიდან, ისევ ჩვეულებრივ ადამიანად იქცა. 16 წლის საბჭოელი უკრაინელი გოგონა ლილია გასინსკაია შორეულ 1979 წელს წამით არ დაფიქრებულა შეკითხვაზე: იყო თუ არა გაქცევის დრო? როცა კრუიზულმა ლაინერმა ''ლეონიდ სობინოვმა'' , რომელზეც ის მუშაობდა, ავსტრალიური სიდნეის ნავმისადგომთან ღუზა ჩაუშვა, გოგონა ერთ-ერთი ილუმინატორიდან გაძვრა, წყალში გადაეშვა და თავისუფლებისკენ შესახვედრად გაცურა.

17ილუმინატორში რომ გატეულიყო, გოგონას მხოლოდ ბიკინებით მოუხდა გაქცევა. მოგვიანებით სწორედ ამის გამო შეერქვა ''გოგონა წითელი ბიკინით'' და ასევე გაიცნო
მსოფლიომ.

სიდნეისთან ახლოს პირმონტთან გავიდა ნაპირზე და დამტვრეული ინგლისურით მიმართა ერთ-ერთ მამაკაცს, რაიმე ტანსაცმელი მიეცა მისთვის და დახმარებოდა. შემდგომში მისი ამბავი დეტექტიური რომანის ჟანრში განვითარდა: საბჭოთა საელჩოს თანამშრომლებმა, რომელთაც ამცნეს ხომალდიდან ლილიას გაქცევის ამბავი, სცადეს მისი პოვნა, მაგრამ გაქცეული გაზეთ ''დეილი მირორის'' რედაქციის თანამშრომლებმა შეიფარეს საიდუმლო ადგილას. მერე მათვე გამოაქვეყნეს მისი ექსკლუზიური ინტერვიუ და ფოტოები ბიკინებში.
ლილიას გაქცევა ნამდვილ სენსაციად იქცა. მთელი ავსტრალიური მასმედია ცდილობდა მისგან ინტერვიუს აღებას. საქმე იქამდე მივიდა, რომ ''დეილი მირორის'' ერთ-ერთ თანამშრომელს ვუალით დაუფარეს სახე და მიაცემინეს ინტერვიუ რომელიღაც გაზეთისთვის, ვითომ ის ლილია იყო, სინამდვილეში კი უკრაინელი გოგონა სამალავში იმყოფებოდა.

როგორც გაქცეულმა აღიარა, დიდხანს გეგმავდა გაქცევას. სწორედ ამისთვის დაიწყო საბჭოთა ლაინერზე მუშაობა. ავსტრალია კი იმიტომ აირჩია, რომ ამ ქვეყნის ფოტოები უნახავს ილუსტრირებულ ჟურნალში და გადაწყვიტა, რომ ის ყველაზე ლამაზი ქვეყანაა მსოფლიოში. გოგონამ ისიც თქვა, რომ ბავშვობიდან ვერ იტანდა საბჭოთა კავშირს და საბჭოთა სისტემას.

კაპიტალიზმის შენებაში გოგონას პირველი წვლილი იყო 15-ათასდოლარიანი კონტრაქტი ჟურნალ ''პენტჰაუსთან'' : ლილიას ფოტოები ''ნიუს'' სტილში ჟურნალის ავსტრალიური გამოცემის პირველ ნომერში გამოჩნდა სახელწოდებით: ''გოგონა წითელი ბიკინით _ ბიკინის გარეშე'' . შემდეგ ლილიამ მოდელების სკოლაშიც ჩააბარა, ლტოლვილის სტატუსიც მიიღო, ოღონდ საკმაოდ რთულად, რადგან ბევრმა ვერ დაიჯერა მისი გაქცევის ამბავი და ჯაშუშად აღიქვამდნენ.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მისი პირველი რჩეული იყო ''დეილი მირორის'' ფოტოგრაფი იან ჰაისონი. 1990 წელს ისინი გაიყარნენ და გოგონა გაუჩინარდა ელიტური ქრონიკების გვერდებიდან, ისევ ჩვეულებრივ ადამიანად იქცა.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS